1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საყინულე მაცივრის სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 საყინულე მაცივარი 1 (ერთი) ცალი; პროდუქტის ტიპი: საყინულე ტიპი: ჰორიზონტალური საყინულე კონსტრუქციის ტიპი: ცალკე მდგომი მუშაობის პრინციპი: ნახევრად მშრალი/ან მშრალი ტემპერატურის მინიმალური დიაპაზონი - 6 დან - 24 - მდე ენერგეტიკული კლასი: E ან გაუმჯობესებული მოცულობა: არანაკლებ 500 ლ სწრაფი გაყინვის ფუნქცია: დიახ სწრაფი გაყინვის გადამრთველი: დიახ ძაბვა: 220-240V, 50 Hz ზომები: 1650x850x720 მმ. (- + 10 სმ) შენიშვნა: შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი, უნდა იყოს ვარგისი, არ უნდა გამოავლინოს ხარვეზები, მისი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულ მაჩვენებლებთან.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი უნივერსიტეტის ქN4 1.5.2. მომწოდებელმა საქონლის მოწოდება და ჩამოტვირთვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშა ხელითა და ტრანსპორტირებით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2(ორი) წელს. საგარანტიო ვადა გასულად არ ჩაითვლება და მიმწოდებელს ეკისრება წუნდებული საქონლის შეცვლის ან/და შეკეთების ვალდებულება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგაც, თუკი საგარანტიო ვადის განმავლობაში აღნიშნულის თაობაზე შემსყიდველმა მიმართა მიმწოდებელს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით. მიმწოდებლის მიერ, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა) წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლა ან/და შეკეთება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელის შესახებ, გარდა შემთხვევისა როდესაც შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის, მწარმოებელ კომპანიად განხილული იქნება, უშუალოდ მწარმოებელი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანიის შვილობილი კომპანია ან/და მისი შვილობილი კომპანია და ა.შ. (შვილობილ კომპანიაში იგულისხმება, თუ მწარმოებელი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი ან მისი შვილობილი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი და ა.შ.) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (ან ვებ-მბული) გაცემულია წინამდებარე შენიშვნის გათვალისწინებით განსაზღვრული „მწარმოებლის“ მიერ).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი 1.3 პუნქტის შესაბამისად. 2.9.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ, 1.7.1 პუნქტის შესაბამისად. 2.9.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელის ან ბრენდის დასახელების და მოდელის შესახებ, 2.1.1 პუნქტის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. 7.2.3. დაფინანსების წყარო: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის გაფორმებიდან/წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გოჩა გოგოლაური, 577025250, g.gogolauri@mof.ge mofinv@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად. 10.1.4. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.5. პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ტენდერში, ავტომატურად ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. 10.1.6. ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური".
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი