1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საბაზო ანტენა, კაბელი და მეხამრიდი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები უფრო ვრცლად იხილეთ ტექნიკური სპეციფიკაციის მიმაგრებულ ფაილში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ.თბილისი, გორგასლის ქ.83ა
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შესყიდვის ობიექტის გარანტია: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი; 1.7.1.2 მიმწოდებელმა საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული მოთხოვნა მიმწოდებელს გაეგზავნება ელ. ფოსტის საშუალებით. 1.7.1.3 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მოდელი/დასახელება, მწარმოებელი/ბრენდი და წარმოშობის ქვეყანა. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი ან/და მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი (ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები). 2.7.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ, დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტოსურათზე ან/და საქონლს ფოტოსურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მიერ ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით; - ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
შორენა ბაგლაი, 571531455, shorena.baglai@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; 10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; 10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. 10.1.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა იყოს ვალიდური და ავთენტური. აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ დოკუმენტებზე ხელმოწერა შესრულებულია მინდობილი პირის მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა). 10.1.5 რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექ პასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას. 10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით; 10.1.8 სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.9 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება; 10.1.11 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. 10.1.12 ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში. 10.1.13 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.14 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი