1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ -ს შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის ოფისის და ქ/ს „გორი 220“-ის სარემონტო სამუშაოები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკურ პირობა"-ზე და მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას. "ტექნიკური პირობა": 1.“მიმწოდებელმა” სამუშაოები უნდა აწარმოოს შემსყიდველის ფუნქციონირებისთვის ნორმალური რიტმის შენარჩუნების პირობებში. 2.რემონტთან დაკავშირებული ყველა მასალა (ექსპლოატაციაში არმყოფი, ახალი) შეძენილი უნდა იყოს ”მიმწოდებლის” მიერ. 3. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია ოთახებში არსებული ის ინვენტარი რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვას, გადაადგილოს საკუთარი ხარჯებით დაუზიანებლად და სამუშაოების დასრულების შემდგომ დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში. 4. რემონტში გამოყენებული ხელოვნური კერამო გრანიტის, კაფელის, ლამინატის, შეკიდული ჭერის, კარების, შენობის შიდა კედლების, ავეჯის და ფარდა-ჟალუზის ფერების ზუსტი ტონალობა შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან” 5. კარების და ფანჯრების ზომები გადამოწმდეს “მიმწოდებლის” მიერ ადგილზე. 6. როზეტები უნდა იყოს ყველა დამიწებით. 7. ყველანაირი სანათის ტიპი და ფორმა შეთანხმებული იქნას ,,შემსყიდველთან“. 8. ქვიშა-ცემენტით შელესილი კედლები უნდა იყოს გასწორებული თარაზოში (მაიაკში). 9. კედლების დამუშავება და შეღებვა ნიშნავს: დამუშავდეს კედელი წებო-ემულსიის ხსნარით, ფითხით (მაღალი ხარისხის კნაუფის ან ანალოგიური) დაიშპაკლოს და გაიშკურკოს რამდენიმე ფენად, შეიღებოს სულ მცირე ორი ფენა საღებავით (მაღალი ხარისხის ) სრულ დაფარვამდე.ფერი შეთანხმებული იქნას ”შემსყიდველთან” 10.ხელოვნური კერამო გრანიტის ფილების მოწყობა ნიშნავს: გრანიტის ფილების მოწყობას წებო- ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა) 11. კაფელის ფილების მოწყობა ნიშნავს: კაფელის ფილების მოწყობას წებო-ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა) 12. ფერდოების (კარებების, ფანჯრების) და კედლების გამოწეულ კუთხეებში უნდა მოეწყოს სპეციალური უჟანგავი თუნუქის კუთხოვანა. 13. კარები (მეტალო-პლასმასის) –საკეტით, სახელურით და ანჯამებით მეტალო პლასმასის შემავსებლით 14. ლამინირებული იატაკი L-33-34 კლასი, სისქე არანაკლებ 10მმ ცვეთამედეგობა AC 5. ეკოლოგიურად სუფთა ძნელად აალებადი. 15.მუყაო-თაბაშირის ფილა მაღალი ხარისხის არანაკლებ 1200*2500*12,5მმ (კომპლექტი ლითონის უჟანგავ კარკასზე კნაუფის ან ანალოგიური) 16.ვერტიკალური ფარდა ჟალუზი. ნაჭრის ზოლის სიგანე არანაკლებ 125მმ, ნაჭრის მასალა პოლიესტერი, ლავგარდანის (კარნიზი) ზომები არანაკლებ-25/45/25მმ, ლავგარდანის (კარნიზი) მასალა ალუმინი, ლავგარდანის (კარნიზი) ფერი-თეთრი; 17. ავეჯის სრული აწყობა-მონტაჟი ადგილზე. 18. ავეჯის ფერი შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”. 19. ავეჯში გამოყენებული დ.ვ.პ. უნდა იყოს ლამინირებული 20. ავეჯში გამოყენებული სახელური უნდა იყოს მეტალის. 21. ლამინატისაგან დამზადებულ ავეჯს უნდა ჰქონდეს ძირზე მიმაგრებული პლასტმასის 5 მმ-იანი სისქის ქოში და გადაბმის (შურუფები) ადგილას სპეციალური მრგვალი მისაწეპებელი (ლიპუჩკა) ავეჯის შესაბამისი ფერის. 22. შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის ოფისში სარეკლამო-საინფორმაციო დაფის მოწყობა (3,00 X 1,50მ) სარეკლამო-საინფორმაციო დაფის ძირითადი პანო და წარწერა უნდა წარმოადგენდეს პოლიმერულ სხმულს, მინაქსოვილს არმირებით, პრიალა ზედაპირით გადაბმებისა და ტექნოლოგიური ღარების გარეშე. წარწერა და ლოგო წარმოადგენს მოცულობით, ძირითად სიბრტყიდან 10-15სმ-ით ამოწეულ რელიეფურ ზედაპირს. სარეკლამო დაფა უნდა იყოს გამძლე ატმოსფერული ნალექების, ყინვისა და ძლიერი ქარის მიმართ. ტექნიკური მახასიათებლები: 1. არ უნდა იჟანგებოდეს; 2. უნდა ინარჩუნებდეს სიპრიალეს, პირველად მონაცემებს და ფორმას; 3. არ უნდა ხუნდებოდეს მზის სხივების ზემოქმედებისგან; სარეკლამო-საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას, კონსტრუქციის დამზადება-მონტაჟით შესაბამისი კონსტრუქციული გათვლების საფუძველზე. 23. სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორია უნდა გასუფთავდეს, ფანჯრები, კედლები, იატაკი, კარებები უნდა გაიწმინდოს. სამშენებლო ნარჩენი გატანილ იქნას ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე). 24. შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ დაუშვას მიმწოდებელი ახალ ობიექტზე (გარდა ახალი ჯგუფის მობილიზების შემთხვევის) სამუშაოების დასაწყებად თუ დაწყებული ობიექტი არ აქვს, ან/და არასრულად აქვს დასრულებული. 25. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებელი/შესასრულებელი სამუშაოებსა და წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკს შორის იქნება ჩამორჩენა, შეწყვიტოს ხელშეკრულება. 26. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი ა). “მიმწოდებელმა“ „შემსყიდველს“ უნდა აცნობოს სამუშაოების დასრულების შესახებ. ბ). „შემსყიდველის“ სამუშაოთა მიმღები ჯგუფი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოთა შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, რის შემდეგაც “მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის (შესაბამისი აკრედიტიციის დოკუმენტის წარმოდგენით) მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. გ). დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში „შემსყიდველს“ და “მიმწოდებელს“ შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე. დ). სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის მოწოდების თარიღი. იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
“მიმწოდებელი” ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები (საექსპერტო დასკვნის წარმოდგენით) ხელშეკრულების გაფორმებიდან და ობიექტებზე დაშვებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში. - ყველა ობიექტზე დაშვების უფლების ერთდროულად მისაღებად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ წერილობით მიმართოს და მოიპოვოს ნებართვა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. - იმ შემთხვევაში თუ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ვერ იქნება ყველა ობიექტზე დაშვების უფლების ნებართვა ერთდროულად აღებული, სამუშაოთა შესრულების დაწყების თარიღად ავტომატურად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან მეათე სამუშაო დღე. ხოლო „მიმწოდებელი“ არ იქნება ობიექტებზე დაშვებული ნებართვის აღებამდე. - სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის მოწოდების თარიღი. შენიშვნა: ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტის - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.6 პუნქტში და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #4–ში (სამუშაოს შესრულების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1) ოფისი - ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი #5. 2) სს "სსე"-ს ქ/ს“გორი 220“, გორის რაიონი სოფელი ტინისხიდი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ: ა)სახურავის მოწყობის სამუშაოებზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5 წელი. ბ) საოფისე ავეჯზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1 წელი. გ) ხოლო სხვა დანარჩენზე, მიღება –ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელი. შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია სახურავის მოწყობის სამუშაოს საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5 წელზე ნაკლები, საოფისე ავეჯზე მიღება –ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1 წელზე ნაკლები, ხოლო სხვა დანარჩენზე, მიღება –ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელზე ნაკლები.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე “ პრეტენდენტს“, 2022 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 800 000 ლარის სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების გამოცდილება (არ იგულისხმება საიდუმლო შესყიდვები, ტერიტორიის წყალსადენის, სადრენაჟე, სანიაღვრე, საკანალიზაციო და სამელიორაციო სისტემების, ხაზოვანი ნაგებობების, ხიდების და გვირაბების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება და გამოცდილება, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში შერეული სამუშაოების არსებობის შემთხვევაში სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები გამიჯნული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისგან თავისი შესაბამისი ღირებულებით. თუ აღემატება მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10%-ს). პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებები, რომელსაც თან უნდა ახლდეს: - სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები ან/და - დამკვეთის ან/და აკრედიტირებული ექსპერტის მიერ დამოწმებული ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი ფორმა N2-(ებ)ი - ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით პრეტენდენტი ასევე უფლებამოსილია მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურდება აღნიშნული გამოცდილება. სამუშაოების შესრულების ვადად მიიჩნევა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 2.2.1.2. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს: არანაკლებ 3 დადებითი სარეკომენდაციო წერილი ჯამური ღირებულებით არანაკლებ 200 000 ლარი, მათ შორის მინიმუმ 1 რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს საჯარო სამართლის სუბიექტის მიერ, სამინისტროების ჩათვლით. პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს: *სამუშაოების დასახელება; *სამუშაოების ღირებულება;
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებით წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ობიექტების შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა(ატვირთვა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ: 1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ხარჯთაღრიცხვა". 2. თანხმობა ობიექტზე დაშვების პროცედურებზე. ამ მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტს - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.6 პუნქტს და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #4–ს (სამუშაოების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებული იქნება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით ან აუდიტორული დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შემფასებლის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით (შესაბამისი ტენდერის ნომრის მითითებით) გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულების შესაძლებლობას. - ზემოაღნიშნული დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით და მასში ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დადგენილებასთან დასკვნის შესაბამისობა. - ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა; - დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება და ექსპერტიზის/აკრედიტებული პირის/აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით; ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით. 6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით; 6.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; 6.4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება; 6.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად; 6.4.6. შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე; 6.4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 6.4.8. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)); 6.4.9. რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი). 6.4.10. არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები: - იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, დოკუმენტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: • მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული საავანსო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით; • ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწემბული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით. - მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას; - იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში; - არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში; - ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად; - უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით); - რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი). - არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საექსპერტო დასკვნის მოწოდების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საექსპერტო დასკვნის მოწოდების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ ,,მიმწოდებელი“ არის დღგ–ს გადამხდელი სათანადო ანფარიშფაქტურის) წარმოდგენიდან 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი გოგინაშვილი, 577240424, giorgi.goginashvili@gse.com.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; 2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; 3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ. 4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ. 5.სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 6. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა (თუ განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 32-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად. 7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; 9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი