1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის/ლიცენზიის (შემდგომში - საქონელი) შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი/ლიცენზია (იხ. დანართი N2) - არაუმეტეს 24 ცალი შენიშვნა: 1. ამჟამად შემსყიდველი სარგებლობს Eleveo a.s. მწარმოებლის სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემით, კერძოდ, EL1-OP ლიცენზიის ტიპით. არსებული მწარმოებლის შემოთავაზების შემთხვევაში ლიცენზიის განახლება, ხოლო, სხვა მწარმოებლის (ბრენდის) შემოთავაზების შემთხვევაში სატელეფონო საუბრების ჩაწერის ახალი სისტემის ინსტალაცია და კონფიგურაცია შემსყიდველის ინფრასტრუქტურაში პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით. 2. მოცემული პაკეტის/ლიცენზიის პარამეტრები წარმოადგენს შემსყიდველის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს; პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველს შეთავაზოს უკეთესი/გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე პაკეტი/ლიცენზია, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს პრეტენდენტის უპირატესობას. 3. შემოთავაზებული პროდუქტი თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველის ინფრასტრუქტურაში არსებულ CISCO-ის წარმოების CUCM 14 ვერსიის სატელეფონო სადგურთან და ასევე CISCO-ის წარმოების UCCX 12.5 ვერსიის საკონტაქტო ცენტრთან და ამასთანავე, აკმაყოფილებდეს დანართი N2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს. 4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გააქტიურებული ლიცენზიების სისტემური მხარდაჭერა აქტივაციის სრული პერიოდის განმავლობაში. მხარდაჭერის პერიოდში ნებისმიერი ხარვეზის/გაუმართაობის დაფიქსირებისას მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა/გამოსწორება. მიმწოდებელთან შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით, ვებ-პორტალით და ტელეფონის მეშვეობით. 5. მიმწოდებელმა სისტემური მხარდაჭერის მომსახურება უნდა განახორციელოს 24 საათის განმავლობაში (24/7).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა, როგორც არსებული მწარმოებლის შემოთავაზების შემთხვევაში ლიცენზიის მოწოდება და გააქტიურება, ხოლო სხვა მწარმოებლის (ბრენდის) შემოთავაზების შემთხვევაში, სატელეფონო საუბრების ჩაწერის ახალი სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის/ლიცენზიის მოწოდება, ინსტალაცია და კონფიგურაცია შემსყიდველის ინფრასტრუქტურაში უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ლიცენზიები ძალაში უნდა იყოს მისი გააქტიურებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში. ამავე ვადით უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ მხარდაჭერა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ლიცენზიების მოწოდება უნდა განხორციელდეს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი (ან/და სასაქონლო ნიშანი). აღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას ფასების ცხრილით. შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და სასაქონლო ნიშნის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და სასაქონლო ნიშნის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3). შენიშვნა: - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (ფასების ცხრილი), როგორც „MS Excel“, ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“ ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს. შენიშვნა: 1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში. 2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ). 2. წინადადების ფასი: 2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. 2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება); 2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლითა და წარმოშობის ქვეყნით). 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ყოველთვიურად, ფაქტიურად მიწოდებული/გააქტიურებული საქონლის შესაბამისად და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო ასიტაშვილი, 557526061, nino.asitashvili@railway.ge . სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი: მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-91-04; 558-99-85-66 მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-89-08; 593-14-47-21 მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82 ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით დავით ბერიძეს ტელ: 591 19 99 29
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სხვა მოთხოვნა: 1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება; 1. 2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია; 2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის: 2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება. 2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი