1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
კონდიციონერების (თანმდევი მონტაჟით) შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. სპლიტ სისტემის ინვერტორული ერთ ფაზიანი კონდიციონერი (თანმდევი მასალით და მომსახურებით - იხ. ტექნიკური დავალება) - (100-120კვ.მ) არანაკლებ 36000BTU – 1 ცალი; სისტემა: ზამთარ-ზაფხული; უნდა მოყვებოდეს დისტანციური მართვის პულტი; ფრეონის ტიპი: R410A ან R32; ძაბვის დიაპაზონი: 220-240V - 1 ცალი; 2. სპლიტ სისტემის ინვერტორული ერთ ფაზიანი კონდიციონერი (თანმდევი მასალითა და მომსახურებით - იხ. ტექნიკური დავალება) - (100-120კვ.მ) არანაკლებ 36000BTU – 1 ცალი; სისტემა: ზამთარ-ზაფხული; უნდა მოყვებოდეს დისტანციური მართვის პულტი; ფრეონის ტიპი: R410A ან R32; ძაბვის დიაპაზონი: 220-240V - 1 ცალი; 3. სპლიტ სისტემის ინვერტორული ერთ ფაზიანი კონდიციონერი (თანმდევი მასალითა და მომსახურებით - იხ. ტექნიკური დავალება) - (20-25კვ.მ) არანაკლებ 9000BTU – 1 ცალი; სისტემა: ზამთარ-ზაფხული; უნდა მოყვებოდეს დისტანციური მართვის პულტი; ფრეონის ტიპი: R410A ან R32; ძაბვის დიაპაზონი: 220-240V - 1 ცალი; 4. კედლის სპლიტ სისტემის კონდიციონერი (თანმდევი მასალითა და მომსახურებით - იხ. ტექნიკური დავალება) - 30-40 კვ.მ; რეჟიმები არანაკლებ:გაგრილება/გათბობა; სიმძლავრე არანაკლებ: 12000 BTU; ფრეონის ტიპი: R410A ან R32; დისტანციური მართვა; უნდა მოყვებოდეს დისტანციური მართვის პულტი; სამუშაო ძაბვა: 220-240V - 1 ცალი; 5. კედლის სპლიტ სისტემის კონდიციონერი (თანმდევი მასალითა და მომსახურებით - იხ. ტექნიკური დავალება) - 100-120 კვ.მ; რეჟიმები არანაკლებ: გაგრილება/გათბობა; სიმძლავრე არანაკლებ: 36000 BTU; ფრეონის ტიპი: R410A ან R32; დისტანციური მართვა; უნდა მოყვებოდეს დისტანციური მართვის პულტი; სამუშაო ძაბვა: 220-240V - 1 ცალი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
კონდიციონერების მიწოდება, თანმდევი მომსახურებით, უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე: ქუთაისის იუსტიციის სახლი, მის: ირაკლი აბაშიძის ქ. N20; ფოთის იუსტიციის სახლი, მის: რუსთაველის რკალი N26; ზუგდიდის იუსტიციის სახლი, მის: თეატრის ქუჩა N2.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1 კონდიციონერების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელს, საგარანტიო პერიოდში ნებისმიერი საგარანტიო მომსახურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით; 1.7.2 მიმწოდებელმა საგარანტიო ვადის განმავლობაში, კონდიციონერის ყველა დეტალზე, ნებისმიერი სახის პრობლემების აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილების სათადარიგო ნაწილებით ჩანაცვლების გზით) უნდა განახორციელოს დაუყოვნებლივ, შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში,მაგრამ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში; 1.7.3. საგარანტიო ვადის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ფასების ცხრილში (საგარანტიო ვადა).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1. ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელისა და მარკის ან/და მოდელის შესახებ ასახული უნდა იყოს ატვირთულ ფასების ცხრილში (დანართი N2–ფასების ცხრილი). 2. პრეტენდენტის მიერ, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელისა და მარკის ან/და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა არ ექვემდებარება დაზუსტებას და გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; 3. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მარკა ან/და მოდელის არ არსებობის შემთხვევაში, ფასების ცხრილის შესაბამის სვეტში, შესაბამის პოზიციაზე, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია, რომ მისაწოდებელ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მარკა ან/და მოდელი.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების შესაბამისად შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები). შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტოსურათზე ან/და საქონლს ფოტოსურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 მიმწოდებელი (კონტრაქტორი) ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას სრულად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის: საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ამ სფეროში მოქმედი ყველა სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტები). 2.9.2 სამუშაო პროცესში დასაქმებულების ან/და მესამე პირების ჯანმრთელობის დაზიანებაზე, პროფესიულ დაავადებებსა და უბედურ შემთხვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. შემსყიდველი თავისუფლდება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. 2.9.3 შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვოს სამუშაოს შეჩერება მათ აღმოფხვრამდე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად, როგორც ჯამური, ისე ერთეულის ფასების მიმართებაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა წარმოდგენილ იქნას დასკვნის გამცემი, როგორც აუდიტორული კომპანიის, ისე ფიზიკური პირის სახელმწიფო რეგისტრაციების შესახებ სათანადო ბრძანებები).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში (ლარში). 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიწოდებულ საქონელზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად; 4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ფასთა ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, დაზუსტების გარეშე; 5. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, (მაგ. გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის Excel-ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათშორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 8. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 9. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით. 10. სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს. 11. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი