1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ტუმბოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, მიმწოდებელმა უნდა უზურუნველყოს შემდეგი რაოდენობისა და მახასიათებლების მქონე ტუმბოების მოწოდება: 1.2.1.1. ტუმბო D ტიპის (ძრავის გარეშე) ჰორიზონტალური, ორმხრივ შემწოვი- 2 კომპლექტი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - Q=1000 მ3/სთ, - აწევის სიმაღლე H-180მ, - ბრუნთა რიცხვი: 1450-1500 ბრ/წთ დიაპაზონში. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: მილტუჩებით, შუასადებით, ქანჩ-ჭანჭიკით და ძრავისა და ტუმბოს გადასაბმელი ნახევრაქუროთი კომპლექტში, - ძრავის გარეშე, ჰორიზონტალური, ორმხრივ შემწოვი. 1.2.1.2. ტუმბო აგრეგატი - 1D1250/63 - 1 კომპლექტი: ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - 1D1250/63 ტუმბო აგრეგატი, თავის ჩარჩოთი კომპლექტში, - Q=1050 მ³/სთ, - H=44 მეტრი, - ძრავის სიმძლავრე: 200 კვტ., - ბრუნი: 1450-1500 ბრ/წთ დიაპაზონში. - ძაბვა 0.4 კვ. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: სადგამი ჩარჩო, ძრავის და ტუმბოს გადასაბმელი თითებიანი ნახევარქუროები, მილტუჩები, ქანჩ-ჭანჭიკი და შუასადები 1.2.1.3. ტუმბო აგრეგატი - D720/90 - 1 კომპლექტი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - D720/90 ტუმბო აგრეგატი, თავის ჩარჩოთი, კომპლექტში. - Q=720 მ³/სთ, - H=90 მეტრი, - ძრავის სიმძლავრე: 250 კვტ., - ბრუნი: 1450-1500 ბრ/წთ დიაპაზონში. - ძაბვა 6 კვ. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: სადგამი ჩარჩო, ძრავის და ტუმბოს გადასაბმელი თითებიანი ნახევარქუროები, მილტუჩები, ქანჩ-ჭანჭიკი და შუასადები 1.2.1.4. ტუმბო მრავალსექციური 300/300 (ელ. ძრავის გარეშე) - 1 კომპლექტი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - цнс 300/300 ან ანალოგიური პარამეტრების (ელ. ძრავის გარეშე) მრავალსექციური ტუმბო. - Q=300კბმ /სთ, - H=300მ, - ბრუნი: 1450-1500 ბრ/წთ დიაპაზონში. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: ძრავის და ტუმბოს გადასაბმელი თითებიანი ნახევარქუროები, მილტუჩები, ქანჩ-ჭანჭიკი და შუასადები 1.2.1.5. ვაკუუმ ტუმბო - 1 ცალი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - ВВН-1,5 მონობლოკი, კომპლექტში ჩარჩოთი (მონობლოკური სისტემის), - ძრავის სიმძლავრე 5,5კვტ., - ძაბვა 380 ვ, - n=1450-1500 ბრ/წთ დიაპაზონში. 1.2.1.6. ტუმბო 1D 250/125 (ძრავის გარეშე) - 3 კომპლექტი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბო 1D 250/125 (ძრავის გარეშე), - Q=250 კბმ/სთ, - H=125მ, - n=2900±100 ბრ/წთ. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: ძრავისა და ტუმბოს გადასაბმელი თითებიანი ნახევარქუროები, შესაბამისი მილტუჩები, ქანჩ-ჭანჭიკი, შუასადებები. 1.2.1.7. ტუმბო 1D 500/63 (ძრავის გარეშე)- 1 კომპლექტი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - Q=500 კბმ/სთ, - H= 62-63 მეტრი დიაპაზონში, - n=1450-1500 ბრ/წთ დიაპაზონში. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: ძრავისა და ტუმბოს გადასაბმელი თითებიანი ნახევარქუროები, შესაბამისი მილტუჩები, ქანჩ-ჭანჭიკი, შუასადებები. 1.2.1.8. ტუმბო 1D 315/71 (ძრავის გარეშე) - 1 კომპლექტი: ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - Q=315 მ³/სთ, - H=71 მეტრი, - ბრუნთა რიცხვი n=2900±100 ბრ/წთ. სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: - ტუმბოს კომპლექტაცია: ძრავისა და ტუმბოს გადასაბმელი თითებიანი ნახევარქუროები, შესაბამისი მილტუჩები, ქანჩ-ჭანჭიკი, შუასადებები. 1.2.2. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი. 1.2.3. მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ამ საქონლისათვის დადგენილ ნორმებს (სტანდარტებს) და 1.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. 1.2.4. სატენდერო წინადადების ფასი და ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N26.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელს. საგარანტიო მომსახურების ვადის ათვლა დაიწყება შესასყიდი საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. 1.7.1.2. ,,მიმწოდებლის“ მიერ საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს იმ გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი საგარანტიო ვადის პერიოდში, სწორი მოხმარების პირობებში არ გახდება უვარგისი ექსპლუატაციისათვის და შეინარჩუნებს კარგ საექსპლუატაციო თვისებებს. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს ნივთობრივი ნაკლი. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, წუნდებული საქონლის ჩანაცვლება უნდა მოხდეს დამატებითი ხარჯების გარეშე. 1.7.1.3 მიწოდებული შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ხარვეზის, არაშემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის, საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით. აღნიშნულის შესახებ ,,შემსყიდველი“ ატყობინებს ,,მიმწოდებელს” წერილობით ან/და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), მომწოდებლის ელექტრონულ სისტემაში მითითებულ რეკვიზიტებში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. 1.7.1.4. შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის, შემსყიდველთან შეთანხმებული გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. 1.7.1.5 ინფორმაცია საგარანტიო ვადის თაობაზე მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს დანართი N2 -ის შესაბამის ველში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის და მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შესახებ. 2.1.1.2 მწარმოებლის და მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, მოდელის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური პარამეტრების (სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.1.1 - 1.2.1.8 პოზიციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები) წინამდებარე ელ.ტენდერის დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კერძოდ, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ან/და ამონარიდი მწარმოებლის ოფიციალური ინტერნეტ საიტიდან, ინტერნეტ მისამართ(ებ)ის (ლინკი) მითითებით. 2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელ ქარხანაზე გაცემული, ძალაში მყოფი ISO-9001 სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტუმბოების წარმოების სფეროში. 2.7.1.3. პრეტენდენტი უნდა იყოს მწარმოებლის დილერი (იმპორტიორი) ან ასეთი იმპორტიორის წარმომადგენელი. პრეტენდენტმა აღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული წერილი (იმპორტიორის წარმომადგნლობის შემთხვევაში ასევე, იმპორტიორის მიერ გაცემული წერილი) ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის მწარმოებლის დილერი (იმპორტიორი) ან ასეთი იმპორტიორის წარმომადგენელი. 2.7.1.1., 2.7.1.2. და 2.7.1.3. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. შევსებული დანართი N1 Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი); 2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი); 3. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური პარამეტრების (სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.1.1 - 1.2.1.8 პოზიციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები) წინამდებარე ელ.ტენდერის დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით); 4. მწარმოებელ ქარხანაზე გაცემული, ძალაში მყოფი ISO-9001 სერტიფიკატ(ებ)ი, (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით); 5. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტი არის მწარმოებლის დილერი (იმპორტიორი) ან ასეთი იმპორტიორის წარმომადგენელი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს: ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
5.1.5 ამხანაგობისთვის
დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის: ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. 2. საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით. 4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 6. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას. 7. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, აღნიშნული განიხილება ვალდებულების შეუსრულებლობად და შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან იასაღაშვილი, 599544507, iasaghashvilik@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 10.1.2. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის და მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მადენტიფიცირებელი მონაცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, მოდელის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. 10.1.3. ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მწარმოებელი, ბრენდი და მოდელი ან/და კოდი ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური". ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი. 10.1.4. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია). 10.1.5. სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.6. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი