1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბისათვის ოფსეტური სხვადასხვა საბეჭდი ქაღალდის შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ქაღალდი - ოფსეტური თეთრი 70 გრ 70*100სმ - 120 შეკვრა (1*500ფ) 2. ქაღალდი - ოფსეტური თეთრი 70 გრ 60*84სმ - 80 შეკვრა (1*500ფ) 3. ქაღალდი - ოფსეტური 80 გრ 60*84სმ -50 შეკვრა (1*500ფ) 4. ქაღალდი - ცარცირებული მქრქალი ნევია 300გრ 100*70სმ - 50 შეკვრა (1*125ფ) 5. ქაღალდი - ცარცირებული მქრქალი ნევია 115 გრ-იანი (64*90) - 30 შეკვრა (1*250ფ) 6. ქაღალდი - ოფსეტური რულონის აივორი 70 გრ 60 სმ (60*84) - 120 შეკვრა (1*500ფ) 7. ქაღალდი -80-გრამინი კოპირებისთვის A3 ფორმატის, უმაღლესი ხარისხის -- 70 შეკვრა (1*500ფ) გრამაჟი (გრ/მ2) – არანაკლებ 80 გრ; გაუმჭვირვალობა – არანაკლებ 95%; სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწინებით) - არანაკლებ 169%; სისქე (um) - 104 – 110; ზედაპირის ხაოიანობა ml/min ორივე მხრიდან - არაუმეტეს 120; ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტერებისათვის, ასლ გადამღები აპარატებისათვის და ორმხრივი ბეჭდვისათვის; ISO 9001 და ISO 14001 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა; ქაღალდი დამზადებული უნდა იყოს ხის მერქნისგან; ქაღალდი დამზადებული უნდა იყოს ქლორის გამოყენების გარეშე 8. ქაღალდი- ბოჭკოვანი ოფსეტური რულონის კრემისფერი 70 გრ-იანი (70*100)- 70 შეკვრა (1*500ფ) გასათვალისწინებელი გარემოება: პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს საქონლის, ზუსტი ტექნიკური პარამეტრები და არ უნდა გამოიყენოს ისეთი შეფასებითი სიტყვები როგორიცაა "არანაკლებ", "არაუმეტეს" "+/-" და სხვა მსგავსი. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მოწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განახორციელოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1 ტრანსპორტირება და შესყიდვის ობიექტის მითითებულ მისამართებზე ჩამოცლა წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსთან (ქვეყანა სადაც იწარმოება შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი) და მწარმოებელთან დაკავშირებით. პრეტენდენტმა ,,ფასების ცხრილის'' შესაბამის სვეტში უნდა მიუთითოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის უპირობო დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. 2.9.2. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი არ შეუქმნის საფრთხეს შემსყიდველის კუთვნილებაში არსებული საბეჭდი დანადგარების უსაფრთხო და შეუფერხებელ ექსპლოატაციას. თუკი აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიზეზით ადგილი აქვს საბეჭდი დანადგარის დაზიანებას ან/და შეფერხებით მუშაობას, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ საკუთარი ხარჯებით შეაკეთოს დანადგარი ან/და სრული მოცულობით აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების/ტექნიკური დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადებითა და ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით: პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ფასების ცხრილით (დანართი 1) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების ყველა პოზიციის ერთი ერთეული -1 (ერთი) შეკვრა-ნიმუში. შეკვრაზე/შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, ქვეყანა (სადაც იწარმოება შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი), ზომა და გრამაჟი. ნიმუშების მოთხოვნილთან შესაბამისობაზე შედგენილი იქნება დასკვნა თსუ პროფილური სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი ან წარმოდგენილი არ დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის ნიმუშები უნდა წარმოადგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის სტამბა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნა/ანგარიშის მომზადებაში მონაწილე და ხელმოწერ პირ(ებ)ს უნდა გააჩნდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება და დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ნგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორება ,,შემსყიდველსა’’ და ,,მიმწოდებელს’’ შორის განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის და/ან სასაქონლო ზედნადების, თსუ ინსპექტირების დადებითი დასკვნის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ანეტა მერკვილიშვილი, 577595839, i.merkvilishvili@tsu.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას. 10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება. 10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით. 10.1.6. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს: 1. ,,ფასების ცხრილი'' დანართი #1-ის შესაბამისად
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი