1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ", ,,სოფლის ექიმი''-ს სახელმწიფო პროგრამის საჭიროებისათვის, იმერეთის რეგიონში, კერძოდ ზესტაფონის მუნიციპალიტეტ სოფელ მეორე სვირის ამბულატორიაში შეჩერებული მშენებლობის დასრულების სამუშაოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება სამშენებლო ობიექტისათვის შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სამშენებლო სფეროში მოქმედი წესებისა და ნორმების სრული დაცვით; 2. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება; 3. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ფაქტურა, ფერი და დიზაინი) თანხმდება შემსყიდველთან; 4. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა; 5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების დაგროვება/გატანა დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს; 6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით; 7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით, მათ შორის ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით, მასალებით და სხვა; 8. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები; 9. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დეფექტური აქტის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ტექნიკური დავალების დანართებით. 10. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 11. სამუშაოებისას გამოყენებული მასალები, მოწყობილობები, დანადგარები, სამუშაოს შესრულების ტექნოლოგია უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ნორმების და სტანდარტების შესაბამისი. ტექნიკური დავალების დანართები: • ტექნიკური დავალების დანართი N2.2. - დეტალური სპეციფიკაციები • ტექნიკური დავალების დანართი N2.3. - ზოგადი სპეციფიკაციები სამუშაოების დასრულების შემდგომ, (სამუშაოების დასრულებულად ჩაითვლება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდგომ) მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციას: ა) ფარული სამუშაოების აქტებს; ბ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს; გ) სერტიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე; დ) სერტიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე; ე) შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტს ფორმა №2, ფორმა №3 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე; ვ) შესრულებული სამუშაოების საბოლოო ტოპო-გეოდეზიურ ანაზომს; ზ) საშემსრულებლო ნახაზებს; თ) დანადგარების და მოწყობილობების გამოცდის ოქმებს
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოების შესრულების სრული ვადა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 (ასი) კალენდარულ დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართებით, სამუშაოების მიწოდების კალენდარული გრაფიკის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით. 2. სამუშაოების შესრულების მისამართი: იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერის მუნიციპალიტეტ სოფელ არგვეთის ამბულატორიაში შეჩერებული მშენებლობა
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: 1.1. კარ-ფანჯრები - არანაკლებ 5 წელი, საკეტები - არანაკლებ 1 წელი; 1.2. შენობის შიდა მოპირკეთება - არანაკლებ 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 1.3. ფასადის და სარინელის სამუშოები - არანაკლებ 5 წელი. 1.4. შიდა სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 1 წელი 1.5. გარე სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 5 წელი. 1.6. სანტექნიკა და ელექტროობა - არანაკლებ 5 წელი 1.7. გათბობის სისტემა, საქვაბე, სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების აგრეგატები - არანაკლებ 3 წელი. 1.8. იატაკი - არანაკლებ 2 წელი 1.9. წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელი - არანაკლებ 2 წელი. 1.10. შენობის გადახურვა - არანაკლებ 10 წელი, გარე (ფასადის) კედლების მოსაპირკეთებელი სამუშაოები (არანაკლებ 10 წელი), ობიექტის კონსტრუქციულ ნაწილსა და ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებულ სადენებზე არანაკლებ 25 წელი. 1.11. სხვა დანარჩენი - არანაკლებ 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის (შენობ(ებ)ის სარემონტო ან/და სამშენებლო სამუშაოები) სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის. 1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2022-დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს; 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება შენობ(ებ) ის სარემონტო ან/და სამშენებლო სამუშაოები. 4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2ის შესაბამისად. 4.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N4-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 4.2 დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 4.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიურ სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით. ამასთან: ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 5.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 6. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 7.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოცულობების ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი 15 დღიანი ინტერვალით
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
სატენდერო პროცედურების განხორციელების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის შესახებ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც მოეთხოვება პრეტენდენტს. შენიშვნა: ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს ფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის (5%-ის) შეუცვლელად. გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენის შემთხვევაში, დაუშვებელია შეიცვალოს გაუთვალისწინებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (5%). 2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვა) საერთო და ერთეულის ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დანართების (ხარჯთაღრიცხვების) ჩამონათვალში და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი მიწოდებისათვის. 3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვები) შემოწმების დროს, ერთეულის ღირებულების მოცულობაზე გამრავლებით მიღებულ რიცხვსა და საერთო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ღირებულებას. 4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვები) წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Excel Worksheet-ისა და PDF ფაილების ფორმატით. რეზიდენტი პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად. 3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში-ავანსი) გადახდის თაობაზე. 2. 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში-ავანსი) გადახდის თაობაზე. 2. მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის გადასახდელი ავანსი უნდა იყოს ხელშეკრულების ღირებულების 30 %, რომლის გაცემაც მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული) ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.(ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების დასრულების ვადას). 3. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება, ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება, შუალედური ანგარიშსწორების მიზნით, არაუმეტეს ოთხჯერ და არანაკლებ სახელშეკრულებო თანხის 25%-ის ოდენობით (საბოლოოდ ასანაზღაურებელი თანხა შესაძლოა არ შეადგენდეს 25%-ს). მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი სამუშაოს შესრულების ფორმა N2, ფორმა N3 და ფარული სამუშაოების აქტები, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნით და ფარული სამუშაოების აქტები დადასტურებული ინსპექტირების განმახორციელებელი პირის, ასევე, მიმწოდებლის მხრიდან მიმწოდებლის წარმომადგენლის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირ(ებ)ის მიერ და შემსყიდველის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში)) საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 3.შუალედური ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი სამუშაოს შესრულების ფორმა №2, ფორმა №3, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნით (საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საკუთარი ხარჯით) და ფარული სამუშაოების აქტებით რომელიც დადასტურებული უნდა იყოს შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან მიმწოდებლის წარმომადგენლის, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირ(ებ)ის მიერ. 4. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება, აღნიშნული თანხიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა დაუკავდება მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. მიმწოდებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოების ღირებულების 5%-ის ანგარიშსწორების მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარუდგინოს „შემსყიდველს“, მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, გამოუთხოვადი, უპირობო, შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის 5%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს დეფექტებზე პასუხისმგებლობის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) პერიოდს. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად დაკავებული 5% დაუბრუნდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წამოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 5. საბოლოო ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე (საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საკუთარი ხარჯით). 6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს საბოლოოდ დასრულების თაობაზე აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადაში და მომართვიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარმოადგინოს საბოლოო ფორმა №2, ფორმა №3 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლევანი, 595997377, ltabidze@moh.gov.ge . ხარჯთაღრიცხვასთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: დავით ალაშვილი - 598 884 211
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. მათ შორის წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით (მიუთითეთ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება)) განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ხარჯების გათვალისწინებით. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ტენდერის სავარაუდო ღირებულებას. 10.1.2. დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. საექსპერტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად. 10.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება. 10.1.4. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი: №1 (ხარჯთაღრიცხვა) და დანართი №3 დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, თუ კი პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი (თუ კი პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით). 10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.7. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.8. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით. 10.1.9. ელექტრონული ტენდერისათვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 10.1.10. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი