1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს/გზა „სახ. გზა-თეთროსანი-ხუცუბანი“ კმ0+600 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვა მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: I. მოსამზადებელი სამუშაოები: 1)სამშენებლო მოედნის მოწყობა. 2)არსებული ხიდის დემონტაჟი. II. მიწის ვაკისის მოწყობა და კალაპოტის ფორმირება 1) კალაპოტში სამუშაოთა წარმოებისთვის დროებითი დამბის და ტექნოლოგიური მოედნის მოწყობა. 2)მიწის ვაკისის მოწყობა III. სახიდე გადასასვლელის მოწყობა 1) სანაპირო ბურჯები #1 მოწყობა 2) შუალედური ბურჯი #2 მოწყობა 3)სანაპირო ბურჯები #3 მოწყობა 4) ხიდის მალის ნაშენის და სავალი ნაწილის მოწობა. 5) მისასვლელი ყრილების მოწყობა. IV. საგზაო სამოსის მოწყობა (გზაზე და მიერთებებზე). შესყიდვის ობიექტის სამუშაოების ჩამონათვალი და შესყიდვის ობიექტის დეტალური მოცულობები მოცემულია მოცულობების უწყისში, რომელიც ატვირთულია სისტემაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოს შესრულების ვადაა 210 კალენდარული დღე. სამუშაო განხორციელდება - 4 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 1-ლი-მე-2 თითოეული ეტაპი მოიცავს 45 კალენდარულ დღეს, ხოლო მე-3-მე-4 თითოეული ეტაპი 60 კალენდარულ დღეს. 2026 წელს უნდა შესრულდეს 2 ეტაპი - 90 კალენდარული დღე, ხოლო 2027 წელს უნდა შესრულდეს დანარჩენი 2 ეტაპი - 120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან, თითოეული ეტაპი მოიცავს 60 კალენდარულ დღეს. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს, 2026 წელს არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო 2027 წელს არაუგვიანეს 15 აპრილისა, მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, სამუშაოები დაიწყოს 2027 წელს 15 აპრილამდე პერიოდშიც. იგი ვალდებულია სამუშაოების ყოველი დაწყების შესახებ წინასწარ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს/გზა „სახ. გზა-თეთროსანი-ხუცუბანი“ კმ0+600 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს სამ წელს დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით შექმნილი მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. ინფორმაცია 2022 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში ანალოგიური სახის, კერძოდ: ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის (რკინა ბეტონის სწორკუთხა მილის მოწყობა გამოცდილებაში არ ჩაითვლება) არანაკლებ 2 555 000 ლარის ჯამური ღირებულების და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 1 280 000.00 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - სამუშაოების შესრულების აქტი-ფორმა #2, სადაც გაშიფრული იქნება ანალოგიური სახის გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაოების (ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის) კონკრეტული ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები (იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბრების აქტის შედგენა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე საკმარისია დანართი N2-ში მითითებული იქნას მხოლოდ შესყიდვის ობიექტის SPA, NAT, CMR, ნომრები, სადაც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების შესრულების ფაქტი. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის სახით. ამასთან: 1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას. 1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები. 2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. (2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტ პირს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ფორმით (ქირა, იჯარა, თხოვება და ა. შ.) უნდა გააჩნდეს თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი შემდეგი მანქანა-მექანიზმები: 1) ექსკავატორი -არანაკლებ 2 ერთეული; 2) ავტოთვითმცლელი - არანაკლებ 2 ერთეული; 3) სატკეპნი საგზაო- არანაკლებ 2 ერთეული; 4) ბეტონმრევი მანქანა - არანაკლებ 2 ერთეული 5) ავტოამწე - არანაკლებ 2 ერთეული. 6) მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა - არანაკლებ 1 ერთეული. 7) ბულდოზერი - არანაკლებ 1 ერთეული; 8) ავტოგუდრონატორი - 1 ერთეული; 9) ასფალტის დამგები - 1 ერთეული. - საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები. - სარგებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც შესაბამისი ხელშეკრულებების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობების ასლებიც, ამასთან ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობით გამცემის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან/და სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი სარგებლობით გამცემზე, ტრანსპორტის სარგებლობით გადაცემის უფლებით. - სარგებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. - ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N4-ის სახით.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
ა) პრეტენდენტ პირს უნდა ყავდეს საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები- ფორმა #2 ან/და მიღება- ჩაბარების აქტები, დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებლის მხრიდან სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტის მიერ (ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტში უნდა დაფიქსირდეს ინჟინრის სახელი, გვარი). მიმწოდებლი ვალდებულია საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლების საკითხი შეათანხმოს შემსყიდველს. ბ) პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა ყავდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 1 (ერთი) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. - პრეტენდენტმა, წარმოადგინოს უნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ თანახმად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი, მოქმედი, ძალაში მყოფი სერთიფიკატი ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ასლი. ასევე, წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს). შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის სატენდერო წინადადებაში მითითებული, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩანაცვლებული ფიზიკური პირ(ებ)ის პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პირი თანახმაა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, ასევე მიმწოდებლის და შემსყიდველის მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით. - დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ნოტარიულად დამოწმებული). (2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
- სამუშაო განხორციელდება 4 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის (210 კალენდარული დღე) შესაბამისად, 1-ლი-მე-2 თითოეული ეტაპი მოიცავს 45 კალენდარულ დღეს, ხოლო მე-3-მე-4 თითოეული ეტაპი 60 კალენდარულ დღეს. აქედან 2026 წელს უნდა შესრულდეს 2 ეტაპი (90 კალენდარული დღე) და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 530 000.00 ლარი, საიდანაც I ეტაპზე უნდა შესრულდეს არანაკლებ 150 000.00 ლარის, ხოლო მე-2 ეტაპზე - დარჩენილი 380 000.00 ლარის სამუშაოები, 2027 წელს უნდა შესრულდეს დანარჩენი 2 ეტაპი (120 კალენდარული დღე), მიმწოდებელი ვალდებულია მე-3 ეტაპზე შეასრულოს - ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო სატენდერო ღირებულების (სახელშეკრულებო ღირებულება) დარჩენილი თანხის (2026 წლის გამოკლებით) არანაკლებ 40%-ის, ხოლო მე-5 ეტაპზე დარჩენილი 60%-ის სამუშაოები. თანხები გეგმა-გრაფიკში დაფიქსირდეს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); - წარმოდგენილი იქნას მოთხოვნის შესაბამისი გეგმა-გრაფიკი, სადაც დაფიქსირებული იქნება კონკრეტულ ეტაპში განსაზღვრული დღეების რაოდენობა და ყოველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (გეგმა-გრაფიკის შედგენის დროს ფასების ცხრილში დაფიქსირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების შესაბამისი თანხა დღგ-ს ჩათვლით გამოირიცხება საერთო ღირებულებიდან). მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის ხელშეკრულებას - გეგმა-გრაფიკი დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
- მიმწოდებელმა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის წერილობითი თანხმობის მიცემამდე, ქვეკონტრაქტორს ეკრძალება სამუშაოების შესრულება. - ქვეკონტრაქტორი არ უნდა რეგისტრირდებოდეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ქვეკონტრაქტორის ქონებაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, - შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.2%-ის ოდენობით. - მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა. ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: • ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი; • შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება. • ქვეკონტრაქტის პროექტის ასლი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 5. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს); 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს); 8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 9)ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის სატენდერო წინადადებაში მითითებული, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩანაცვლებული ფიზიკური პირ(ებ)ის პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პირი თანახმაა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, ასევე მიმწოდებლის და შემსყიდველის მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით. (2.9 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად. დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი. - ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება. 3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება. 3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. 3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახდაო დავალიანება. ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, , საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს არ გააჩნია საგადასახადაო დავალიანება. გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. 2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. გ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახდაო დავალიანება. დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3) თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6.პუნქტის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
7.5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
15
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
გარანტიის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას (60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
1)ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 7.5%-ის ოდენობით, ხოლო სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 15%-ის ოდენობით. 2) გარანტია არის უპირობო და გამოუხმობი, შემსყიდველს აძლევს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. 3)მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. 5) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან. 6)მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, ან/და მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორს- მაჟორული გარემოებები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს ავანსის სახით მიღებული თანხის გამოყენების მიზნობრიობა. აღნიშნულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იმის დასადასტურებლად, რომ მიმწოდებელი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და ყადაღა/აკრძალვა; ბ) ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, გაცემული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, იმის დასადასტურებლად, რომ არ იმყოფება მოვალეთა რეესტრში; გ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან იმის დასადასტურებლად, რომ კომპანიას არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება. 2) შემსყიდველის მხრიდან ავანსის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ საკითხს განიხილავს დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 27 თებერვლის N6 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია. 3) შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული, გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას (სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვადით გაზრდილი ხელახალი საბანკო გარანტია). 4) მიმწოდებელზე შესაძლებელია გაიცეს საავანსო თანხა არაუმეტეს 2026 წელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის -530 000.00 ლარის 20%-სა. თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სატენდერო პირობებით განსაზღვრული წინასწარი ანგარიშსწორების ოდენობა ან შეამციროს 50%-ით ან წინასწარი ანგარიშსწორება არ განახორციელოს. 5) შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების საფუძველზე მიღებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება(საავანსო თანხის ხარჯვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა). 6) შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის დაკავება მოხდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ყოველი ეტაპის შესრულების დროს, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების თანხის 50%-ის ოდენობით, გარდა ბოლოს წინა ეტაპისა. ბოლოს წინა ეტაპზე გამოიქვითება ავანსის სახით გაცემული დარჩენილი გამოსაქვითი თანხა სრული ოდენობით. 7)შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ დროს აამოქმედოს ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტის მომენტისათვის მიმწოდებელს არა აქვს დაქვითული გაცემული ავანსი ან მისი ნაწილი. 8) ავანსით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1)მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 2)ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება, როგორც შუალედური შესრულების (ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები), ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს აქტის - ფორმა N2, ანაზღაურების სერთიფიკატის, სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 3)მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით. 4) შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%. აღნიშნული 5%-ის დაკავება მოხდება როგორც შუალედური, ისე საბოლოო სამუშაოების მოწოდების დროს, რომლის დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირის - ტექნიკური ზედამხედველის (სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” ან სხვა საზედამხედველო ორგანიზაცია ან/და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები), შემდგომში -„ტექნიკური ზედამხედველი“ და დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით შექმნილი მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ. 5) იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ზედამხედველის მიერ აქტის შედგენისას და/ან ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება არსებული დეფექტების გამოსწორებამდე და შესაბამისი დადებითი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე. 6) მიმწოდებელმა ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს საბოლოო ეტაპის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მოცემული ვადის დაღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.12 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 7)იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე. 8)ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ სამუშაოებისათვის, რომელთა გათვალისწინება შეუძლებელი იყო წინასწარ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დროს. აღნიშნულის დადასტურება განხორციელდება შესაბამის საფუძველზე, შემსყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. 9)შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. 10. შემსყიდველი მიმწოდებელს 2026 წელს აუნაზღაურებს სამუშაოების ღირებულებას 530 000.00 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენს 2027 წელს. 11. შემსყიდველი ასევე უფლებამოსილია, 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული საუშაოს ღირებულება 530 000.00 ლარზე მეტი ოდენობით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, ajararoads@procurement.gov.ge , შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ტენდერში მონაწილეობის დროს დამატებით წარმოადგინოს შესაბამისი ტენდერის სატენდერო პირობებით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქვეკონტრაქტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა და სხვა), გამოცდილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში დაფიქსირებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო პირობებში ან/და ხელშეკრულებაში ქვეკონტრაქტთან დაკავშირებით ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. 2) მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ), შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად, იხილეთ დანართი. 3) წერილი მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების შესახებ და აჭარის ა.რ. ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა თან ერთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი