ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260010357
NAT260010357 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული, საცხოვრებელი სახლების სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 15% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N05.01.08.01 running 1280 days remaining Contract PDF ↗
253,645 ₾ contract amount no payments recorded yet 08.07.2026 – 28.02.2030

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260010357
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება331`850.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი18.05.2026 19:55
წინადადებების მიღება იწყება04.06.2026 00:09
წინადადებების მიღება მთავრდება09.06.2026 12:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი1`600.00 GEL
გარანტიის ოდენობა3`319 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (6)

NAT260010357_ინტერესთა კონფლიქტი.pdf.pdf სალომე კიკნაველიძე 11.06.2026 18:07
NAT260010357_დანართი N1 gldani.xlsx.xlsx აკაკი დგებუაძე 12.06.2026 07:11
NAT260010357_შპს ბერმუხა - დასკვნა N2506226-02.pdf.pdf აკაკი დგებუაძე 25.06.2026 17:25
NAT260010357_FG_26 008325-signed-signed.pdf.pdf აკაკი დგებუაძე 08.07.2026 11:32

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ბერმუხა 287,654 254,321 won
NAT260010357_გამოცდილება ბერმუხა-signed.pdf.pdf · NAT260010357_დანართი N1 gldani.xlsx.xlsx
გიორგი მარგველანი 265,481 265,481
NAT260010357_Scan1-signed gamocdileba gldani.pdf.pdf · NAT260010357_xarjtagricxva gldani 2026-signed.pdf.pdf · NAT260010357_დანართი N1 (2) (1) გლდანი განფასებული 2026 წელი.........xlsx.xlsx

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 18.05.2026 19:55 Announced
  • 04.06.2026 00:09 Bidding opens
  • 04.06.2026 20:31 First bid placed (2 bidders in total)
  • 08.06.2026 10:23 Last bid activity
  • 09.06.2026 12:30 Bidding closes
  • 11.06.2026 18:07 Buyer published: NAT260010357_ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 11.06.2026 18:07 Buyer published: NAT260010357_შეტყობინება პრეტენდენტისთვის მოცემულია სატენდერო კომისიის ოქმის "კომისიამ დაადგინა" ნაწილში. იხილეთ მიმაგრებული ოქმი _ოქმი N2.pdf
  • 12.06.2026 07:11 Buyer published: NAT260010357_დანართი N1 gldani.xlsx
  • 25.06.2026 17:25 Buyer published: NAT260010357_შპს ბერმუხა - დასკვნა N2506226-02.pdf
  • 29.06.2026 18:38 Buyer published: NAT260010357_შეტყობინება პრეტენდენტისთვის მოცემულია სატენდერო კომისიის ოქმის "კომისიამ დაადგინა" ნაწილში. იხილეთ მიმაგრებული ოქმი _ოქმი N3.pdf
  • 08.07.2026 00:00 Contract signed: N05.01.08.01 — 253,645 ₾
  • 08.07.2026 11:32 Buyer published: NAT260010357_FG_26 008325-signed-signed.pdf
  • 23.08.2026 22:18 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 22 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული, საცხოვრებელი სახლების სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში. 1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას. 1.2.3 პრეტენდენტის მიერ, სატენდერო პირობებით განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული პოზიციის ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით. პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ფასები დაამრგვალოს კლების პრინციპით, მეასედის სიზუსტით (მძიმის შემდეგ დატოვოს მხოლოდ ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს „Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია) („Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქციის გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=180asDJg74k); 1.2.4 იქნას მხოლოდ Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 1.2.5 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, სქემატური ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით; 1.2.6 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ; 1.2.7 თუკი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია. სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით; 1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე (საჭიროების შემთხვევაში), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა საკუთარი სახსრებით. 1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად დაიცვას, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები; 1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში; 1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ერთდოულად 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა; 1.2.12 სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს; 1.2.13 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100-სმ/80-სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად; 1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია, აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა; 1.2.15 სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად დაიცვას, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები; 1.2.16 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელებისას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად; 1.2.17 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა; 1.2.18 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა. შ.; 1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ; 1.2.20 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები), ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას და შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის დადასტურებას - ა(ა)იპ „ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“; 1.2.21 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სამუშაოს მიწოდების ადგილი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის ტერიტორია. კონკრეტული დავალებები მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მიერ წერილობით, ეტაპობრივად.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3(სამი) წელი. 1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. 1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულების შესრულებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას; 1.6.4 მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. 1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება. 1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების შენობების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის ან/და შენობ(ებ)ის ფასადების მოწყობა-რეაბილიტაციის გამოცდილება. (წარმოდგენილ უნდა იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია– მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (1. მიღება-ჩაბარების აქტი, 2. ფორმა N2 ან მსგავსი სახის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო, 3. დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი). 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოები განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, პრეტენდენტს არ აქვს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება. საკმარისია წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად (სატენდერო განცხადებ(ებ)ის SPA/NAT/CMR/DAP… ნომრების მითითებით). შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დაწყების ვადაში.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2.8.1.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 2.8.1.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი; 2.8.1.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს; 2.8.1.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%/10%–ის ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.3 იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადეგენს 200000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, დანართი N3 ატვირთულია 10.1 პუნქტში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წ. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ეტაპობრივად, შესრულების დამადასტურებელი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე კიკნაველიძე, 577361417, GldaniGamgeoba@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები (Excel-ის ფორმატის ფაილის დანართი N1–ის გარდა) უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 10.1.9 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის ინიცირების შემთხვევაში, ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ფარგლებში. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1– ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250006109 25.03.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრე…

ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → გიორგი მარგველანი 3 bidders 311,178 ₾
NAT250010787 16.06.2025 contract signed same category · 67% title match · same buyer

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრე…

ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს სუპერმეტრი 8 bidders 180,037 ₾
NAT260016801 11.08.2026 announced same category · 67% title match · same buyer

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრე…

NAT260006660 01.04.2026 contract signed same category · 60% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებ…

NAT250010634 12.06.2025 contract signed same category · 60% title match · same buyer

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებ…

ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ნიუ ჰაუსი 2 bidders 700,003 ₾
NAT260000674 21.01.2026 contract signed same category · 60% title match · same buyer

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებ…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს საპროექტო ჯგუფი
შპს ფინეზა
შპს ლუანა
შპს მწვანე გზა
შპს უნივერსალ