1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
30 (ოცდაათი) ერთეული IP ტელეფონის აპარატის სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
გთხოვთ, იხილეთ თანდართული ფაილი დანართი N2 - ტექნიკური დავალება
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღეში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი , ჭავჭავაძის გამზ N84.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შემოთავაზებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1(ერთი) წლიანი გარანტია.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის ან ბრენდის და მოდელის ან სერიული ნომრის (არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 2.9.1. ფასების ცხრილი - ტექნიკური დავალებისა (დანართი N2) და ფასების ცხრილის (დანართის N1) შესაბამისად; 2.9.2. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და ექსპლუატაციაში არმყოფი. 2.9.3. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია. 2.9.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი” ან/და შემოთავაზებული საქონლის ბროშურა/კატალოგი (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული), რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან ბროშურა/კატალოგში არ ფიქსირდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საქონლის ყველა ტექნიკურ პარამეტრი ან/და შეუსაბამობა აღმოჩნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებულ საქონლის პარამეტრებსა და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან ბროშურა/კატალოგში არსებულ საქონლის პარამეტრებს შორის, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული და დადასტურებული საქონლის ტექნიკური მონაცემები - რომელსაც უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. შენიშვნა: 1. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 2. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
საქონელი მიღებულად ჩაითვლება და ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის, ინპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ. ინსპექტირებისთვის საჭირო ვადები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულება.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
საქონელი მიღებულად ჩაითვლება და ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის, ინპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ინსპექტირებისთვის საჭირო ვადები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ალექსი შაველაშვილი, 577920982, ashavelashvili@expertiza.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად. 10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია. 10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე. 10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი