1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური"-ს ადმინისტრაციული შენობის ეზოში "ვეტერანთა სახლის" შენობის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შედგენის მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ზოგადი ინფორმაცია დამკვეთი: სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“ ობიექტის მდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი გურამიშვილის ქ. No12ა საკადასტრო კოდი: 01.18.09.003.057 ობიექტის ტიპი: საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალფუნქციური შენობა პროექტირების მიზანი პროექტის მიზანია თანამედროვე, მრავალფუნქციური ჰაბის შექმნა, რომელიც აერთიანებს: 1. ადმინისტრაციულ ფუნქციებს; 2. კვების ბლოკს; 3. საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეებს; 4. ბიბლიოთეკას და სამუშაო ზონებს; 5. სპორტულ სივრცეს; 6. სასტუმრო/აპარტამენტის ტიპის ნომრებს; 7. საზოგადოებრივ ტერასებს და ექსპლუატირებად სახურავს. 8. შენობის ფუნქციონალური აღწერა 1-ლი სართული: 340 მ2 1. კვების ბლოკი; 2. საკონფერენციო; 3. კიბის უჯრედი; 4. ლიფტი; 5. ტამბური-ჰოლი; 6. სველი წერტილები; 7. საქვაბე, საშხაპე სისტემების ოთახი. 8. სიმაღლე 4.5მ. მე-2 სართული: 373 მ2; 1.ადმისიტრაცია; 2. ოფისები; 3. ჰოლი; 4. ბიბლიოთეკა; 5. სველი წერტილები; 6. იბის უჯრედი; 7. ლიფტი; 8..საზაფხულო ფართი; 9. სიმაღლე 4მ. მე-3 სართული: 373 მ2; 1.სასტუმრო ოთახები თავის სველი წერტილებით; 2.ფიტნეს ოთახი; 3.საზაფხულო ფართი; 4.კიბის უჯრედი; 5.ლიფტი; 6.ფოიე; 7.სიმაღლე 4მ. სახურავი მე-4 სართულზე: 373 მ2; 1.კიბის უჯრედი; 2. ლიფტი; 3. დიდი ტერასა საზაფხულო ფართი; 4. აგრეგატები გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის, ასევე საშხაპე სისტემისთვის. საპროექტო კვადრატულობა: შენობა სულ - 1459 მ2. პროექტირების ეტაპები პროექტი უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად: 1. ეტაპი „GAP“ (თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება). 2. ეტაპი - სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან: 1.არქიტექტურა; 2.კონსტრუქცია; 3.საინჟინრო სისტემები “MEP”; 4.ხარჯთაღრიცხვა; 5.საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა; 6.პროცედურა “GAP”; 7.ექსპერტიზა; 8. N41 რეგლამენტი; 9.სატრანსპორტო სქემები; 10.ურბანული ინტეგრაცია; 11.დენდროლოგია; 12.საინჟინრო სისტემები. არქიტექტურული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახით: არქიტექტურული კონცეფცია: 1.მასების გადაწყვეტა („Mass Model“) 2.ფუნქციონალური ზონირება 3.სივრცეების ურთიერთკავშირი კონსტრუქცია: 1. თავფურცელი, ობიექტის დასახელება და მისამართი; 2. პროექტის შემადგენლობა, ყველა ნახაზის ჩამონათვალით და ნუმერაციით (სარჩევი); 3. განმარტებითი ბარათი; 4. ობიექტის ზოგადი დახასიათება; 5. შენობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები; 6. მიწის ნაკვეთის ფართობი; 7. შენობის საერთო ფართი; 8. სასარგებლო ფართი; 9. დამხმარე ფართი; 10. საზაფხულო ფართი; 11. სამშენებლო მოცულობა (მიწის ნიშნულის ქვემოთ და ზემოთ); 12. შენობის კონსტრუქციული სიმაღლე (მიწის ნიშნულის ქვემოთ და ზემოთ); 13. გამოყენებული K1-ის სიდიდე და განაშენიანების ფართობი; 14. გამოყენებული K2- ის სიდიდე და დანაშენიანების სიმჭიდროვის ფართობი; 15. გამოყენებული K3-ის სიდიდე და გამწვანების ფართობი; 16. შენობის ფართობი (საოფისე, საერთო სარგებლობის, სასაწყობო, კიბის უჯრედების და სხვა სათავსოების ფართობები); 17. შენობის კლასის განმსაზღვრელი პარამეტრები; 18. პროექტის განხორციელების საფუძველი; 19. საკადასტრო გეგმა (რუქა) და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 20. მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ნაკვეთის გეგმა. მასშტაბი 1:500; 21. სიტუაციური გეგმა მასშტაბი 1:1200; 22. დაკვალვის გეგმა (დაიკვალოს ტაქეომეტრის გამოყენებით); 23. ვერტიკალური გეგმარება (წყლის გადაყვანის ჩვენებით); 24. არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (შორი და ახლო ხედებით); 25. შენობის ყველა სართულის გეგმა, სახურავის გეგმა საანგარიშო კროკების, საკადასტრო საზღვრების პროექციების ჩვენებით, იატაკების ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში, სახურავის გეგმა წყლის გადაყვანის ჩვენებით; მასშტაბი - 1:50, 1:100 ან 1:200 26. შენობის ჭრილები მასშტაბი - 1: 50, 1:100 ან 1:200; 27. დეტალების და კვანძების ჩვენება. მასშტაბი - 1:1, 1:2, 1: 5, 1:10 ან 1:20; 28. შენობის იერსახე და დიზაინი: ესკიზები, ფოტომონტაჟი, მაღალი ხარისხის ფოტო რენდერები (მინიმუმ 4K ხარისხის); 29. ოთახებისა და სანკვანძების განშლები; 30. საევუკაციო გასასვლელები. საინჟინრო სისტემები („MEP“): 1.შიდა ელექტროქსელები; 2.გარე განათება; 3.სუსტი დენები; 4.ინტერნეტი; 5. ვიდეომეთვალყურეობა („CCTV“); 6.წვდომის კონტროლი („Acces control“). ხარჯთაღრიცხვა: 1.საობიექტო და ლოკალური ხარჯთაღრიცხვები; 2. შესაბამისი რესურსული ხარჯთაღრიცხვები სამუშაოთა მასალების უწყისებისა და მასალების სპეციფიკაციების საფუძველსე დადგენილი წესით შესრულებული; 3. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს გამარტივებული ხარჯთაღრიცხვა (გამსხვილებული სამუშაოების რაოდენობისა და შესაბამისი ჯამური ერთეულის გათვალისწინებით). კონსტრუქციული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახით: 1. განმარტებითი ბარათი; 2. მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები შენობის განლაგება; 3. ნაგებობისთვის საჭირო გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა (ქვაბულის); 4. მზიდი კონსტრუქციების მოწყობის ნახაზები სირთულის მიხედვით; 5. მზიდი კონსტრუქციების არმირების სქემები, დეტალები, კვანძები; 6. სპეციფიკაციები, უწყისები; 7. ანგარიშების ჩატარების მეთოდოლოგია და წარმოდგენა „LIRA“-ში ან სხვა; 8. საძირკვლის პროექტი გეოლოგიაზე დაყრდნობით; 9. დატვირთვების სრული ანალიზი; 10. სეისმური გაანგარიშებები. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგს: 1.ჭაბურღილების ბურღვა, შურფის სიღრმე არანაკლებ 10მ; 2.ლაბორატორიული კვლევა გრუნტის ყველა მახასიათებლის განსაზღვრით; 3.მიწისქვეშა წყლების კვლევა; 4.საძირკვლის მოწყობის რეკომენდაცია; 5.საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. ადმინისტრაციული დოკუმენტები: 1.განაცხადი „GAP“ პროცედურაზე; 2.საკადასტრო ამონაწერი; 3.მიწის საკუთრების/სარგებლობის დოკუმენტი; 4.არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაცია. გენგეგმარება: 1.გენგეგმა („Master Plan“); 2.შენობის განთავსების სქემა; 3.მისასვლელები და გადაადგილება; 4.გარე სივრცეების კონცეფცია; 5.პარკინგის სქემა. ნორმატიული შესაბამისობა: 1. საქართველოს სამშენებლო ნორმები; 2. სეისმური მოთხოვნები. სატრანსპორტო ნაწილი: 1. მისასვლელი გზები; 2.პარკინგის ორგანიზება; 3.სახანძრო ტექნიკის წვდომა; 4.ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება. დენდროლოგიური და ლანდშაფტური პროექტი: მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს სრულფასოვანი დენდროლოგიური და ლანდშაფტური გადაწყვეტა, რომელიც ინტეგრირებული იქნება როგორც „GAP“ ეტაპზე, ასევე საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციაში. საერთო მოთხოვნები 1.ტერიტორიის გამწვანების კონცეფციის შემუშავება; 2.შენობის გარემოსთან არქიტექტურული და ეკოლოგიური ინტეგრაცია; 3.სეზონურობის გათვალისწინება (ზამთარი/ზაფხული); 4.დაბალი მოვლის საჭიროების მქონე მცენარეული საფარი. დენდროლოგიური გეგმა 5.მცენარეთა სახეობების შერჩევა (ადგილობრივი კლიმატისთვის ადაპტირებული); 6. ხე-მცენარეების განთავსების სქემა; 7.ბუჩქნარის და დეკორატიული ზონების მოწყობა; 8. ჩრდილის ზონების დაგეგმარება. ლანდშაფტური ზონირება 1.რეკრეაციული ზონები (სასეირნო/დასასვენებელი სივრცეები); 2. ბიბლიოთეკის ტერასების გამწვანება; 3.სახურავის მწვანე და მოსასვენებელი ზონები; 4.ბილიკების და გადაადგილების სქემა; საინჟინრო უზრუნველყოფა 1.სარწყავი სისტემის პროექტი (ირიგაცია); 2. წვიმის წყლის გამოყენების შესაძლებლობა; 3. დრენაჟის სისტემასთან ინტეგრაცია; 4. გარე განათების ლანდშაფტური პროექტი. ეკოლოგიური მოთხოვნები 1.ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვა; 2. მწვანე საფარის წილის მაქსიმიზაცია; 3.ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. არქიტექტურასთან ინტეგრაცია 1.ტერასებთან და სახურავთან ერთიანი ლანდშაფტური გადაწყვეტა; 2. ბიბლიოთეკის და საზოგადოებრივი ზონების გამწვანება; 3.ვიზუალური ჰარმონია შენობასა და გარემოს შორის. მნიშვნელოვანია ݙ ეს ნაწილი პირდაპირ უკავშირდება: 1.GAP“ შეთანხმებას (ვიზუალი + გარემო); 2.საბოლოო პროექტს; 3.ენერგოეფექტურობას. პროექტის შეთანხმება და სრული საპროექტო დოკუმენტაცია ზოგადი მიზანი მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს: 1.პროექტის საბოლოო შეთანხმებას შესაბამის ორგანოებთან; 2.ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღებას; 3.სამშენებლოდ სრულად მზად დოკუმენტაციას. სავალდებულო საპროექტო დოკუმენტაციის პაკეტი 3D ვიზუალიზაცია (ფინალური): 1. 3D მასების მოდელირება; 2. ძირითადი ფასადების კონცეფცია; 3.4–8 რენდერი (გარე ხედები); 4.გარემოსთან ინტეგრაციის ვიზუალიზაცია; 5.დეტალები და არქიტექტურული კვანძები. წყალმომარაგება და კანალიზაცია (WSS): 1.ცივი და ცხელი წყლის ქსელები; 2.შიდა და გარე სისტემები; 3. სანიტარული მოწყობილობები; 4.სახურავის დრენაჟი; 5. წვიმის წყლის მართვა. „HVAC“ (გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება): 1.გათბობის სისტემის პროექტი; 2.კონდიცირება; 3.ვენტილაცია; 4.ჰაერის ცვლის გაანგარიშება; 5.ზონალური კლიმატ-კონტროლი (ჰაბის სპეციფიკით). სახანძრო უსაფრთხოება: 1.ევაკუაციის გეგმები; 2.სახანძრო სიგნალიზაცია; 3. „sprinkler/hydrant“ სისტემა; 4.კვამლის გამწოვი სისტემები; 5.უსაფრთხოების ზონების სქემები. ენერგოეფექტურობა: 1. ენერგოეფექტურობის სრული ანგარიში; 2. თბოიზოლაციის გათვლები; 3. ენერგო მოხმარების შეფასება; 4.ენერგო კლასის განსაზღვრა. მშენებლობის ორგანიზაცია (POS): 1.სამუშაოების კალენდარული გრაფიკი; 2.ეტაპობრივი შესრულების გეგმა; 3.ტექნიკის და რესურსების მოთხოვნა; 4.სამშენებლო ლოგისტიკა. დენდროლოგია და ლანდშაფტი: 1.გამწვანების დეტალური გეგმა; 2.მცენარეთა სპეციფიკაცია; 3.ტერასების და სახურავის ლანდშაფტი; 4.სარწყავი სისტემა; 5. გარე განათება; 6.ეკოლოგიური ინტეგრაცია. სატრანსპორტო და გარე ინფრასტრუქტურა: 1.მისასვლელი გზები; 2.ქვეითთა მოძრაობა; 3.პარკინგის ორგანიზება; 4.სახანძრო ტექნიკის წვდომა; 5.გარე სივრცის სქემა. ნორმატიული შესაბამისობა: პროექტი უნდა შეესაბამებოდეს: 1.საქართველოს სამშენებლო ნორმებს; 2.სეისმურ მოთხოვნებს; 3.ხანძარსაწინააღმდეგო რეგლამენტებს; 4.საქართველოს მთავრობის N41 დადგენილებას; 5.ხელმისაწვდომობის (Accessibility) სტანდარტებს. ტექნიკური რეგლამენტი N41: მიმწოდებელი ვალდებულია: 1.სრულად გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის No41 დადგენილება – „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“, ასევე უზრუნველყოს: 2.ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება; 3.ევაკუაციის სქემები; 4.კონსტრუქციული უსაფრთხოება; 5.საინჟინრო სისტემების შესაბამისობა; 6.რეგლამენტის მოთხოვნების ინტეგრაცია ყველა საპროექტო ნაწილში. ექსპერტიზა და შეთანხმება: მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს: 1.დადებითი დასკვნის მიღება; 2.ყველა შენიშვნის კორექტირება; 3.საბოლოო შეთანხმება შესაბამის ორგანოებთან. მიწოდების ფორმატი: 1.„PDF“ სრული პაკეტი; 2.„DWG“ ფაილები; 3.„Excel“ ხარჯთაღრიცხვა; 4.„BIM/REVIT“ (თუ მოთხოვნილია). პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილების (სახანძრო უსაფრთხოების), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების (შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების), საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4დეკემბრის N732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის-მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მოთხოვნებს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლოატაციაში მიღების წესის და პირობების მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის N354 დადგენილების შენობების, შენობის ნაწილების, ან შენობის ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება მისამართზე: ქალაქი თბილისი, ორთაჭალა, გიორგი გურამიშვილის #12ა, სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური"-ს ადმინისტრაციული შენობა.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურებები. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება სრულად რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებულ უნდა იქნეს სისტემის მიერ მინიჭებული შესაბამისი SPA/CMR/NAT ნომერი
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის ვალდებულებას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მისი გამოსწორება და მონიტორინგი.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენტენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
2 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აკრედიტირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციიდან, რომელიც უნდა იქნეს უპირობო და გამოუთხოვადი.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ ფაქტიურად მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიენეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი პატარქალაშვილი, 591449824, g.patarqalashvili@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი