ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260011263
NAT260011263 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 18% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.0 bidders, 65% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 60100000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N2026 running 156 days remaining Contract PDF ↗
272,000 ₾ contract amount 11,360 ₾ (4%) actually paid 06.07.2026 – 31.01.2027
PaymentSourceYear QuarterPaid on
2,016.00 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q3 23.07.2026
1,960.00 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q3 06.08.2026
7,384.00 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q3 19.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260011263
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია60100000-საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება272`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი29.05.2026 16:33
წინადადებების მიღება იწყება06.06.2026 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება09.06.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი2`720.00 GEL
გარანტიის ოდენობა2`720 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან კილომეტრაჟის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (5)

NAT260011263_ამონაწერი.pdf.pdf ლაშა ცოფურაშვილი 17.06.2026 16:35
NAT260011263_ცნობა.pdf.pdf ლაშა ცოფურაშვილი 17.06.2026 16:35
NAT260011263_საბანკო გარანტია.pdf.pdf ლაშა ცოფურაშვილი 29.06.2026 13:06

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
ტრანსლიდერი 272,000 272,000 won
NAT260011263_დანართი_N1-ფასთა ცხრილი-signed.pdf.pdf · NAT260011263_დანართი N2 - ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების შესახებ-signed.pdf.pdf · NAT260011263_გამოცდილება-signed.pdf.pdf · NAT260011263_ტექ.პასპორტები.pdf.pdf · NAT260011263_ტექ.დათვალიერება.pdf.pdf · NAT260011263_მართვის და პირადობის მოწმობები.pdf.pdf · NAT260011263_თანხმობები.pdf.pdf · NAT260011263_იჯარა 1.pdf.pdf · NAT260011263_იჯარა 2.pdf.pdf · NAT260011263_იჯარა 3.pdf.pdf · NAT260011263_სურათები.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 29.05.2026 16:33 Announced
  • 06.06.2026 00:00 Bidding opens
  • 08.06.2026 16:29 First bid placed (1 bidders in total)
  • 08.06.2026 16:29 Last bid activity
  • 09.06.2026 12:00 Bidding closes
  • 15.06.2026 19:07 Buyer published: NAT260011263_სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N2-ტრანსპორტირება-signed-signed-signed-signed-signed-signed.pdf
  • 17.06.2026 16:35 Buyer published: NAT260011263_ამონაწერი.pdf
  • 17.06.2026 16:35 Buyer published: NAT260011263_ცნობა.pdf
  • 24.06.2026 18:32 Buyer published: NAT260011263_სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3 -signed-signed-signed-signed-signed-s....pdf
  • 29.06.2026 13:06 Buyer published: NAT260011263_საბანკო გარანტია.pdf
  • 06.07.2026 00:00 Contract signed: N2026 — 272,000 ₾
  • 23.08.2026 22:12 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 27 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დანართ N1-ში მითითებული მოცულობის მომსახურების გაწევა. 2. პრეტენდენტმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოს ერთდროულად 300-მდე ადამიანის ტრანსპორტირება. 3. სააგენტოს მიერ ტრანსპორტირება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და დასვენების დღეებში. შენიშვნა: კილომეტრაჟის გაანგარიშება მოხდება უშუალოდ გადასაყვანი მგზავრით განხორციელებული მარშუტის მიხედვით და მასში არ შედის მძღოლის მიერ ტრანსპორტით დაბრუნება მგზავრის გარეშე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. მომსახურების გაწევის ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან კილომეტრაჟის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა; 2. შემსყიდველი მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე, მიაწვდის ინფორმაციას, მინიმუმ სამი სამუშაო დღით ადრე, კონკრეტული ადგილის, კონკრეტული დროის, კონკრეტული მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალებების ერთეული რაოდენობის შესახებ. მოთხოვნა შეიძლება დაფიქსირდეს შემდეგი სახით: წერილი ან/და მიმწოდებლის მოდულში დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე დარეკვა ან/და სმს შეტყობინების გაგზავნა ან/და მიმწოდებლის მოდულში დაფიქსირებულ მეილზე შეტყობინების გაგზავნა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის არეალი - საქართველოს ტერიტორია, კონკრეტული ლოკაციები და მომსახურების გაწევის პერიოდი განისაზღვრება შემსყიდველის ყოველი მოთხოვნის შესაბამისად.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების გამოცდილება, (გეოგრაფიული არეალი უნდა მოიცავდეს ქ. თბილისს, არანაკლებ ერთ რეგიონს აღმოსავლეთ საქართველოში და არანაკლებ ერთ რეგიონს დასავლეთ საქართველოში) რომელთა ღირებულება ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150 000 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს. 2. პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული (დასრულებული) უნდა ქონდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების არანაკლებ 1 (ერთი) ხელშეკრულება, რომლის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. 4. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
1. მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 8 (რვა) ერთეული ავტობუსის (არანაკლებ 47 მგზავრზე დასაჯდომი ადგილით) გამოყვანა. (ტრანსპორტის ერთეული რაოდენობები ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). 2. ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ იქნას დანართი N2-ის შესაბამისად, მისი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით. 3. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა.შ.) ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციით ან/და ქირავნობის ან/და იჯარის ან/და სხვა ხელშეკრულებები და ტექნიკური პასპორტები). 4. სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში - უნდა გააჩნდეს/წარმოდგენილი უნდა იქნას ძალაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. მიმწოდებელმა უნდა განახოციელოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების გადაყვანა შემდეგი მახასიათებლების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და პირობების შესაბამისად: ა) ავტობუსი უნდა იყოს არანაკლებ 47 ადგილიანი, აღჭურვილი მგზავრთა უსაფრთხოების ყველა საშუალებით, კომფორტული სალონით, სტანდარტული სავარძლებით, გათბობა- გამაგრილებისა და ვენტილაციის სისტემით. (წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტომასალა). ბ) მომსახურების გაწევისას, ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სრულად გამართული, სუფთა/გარეცხილ მდგომარეობაში და საწვავით უზრუნველყოფილი. გ) სატრანსპორტო საშუალებაში გამოყოფილი უნდა იყოს მგზავრებისთვის ბარგის განსათავსებელი სივრცე.(წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტომასალა). დ) მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დიზელის ან ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით. ე) იმ შემთხვევაში თუ მგზავრების გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე არ მოხერხდა მიმწოდებლის მიზეზით (მძღოლის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, საწვავის უქონლობა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და სხვა), მიმწოდებლი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, შემსყიდველთან შეთანხმებით. შემსყიდველი ორგანიზაციია უფლებამოსილია, განახორციელოს მომსახურების პროცესში გამოსაყენებელი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და დადგინოს, რამდენად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაცით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
ავტომობილს უნდა მართავდეს მინიმუმ 3 წლიანი შესაბამისი კატეგორიის მძღოლობის გამოცდილების მქონე პირი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესბამისი კატეგორიის მართვის მოწმობით, რომლის ასლიც უნდა ატვირთოს პრეტენდენტმა. ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი. მძღოლის წერილობითი დადასტურება, რომლითაც იგი გამოხატავს თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით (ფასთა ცხრილით) გათვალისწინებული, მგზავრთა გადაყვანის ყველა ვალდებულების შესრულებაზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი თუ 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი). დასკვნით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა, იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არაღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. (3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; (2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. (3) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. (4) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ამხანაგობის წევრების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული მათ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; ამხანაგობის წევრები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. (3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია ამავე პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). 3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილი ოდენობა ნახევრდება. 4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს(გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ „მიღება–ჩაბარების“ აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 3. მომსახურების გაწევის პროცესში, ანგარიშსწორებამ შესაძლებელია იწარმოოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შუალედური დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიხედვით, გაწეული მომსახურების მოცულობების მიხედვით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ „მიღება–ჩაბარების“ აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად; 4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ფასთა ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, დაზუსტების გარეშე; 5. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, (მაგ. გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის Excel-ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათშორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 8. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 9. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით. 10. სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს. 11. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260003773 26.02.2026 no result same category · 100% title match · same buyer · similar size

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 60100000საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები 1 bidder 357,500 ₾
NAT260008589 28.04.2026 not held same category · 100% title match · same buyer · similar size

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 60100000საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები 0 bidders 357,500 ₾
NAT260006334 27.03.2026 contract signed same category · 89% title match

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთან ერთად დაქირავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

აღსრულების ეროვნული ბიურო 60100000საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები → შპს ბენე ექსკლუზივი 1 bidder 99,500 ₾
NAT250020222 13.11.2025 contract signed same category · 73% title match · similar size

სატრანსპორტო საშუალებით მომსახურება (ტრანსპორტის დაქირავება მძღოლთან ერთად)

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის … 60100000საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები → შპს მეგზური-2024 1 bidder 363,079 ₾
NAT250000376 10.01.2025 contract signed same category · 100% title match

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მომსახურების შესყიდვა მძღოლთან ერთად

საკალათბურთო კლუბი "ბათუმი 2010" 60100000საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები → შპს Batumi car tour 1 bidder 37,000 ₾
NAT250023590 17.12.2025 contract signed same category · 72% title match

მგზავრების გადაყვანის მიზნით სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან …

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართვე… 60100000საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები → შპს ტრ-ექსპრესი 1 bidder 148,680 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს კომპანია GEOSM
შპს დელტა კონსალტინგი
შპს ჰასკო
ფავორიტი სტილი
შპს გეოინსტრუმენტი