1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ტელეფონის აპარატები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პარამეტრები იხილეთ ატვირთულ ფაილში (დანართი N2 - ტექნიკური დავალება).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ეტაპობრივად ან/და სრულად 55 (ორმოცდათხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში..
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება და დაცლა/დასაწყობება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცენტრალურ საწყობში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი პოლიციის #8.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი. 1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში წუნდებული შესყიდვის ობიექტის გამოცვლის ვადა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე. შენიშვნა: პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ზემოხსენებული ინფორმაცია.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ან/და ბრენდი და მოდელი. აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო პირობების 1.2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკურ დავალებასთან (დანართი N2) შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების ტექნიკური პასპორტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური წერილი ან/და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე შესაბამისი შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, კერძოდ: #1 პოზიციაზე (IP ტელეფონი ) - ინფორმაცია ხმოვანი კოდირების მხარდაჭერის შესახებ, სიგნალის მხარდაჭერის შესახებ, ხაზების რაოდენობის, შიდა მეხსიერების და ოპერატიული მეხსიერების შესახებ; #2 პოზიციაზე (სადენიანი ანალოგური ტელეფონი RG-11 პორტიანი) - ინფორმაცია რადიოკავშირის ტიპის შესახებ, ნომრის აკრეფვის შესახებ, სატელეფონო ხაზების რაოდენობის და ზარის გადამისამართების შესახებ. 2.7.2. ტექნიკური პასპორტის ან/და მწარმოებლის ოფიციალური წერილის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, სისტემაში უნდა აიტვირთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმან(ებ)ი. შენიშვნა: იმ შემთხევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრების იდენტიფიცირებისთვის წარმოდგენილი იქნება მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი უცხოურ ენაზე, აღნიშნული არ საჭიროებს ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
შემოთავაზებული და მიწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს) საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, ინსპექტირების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში) წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თათია ყურაშვილი, 595075289, tkurashvili@sps.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ნონა კაპანაძეს- 577 250 447
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატის სახით. 10.1.4 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. 10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.8 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ახალი საქონელი. 10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი