1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სხვადასხვა სახის მატრასები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს საქონლის ტრანსპორტირება და მიწოდება დანართ N2-ში მითითებული მდებარეობების შესაბამისად (დანართი N2 ატვირთულია 2.9 პუნქტში). - დანართი N2 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა მოქმედებს არანაკლებ 1 წელი. - საგარანტიო პირობები: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს შეკეთების ან ახლით შეცვლის პირობით. - დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა: შეკეთების შემთხვევაში შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შეცვლის შემთხვევაში შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. - შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო ზარის, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. 1.3. პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილის მე-4 გრაფაში მითითებული უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის (ან ბრენდის) შესახებ. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
დამატებითი მოთხოვნები: 1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც. 4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის კონკრეტული დასახელება, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი (ან ბრენდი), ერთეულის ფასი და საერთო ფასი, ასევე ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ №1-ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი №1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში). 5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს მატრასების განთავსების მისამართები სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად (მიბმული ფაილის სახით იხ. დანართი N2). 6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ). თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი). 7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
- პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის ერთი ცალი მატრასის ნიმუში (ნებისმიერი პოზიცია); - შემოთავაზებული საქონლის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში ასახულ მოთხოვნებსა და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში განსაზღვრულ მოთხოვნებს; - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი, შემოთავაზებული საქონლის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება; - ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ" პრეტენდენტს ნიმუშების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ის დაბრუნებაზე.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. N38, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა, 18:00 საათამდე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი. 4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. - ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი. - გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნიკოლოზ რამაზაშვილი, 577775888, ramazashvili@mia.gov.ge სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: თამარ ციხისელი 577 77 46 65 PatrolPolice@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
დამატებითი ინფორმაცია: - ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში; - შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან; - ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს. - პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი