1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დანართი N3-ით (მიწოდების ადგილები და რაოდენობები - აღმოსავლეთი) განსაზღვრული საჯარო სკოლების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საჭირო 3 317.00 (სამი ათას სამას ჩვიდმეტი) ტონა საწვავი ბრიკეტი (შემდგომში - საქონელი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ფაილში - დანართ N1 (ტექნიკური პარამეტრები-სპეციფიკაციები). 1.2.3. შესყიდვის ობიექტის რაოდენობების განაწილება ლოკაციების მიხედვით და მიწოდების ადგილები (ზუსტი მისამართებით) მოცემულია თანდართულ ფაილში - დანართ N3 (მიწოდების ადგილები და რაოდენობები (აღმოსავლეთი)).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ეტაპოვრივად: I ეტაპი - არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა - საერთო რაოდენობის 50% (დანართში მითითებულ ყველა საჯარო სკოლაში); II ეტაპი - არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა - საერთო რაოდენობის 25% (დანართში მითითებულ ყველა საჯარო სკოლაში); III ეტაპი - არაუადრეს 2026 წლის 1 დეკემბერისა და არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა (ზუსტი თარიღი განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით) - დარჩენილი 25% (დანართში მითითებულ ყველა საჯარო სკოლაში).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია შესაბამისი საჯარო სკოლები, რომელთა მისამართები და მისაწოდებელი რაოდენობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში. 1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N3-ით განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ადგილზე მიწოდება.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ; 2.1.1.2. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება შესაძლებელია ითვალისწინებდეს ერთზე მეტი მწარმოებლის/წარმოების ქვეყნის საწვავი ბრიკეტის შემოთავაზებას. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს თითოეული მწარმოებლისა და შესაბამისი წარმოების ქვეყნის დასახელება. ამასთან, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს მთლიანი რაოდენობის რა პროცენტულ ნაწილს შეადგენს თითოეული მწარმოებლის ბრიკეტი; 2.1.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნ(ებ)ი ან/და მწარმოებლ(ებ)ის შესახებ, დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას; 2.1.1.4. პრეტენდენტი ასევე უფლებამოსილია, წარმოადგინოს ერთზე მეტი ტიპის/სახეობის საწვავი ბრიკეტი (მაგალითად, PINI KAY, RUF და ა.შ...); 2.1.1.5. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდეტს, 2023 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა ჰქონდეს საწვავი ბრიკეტების მიწოდების (გაყიდვის) გამოცდილება ტენდერის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 50%-ისა. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს საწვავი ბრიკეტების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა, შემოთავაზებულ საქონელზე სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული (როგორც ნიმუშის სახით წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი საქონელი) იქნება 100%-ით ბუნებრივი (ნატურალური) ნედლეულით დამზადებული, დანამატების გარეშე და შეესაბამება ISO 17225 ან/და GOST 33103 სტანდარტით განსაზღვრულ A1 კლასის ბრიკეტებს. ასევე, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. ქვეპუნქტით წარმოსადგენი წერილობითი ინფორმაციიდან/დოკუმენტიდან ნათლად უნდა ირკვეოდეს, რომ ის გაცემულია უშუალოდ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები: ა) დანართი N2 (ფასების ცხრილი); ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად; გ) შემოთავაზებული საქონლის შესახებ მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის შესაბამისად; 2.9.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.3. ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაუმეტეს 3-ჯერ შერჩევით მოახდინოს საწვავი ბრიკეტ(ებ)ის ამოღება, რომელსაც დალუქული სახით ექსპერტიზაზე წარსადგენად გადასცემს მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს დაფარავს მიმწოდებელი. 2.9.3. საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1. პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - "შერჩევა-შეფასება" ეტაპზე ნიმუშის სახით სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს თითოეული შემოთავაზებული ბრიკეტის ერთი შეფუთვა. 3.1.1.2. ნიმუშ(ებ)თან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი). 3.1.1.3. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დგინდებოდეს თითოეული შემოთავაზებული ბრიკეტის (ტიპის) ნიმუშის შესაბამისობა შემდეგ მახასიათებლებთან: ბრიკეტის სიგრძე: 145-305მმ; ბრიკეტის სიგანე: 55-90მმ; ბრიკეტის სიმაღლე (ცილინდრული ბრიკეტის შემთხვევაში - დიამეტრი) - 55-90მმ; ბრიკეტის წონა - არანაკლებ 0,8კგ და არაუმეტეს 1,2კგ; შუაში გამჭოლი ნახვრეტით, ან მის გარეშე; ტენიანობა - არაუმტეს 12%; ნაცრიანობა - არაუმეტეს 1%; სიმკვრივე - არანაკლებ 1 გ/სმ3; გოგირდის მასური წილი - არაუმეტეს 0.04%; ქლორის მასური წილი - არაუმეტეს 0.02%; თბოკალორიულობა (Net calorific value) – არანაკლებ 15.5 მჯ/კგ (MJ/kg) ან არანაკლებ 4.3 კვ.სთ/კგ (kWh/kg); 3.1.1.4. დასკვნა გაცემული უნდა იყოს უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელზე და გაცემული უნდა იყოს არაუადრეს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღისა.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცის 3.1.1. პუნქტით მოთხოვნილი ნიმუშებისა და დოკუმენტების წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 (სსიპ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო/სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო). სამუშაო საათები: 09:00-18:00.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
33170
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
10
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.2.4 გარანტიის პირობები
6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 20 000.00 (ოცი ათასი) ლარს. 6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. 6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად. 6.2.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის იდენტური ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ისა. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია; 7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას; 7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წლის სახსრებით, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან ქადაგიძე, 591900020, KKadagidze@cpb.gov.ge თეონა დანელია, 577011244, TDanelia@cpb.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 პრიმა თავის, აგრეთვე, ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ჩატარების მიზნით სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ სსიპ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის 2026 წლის 09 ივნისის №6 განკარგულების საფუძველზე; 10.1.2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციები არიან - სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები, კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით განსაზღვრული საჯარო სკოლების შესაბამისი მუნიციპალიტეტები; 10.1.3. ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან მოხსენიებული სატენდერო დოკუმენტაციასა და შესაბამის დანართებში, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას გაუჩნდებათ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის საჭიროება, უფლებამოსილნი არიან წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის საფუძველზე და სატენდერო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გააფორმონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ასეთ შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები; 10.1.4. შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სატენდერო კომისიას (შემდგომში - „სატენდერო კომისია“), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; 10.1.5. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს; 10.1.6. წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ძირითად დროში, შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე; 10.1.6.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.6.2. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ჯამური ფასიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით შემცირების პრინციპით და შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც; 10.1.7. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და შესაბამის დანართებს; 10.1.8. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით; 10.1.9. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; 10.1.9.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს თარგმნა არ სჭირდება, თუ იგი შედგენილია ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას; 10.1.10. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; 10.1.11. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; 10.1.12. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 10.1.13. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით; 10.1.14. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით; 10.1.15. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით მიმართოს მას ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება; 10.1.16. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ თუნდაც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან; 10.1.17. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიის ჩამორთმევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაბარზომიერების პრინციპებით. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით; 10.1.18. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით; 10.1.19. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება, თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად; 10.1.20. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; 10.1.21. ორგანიზაციული და ტექნიკური ტიპის ან/და ხელშეკრულების შესრულების პერიოდში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიასთან კორესპონდენციის წარმოება შეიძლება განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ctd.cpb.gov.ge სისტემის ან wood2025@cpb.gov.ge ელექტრონული ფოსტების მეშვეობით. აღნიშნული საშუალებებით გამოხატული პოზიცია ან/და მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს; 10.1.22. სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის წარმოდგენა ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
12.1 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულებიდან გამომდინარე
1 პროცენტი
12.2 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
12.3 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების 1%. ხოლო, ამ თანხის კონკრეტული ოდენობის და საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამარჯვებულ მიმწოდებელს ეცნობება შესაბამისი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით.
13 გამარჯვებულის წინადადების მოქმედების ვადა
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
14 კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა
კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა იწყება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან და დასრულების თარიღია 2027 წლის 31 მარტი.