1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა (მრავალწლიანი შესყიდვა);
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება მოცემულია დანართში №1 - "ტექნიკური დავალება", დანართში №7 - "ფასების ცხრილი" და დანართში №2-3-4-5-6 "ინფორმაცია პროვაიდერული კლინიკების შესახებ". 1.2.2 პრეტენდენტი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს დანართ №1-ში "ტექნიკური დავალება" მოცემულ პირობებს და წარმოადგინოს აღნიშნული დანართი №1 "ტექნიკური დავალება", ასევე ამავე დოკუმენტის საფუძველზე მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი/ინფორმაცია (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შეცვლა. 1.2.3 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სრულად შევსებული დანართი №2-3-4-5-6 "ინფორმაცია პროვაიდერული კლინიკების შესახებ". 1.2.4 იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევის პერიოდში გამოცხადებულ იქნა კონსოლიდირებული ტენდერი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, მაშინ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია შეწყვიტოს მომსახურების გაწევა, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გამოყენების გარეშე. აღნიშნული შეწყვეტა გაფორმდება წერილობით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსა 159 თანამშრომელზე ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა. იხილეთ ტექნიკური დავალება
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ სატენდერო პირობის შესაბამისად.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
- 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პრეტენდენტს უნდა ჰქონდე ჯამში არანაკლებ ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების (ჯანმრთელობის დაზღვევა)გაწევის გამოცდილება. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს დანართი №8-ის შესაბამისად. - პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის მოქმედი ლიცენზია, რომელიც უნდა წარმოადგინოს ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის აყვანის ან/და შეცვლის შესახებ (ქვეკონტრაქტორის აყვანის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით). ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დასაშვებობის საკითხს წყვეტს შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება წერილობითი ფორმით. 2. ქვეკონტრაქტორი ნებისმიერი მიმწოდებელი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი) არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან. 3. ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: •მისაწოდებელი საქონლის დასახელება და ღირებულება; • ქვეკონტრაქტის ასლი. 4. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს. 5. მისაწოდებელი საქონლის ნაწილის ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება, ქვემოთ მოცემული სადაზღვევო პირობების შესაბამისად. მიმწოდებლის მოვალეობები: 1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სადაზღვევო მომსახურების გაწევა სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად. 2. სურვილის შემთხვევაში, თანაგადახდის პირობით მათი ოჯახის წევრთა ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტით დაზღვევა. კერძოდ: საოჯახო პაკეტით ეზღვევა მეუღლე- ასაკის შეუზღუდავად, შვილები 0 დან 18 წლამდე. შვილები 18 დან 25 წლის ჩათვლით ეზღვევა ინდივიდუალური პრემიის გადახდის საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ოჯახის წევრის დაზღვევა იგივე პრემიით როგორც თანამშრომელი, მაშინ საოჯახო პაკეტზე კოეფიციენტი უნდა იყოს არაუმეტეს 3,2. 4. ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილზე მომსახურეობისათვის უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი ან (წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია ოჯახის ექიმის შესახებ: სახელი, გვარი და სამუშაო ადგილის მისამართი კლინიკის მიერ გაცემული ცნობის სახით, ცნობა გაცემული უნდა იყოს სტატუსი „გამოცხადებულია „ შემდეგომ პერიოდში), რომელმაც უნდა უზრუნველყოს მიმართვების დაწერა, მედიკამენტების გამოწერა, ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება და სადაზღვევო კომპანიაში ჩაბარება-გადაგზავნა. ქ. თბილისში არანაკლებ 10 სხვადასხვა კლინიკაში, რომელთაგან არანაკლებ 5 კლინიკას ექნება ამბულატორია/სტაციონარული სერვისი და მაღალტექნოლოგიური კველევბის ჩატრების შესაძლობლობა როგორიც არის მრტ და კტ . ოჯახის ექიმების სამუშაო გრაფიკი ორშაბათი -პარასკევი 10.00 სთდან -18.00 სთმდე, შაბათს დილის 10.00სთდან -14.00ს თმდე- ოჯახის ექიმის განთავსების და სამუშაო საათების შესახებ ინფორმაცია უნდა დადასტურდეს უშუალოდ კლინიკის მიერ. ოჯახის ექიმებთან ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ონლაინ (ვიდეო ზარით ) კონსულტაცია. 5. პრეტენდენტს უნდა ემსახურებოდეს მინიმუმ 150 პროვაიდერი კლინიკა საქართველოში. თბილისში არანაკლებს 90 სამედიცინო ( სხვადასხვა ს/კ ) ლიცენზირებული დაწესებულება, რომელთაგან 30 კლინიკას ექნება სრული ამბულატორია/ სტაციონარული სერვისი და იქნება მრავალპროფილური ( მრავალპროფილური რაოდენობაში არ ჩაითვლება პედიატრიული პროფილის კლინიკები), ახალციხეში მინიმუმ 3 (სამი) სამედიცინო პროვაიდერი (არასტომატოლოგიური პროფილის). ამასთან ერთად უნდა წარმოადგინოს იმ პროვაიდერი კლინიკების დასახელება და მისამართები, ვისთანაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები და ემსახურება. 6. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლიცენზირებული პროვაიდერი სააფთიაქო ქსელი -ახალციხეში მინიმუმ 14 სადაც დაზღვეულს შესაძლებლობა ექნება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება, თანადაფინანსების ფარგლებში. ქ. ახალციხეში მინიმუმ 2 სააფთიაქო ქსელში და საქართველოს მასშტაბით ერთ სააფთიაქო ქსელში შესაძლებელი უნდა იყოს აფთიაქში არსებული ფასდაკლების /სააქციო ფაისის გავრცელება მიმართვით შეძენილ მედიკამენტზე. 7. პრეტენდენტს თბილისში უნდა ჰყავდეს 40 პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკა. ახალციხეში არანაკლებ 2 (ორი). 8. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ელექტრონული სერვისების უზრუნველყოფის შესაძლებლობა კერძოდ: -მობილური აპლიკაცია და ელექტრონული პორტალი, რომელთა ფუნქციონირებით შესაძლებელი უნდა იყოს: - ოჯახის ექიმთან ჩაწერა: 1. ვიზიტზე 2. სატელოფონო კონსულტაციაზე 3. ვიდეო ზარით კონსულტაციაზე. - ყველა პროვაიდერ კლინიკაში ელექტრონული მიმართვების მოთხოვნა/მიღება - გეგმიურ ამბულატორიაზე(კონსულტაცია, კვლევები ) , გეგმიურ ქირურგიულ მკურნალობისას, პროფილაქტიკურ კვლევებზე; - პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების შესაძენეად ე.წ სმს კოდების მოთხოვნა/მიღება; - ასანაზღაურებელი დოკუმენტაციის ატვირთვა და ანაზღაურების მიღება; - ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა მათ შორის სატელეფონო კონსულტაციაზე; - გახარჯული ნაშთი/ლიმიტის კონტროლი; - ელექტრონული ბარათები; აღნიშნული ფუნქციონალის არსებობა წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადებასტან ერთად, ინსტრუქციის სახით; 9. ინდივიდუალური პაკეტი/საბაზისო პაკეტი - სადაზღვევო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა საბაზისო პაკეტი დანართი N1-ს მიხედვით. 10. პრეტენდენტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაზისო პაკეტის გარდა ერთი დამატებითი გაუმჯობესებული პაკეტი არაუმეტეს საბაზისო პაკეტს +20 ლარი, პაკეტების ღირებულების მითითებით. დამატებითი პაკეტებით შემოთავაზებული დაზღვევის მომსახურების პირობები უნდა იყოს ძირითად პაკეტზე გაუმჯობესებული და მინიმუმ უნდა ვრცელდებოდეს ყველა ის მომსახურების პირობა და შეზღუდვა, რაც ძირითად პაკეტზე არის გათვალისწინებული. (სატენდერო კომისია ასეთ პაკეტებს ალტერნატიულად არ განიხილავს. შესაბამისად, შეფასება მოხდება მხოლოდ ერთი - ძირითადი პაკეტით/საბაზისო პაკეტით. თანამშრომლის სურვილის შემთხვევაში განსხვავებული პაკეტის არჩევისას სხვაობა დაიფარება მათი ხელფასიდან). 11. .შემსყიდველს უფლება აქვს შეიტანოს დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებები რაოდენობის ზრდის გარეშე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, რაზეც არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მოცემული პირის სადაზღვევო მომსახურება შეწყდება და შემსყიდველს არ დაეკისრება ვალდებულება განაგრძოს მოცემული პირის სადაზღვევო თანხის გადახდა და არ დაეკისრება არანაირი პირგასამტეხლო. 12. დაზღვეული საკუთარი შეხედულებისამებრ მიმართავს საქართველოში ნებისმიერ ლიცენზირებულ (არაპროვაიდერ) სამედიცინო დაწესებულებას, იღებს შესაბამის მომსახურეობას და გადახდილი ღირებულების ყველა თანმხლებ სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციას სრულად წარადგენს სადაზღვევო კომპანიის სათაო ოფისში ან ოჯახის ექიმთან ასანაზღაურებლად. 13. მიღება-ჩაბარების აქტში გამიჯნული უნდა იყოს ყოველთვიურად საბაზისო-სადაზღვეო პაკეტით მოსარგებლე დაზღვეულთა რაოდენობა სადაზღვეო პრემიის ჩვენებით და არჩეული სასურველი სადაზღვეო პაკეტით მოსარგებლე დაზღვეულთა რაოდენობა და სადაზღვეო პრემია.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, არ მოითხოვება პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რადგან შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, ის არ არის დაკავშირებული წარმოებასთან და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, პრეტენდენტებს შეუძლიათ შემსყიდველს ადეკვატურ ფასში შესთავაზონ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სადაზღვევო მომსახურება, ამასთან მაღალი რისკების თავიდან აცლიებისათვის სადაზღვევო კომპანიები ახდენენ თავისი ვალდებულებების გადაზღვევას სხვა სადაზღვევო კომპანიებთან. გარდა აღნიშნულისა, სადაზღვევო საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას და კონკურენციის გაზრდისა და ხელსაყრელი ფასის მიღების მიზნით, პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. 6.4.2. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20 %-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ჩათვლით. 6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს. 6.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6,4,5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად. 6.4.7. პრეტენდენტის მიერ გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N10-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე. 2. სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის შესაბამისი ოდენობით და შემსყიდველ ორგანიზაციასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების სახელფასო ანგარიშიდან თანხის ავტომატურად ჩამოჭრის გზით, რომლის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი. სადაზღვევო პრემიის ანგარიშსწორება წარმოებს ყოველთვიურად, უფლებამოსილი პირების მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მზღვეველის მიერ ინვოისის/ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) წარმოდგენის საფუძველზე. 3. არასრული თვის შემთხვევაში, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება შემდეგი პრინციპით: პრეისკურანტით შესაბამის პოზიციაზე გათვალისწინებული ერთი თვის ღირებულება გაყოფილი საანგარიშო თვეში შემავალი დღეების რაოდენობაზე და გამრავლებული იმ დღეების რაოდენობაზე, რომელზეც ხორციელდება მომსახურების გაწევა. 4. საბაზისო პაკეტის 75% დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ხოლო 25% დაიფარება თანამშრომლის ხელფასიდან.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ეთერი კაპანაძე, 591449610, axalcixeshesyidvebi@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 3. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება). 5. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 6. განფასების წარმოუდგენლობა ან/ და განუფასებლად წარმოდგენა პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას) წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ტენდერის დასრულების დღეს მოქმედი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 9 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 9. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი