ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260013334
NAT260013334 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამა (27 03 03 04) (დაფინანსება განხორციელდება 2026 - 2027 სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში). ტაკროლიმუსი 0,2 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №1

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 13% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 0.9 bidders, 51% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾10k–50k: we have won 8 of 15 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 33600000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N220726 running 521 days remaining Contract PDF ↗
35,640 ₾ contract amount 17,820 ₾ (50%) actually paid 22.07.2026 – 31.01.2028
PaymentSourceYear QuarterPaid on
17,820.00 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 Q3 17.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260013334
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია33600000-ფარმაცევტული პროდუქტები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება35`640.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა2 200 ცალი - ტაკროლიმუსი 0,2 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №1
შესყიდვის გამოცხადების თარიღი29.06.2026 16:59
წინადადებების მიღება იწყება08.07.2026 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება10.07.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი200.00 GEL
გარანტიის ოდენობა356 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (1)

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ემ ელ სი მედიკალი 35,640 35,640 won
NAT260013334_ფასების ცხრილი_დანართი N1 ფასთა ცხრილი.xlsx-signed.pdf.pdf · NAT260013334_წერილი და დოკუმენტები_წერილი და დოკუმენტები-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 29.06.2026 16:59 Announced
  • 08.07.2026 00:05 Bidding opens
  • 09.07.2026 15:09 First bid placed (1 bidders in total)
  • 09.07.2026 15:09 Last bid activity
  • 10.07.2026 12:00 Bidding closes
  • 16.07.2026 17:35 Buyer published: NAT260013334_სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N2.pdf
  • 22.07.2026 00:00 Contract signed: N220726 — 35,640 ₾
  • 23.08.2026 22:28 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 17 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამა (27 03 03 04) (დაფინანსება განხორციელდება 2026 - 2027 სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში). ტაკროლიმუსი 0,2 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №1.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
2 200 ცალი - ტაკროლიმუსი 0,2 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №1.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
2026 წელს პირველი ეტაპით განსაზღვრული 1100 ცალი ტაკროლიმუსი 0.2 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №1 _ ის მოწოდების უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 2027 წელს მოსაწოდებელი დარჩენილი რაოდენობის 1100 ცალი ტაკროლიმუსი 0.2 მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №1 _ ის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შეკვეთის მიღებიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღის და არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში არაუგვიანეს 2027 წლის 20 დეკემბრისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მედიკამენტის მიწოდების პირობები: Incoterms-2020 DDP პირობით, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტიდან არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრულ ფასების ცხრილის შესაბამის ველში, უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტზე შემდეგი ინფორმაცია: *წარმოშობის ქვეყანა; *მწარმოებელი კომპანია: *სავაჭრო ბრენდული დასახელება.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. წარმოდგენილი უნდა იქნეს ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან წერილობითი ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოფილი იქნება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.7.1.2 დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილებით აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვებას: საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული რომელიმე მარეგულირებლის ქვეყნისთვის გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP - გაცემული ბოლო 2 წლის განმავლობაში) ან მისი ასლი; ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო მოწმობა (სერტიფიკატი) ან მისი ასლი; ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილი ინფორმაცია (იგი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს, როგორც ორიგინალის, ისე ასლის სახით, ან ელექტრონული დოკუმენტის ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით, მოპოვების წყაროს მითითებით). 2.7.1.3 თუ პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტით, რომლის, საქართველოს ბაზარზე დაშვებას უზრუნველყოფს რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით, შესაძლებელია სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ნაცვლად წარმოადგინოს, ფარმაცევტული პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების კონტროლის ლაბორატორიის (OMCL) ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ. 2.7.1.4 ცივი ჯაჭვის წესით ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტ(ებ)ის შემთხვევაში პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს, პრეტენდენტის სახელზე გაცემული, შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ან მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ტვირთის წარმოებიდან საქართველოში მიწოდების ადგილამდე, ტრანსპორტირება მოხდება GDP-ის მოთხოვნების სრული დაცვით. 2.7.1.2 და 2.7.1.4 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა, როგორც რეგისტრირებული აგრეთვე არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 2.9.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა. 2.9.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ვარგისიანობის ვადის შესახებ. 2.9.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით. 2.9.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ. 2.9.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მედიკამენტის წარმოშობის სერთიფიკატი შეინახოს მედიკამენტის ვარგისიანობის ვადის ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში. 2.9.3. დამატებითი მოთხოვნები: 2.9.3. 1. დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები. 2.9.3.2 საქონელი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.9.3.3 საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. 2.9.3.4 არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7.2.2. ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი ღირებულების ასახვით, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს; 7.2.3. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. შემდეგი პირობების შესაბამისად: 7.2.3.1. 2026 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 7.2.3.2. 2027 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, შემსყიდველი აანაზღაურებს: 2026 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ 17 820.00 ლარს; 2027 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ 17 820.00 ლარს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 7.3.2 მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ გოგოლი, 595994477, tgogoli@moh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. 10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 10.1.4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე. 10.1.5. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს. 10.1.6.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში. რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ლარში. მხოლოდ არარეზიდენტი მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაკონვერტირდება მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში, ტენდერის გამოცხადების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 10.1.8. არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა (მიწოდების ადგილის შესაბამისად). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს შემსყიდველი. 10.1.9.სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. 10.1.10. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260010916 25.05.2026 not held same category · 100% title match · same buyer · similar size

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამა (27 03 03 04) (დაფინანსება განხორციელდ…

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 0 bidders 35,640 ₾
NAT250003875 24.02.2025 contract signed same category · 88% title match · same buyer · similar size

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამა (27 03 03 04) ტაკროლიმუსი 0,2 მგ გრანუ…

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები → შპს ემ ელ სი მედიკალი 1 bidder 27,900 ₾
NAT250019154 29.10.2025 contract signed same category · 41% title match · same buyer · similar size

ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა (27 03 02 11 01) რიბავირინი 200მგ (კაფსულა ან /და…

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები → ავერსი-ფარმა 1 bidder 41,319 ₾
NAT250015136 20.08.2025 no result same category · 42% title match · same buyer

„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამა ფოლიუმის მჟავის 400მკგ (0,4მგ) ტაბ…

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები 1 bidder 18,010 ₾
NAT250016708 11.09.2025 contract signed same category · 42% title match · same buyer

„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამა ფოლიუმის მჟავის 400მკგ (0,4მგ) ტაბ…

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 33600000ფარმაცევტული პროდუქტები → შპს ნეოფარმი 1 bidder 18,010 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

პსპ ფარმა 14×
შპს ემ ელ სი მედიკალი 13×
სს გეფა 12×
ავერსი-ფარმა
ჯორჯმედტექსერვისი