1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
1.1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ყვავილის ჩითილებისა და ნერგები შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, ტექნიკური აღწერილობა და რაოდენობა/მოცულობა ასახულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა (დანართი №1)-ში; 1.2.2. შესყიდვის ობიექტების ტექნიკურ აღწერილობაში თუ გამოყენებულია (მითითებულია) კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“; 1.2.3. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობის (მახასიათებლების) შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის _ №1 დანართის სახით; 1.2.4. ყვავილები უნდა იყოს უკვე გაზრდილი, გაფოთლილი და ყვავილობის დაწყების ფაზაში; 1.2.5. ყვავილების ზომები და ხარისხობრივი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს აგროტექნიკური ნორმებით გათვალისწინებულ სტანდარტებს; 1.2.6. ყვავილების მოწოდება უნდა განხორციელდეს სპეციალური კონტეინერით (ქოთნებით ან/და კასეტებით) თავისი მიწის გუნდით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
.4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღეში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიწოდების ადგილია: ქ. ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ. №1, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი; 1.5.2. მიწოდებისას შეყიდვის ობიეტქი უნდა იყოს უკვე გაზრდილი, გაფოთლილი და ყვავილობის დაწყების ფაზაში; ყვავილების ზომები და ხარისხობრივი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს აგროტექნიკური ნორმებით გათვალისწინებულ სტანდარტებს; ყვავილების მოწოდება უნდა განხორციელდეს სპეციალური კონტეინერით (ქოთნებით ან/და კასეტებით) თავისი მიწის გუნდით; 1.5.3. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები და წესი ასახულია ხელშეკრულების პირობებში); 1.5.4. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, აგროტექნიკური პირობების დაცვით, მიწოდებული მცენარეების 100 %-იანი გახარება/ჩანაცვლება მიწოდებიდან, მცენარის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (გარდა ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტებისა); 2) მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრება ყვავილების სასიცოცხლო ციკლის ვადის შესაბამისად - არანაკლებ 2 (ორი) სასიცოცხლო ციკლი, თითოეული სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3(სამი) თვე, ხოლო ჩანაცვლებულ ყვავილებზე საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ჩანაცვლებიდან მთლიანი სასიცოცხლო ციკლის ვადით; 3) ყვავილების დეფექტის ან შელახული ყვავილების აღმოჩენის შემთვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა უზრუნველყოს მათი ანალოგიურით ჩანაცვლება; 4) საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის/ბრენდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ფასების ცხრილში (დანართი №2). შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია ეტაპზე,“ მწარმოებელი ქვეყანისა და მწარმოებლის/ბრენდის დასახელების მიუთითებლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ: 2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე მიწოდებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ან/და ანალოგიური შესყიდვის ობიექტები, საერთო რაოდენობით არანაკლებ 20000 (ოცი ათასი) ძირი. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად; 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N3-ში მითითებული მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან სისტემაში არ არის/არასრულყოფილად არის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები, ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი ანგარიშფაქტურები ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად. დანართი N3-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს უკვე გაზრდილი, გაფოთლილი და ყვავილობის დაწყების ფაზაში; 2.9.2. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი აღმოაჩნდება უხარისხო, საწარმოო წუნით ან/და დეფექტით ან/და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პარამეტრებთან შეუსაბამო, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, მოთხოვნილი პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე; 2.9.3. სატენდერო წინადადების ღირებულება, წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯის გათვალისწინებით; 2.9.4. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. 2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში. 3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში. 7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ილია მიშველია, 599689585, Mishveliailia@gmail.com zugdidibotanicalgardens@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე. 2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი