ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260013311
NAT260013311 NAT · აუქციონის გარეშე contract prep On procurement.gov.ge ↗

ქალაქ რუსთავი-ში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 6% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.8 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 71300000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260013311
შესყიდვის სტატუსიმიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება
შემსყიდველისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია71300000-საინჟინრო მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება640`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი29.06.2026 16:23
წინადადებების მიღება იწყება25.07.2026 00:02
წინადადებების მიღება მთავრდება30.07.2026 14:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი2`560.00 GEL
გარანტიის ოდენობა6`400 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღე
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (6)

NAT260013311_ganxorcielebuli mshenebloba 1 Mravalbiniani B bloki-signed-signed.pdf.pdf მარიამი ბლიაძე 06.08.2026 13:46
NAT260013311_ganxorcielebuli mshenebloba 2 Borjomi Savachro obieqti-signed-signed.pdf.pdf მარიამი ბლიაძე 06.08.2026 13:46
NAT260013311_ოქმი N3.pdf.pdf ლალი დევიძე 11.08.2026 12:55

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს მეგაპოლისი 450,000 450,000 won
NAT260013311_დანართი N1-signed.pdf.pdf · NAT260013311_დანართი N2 მეგაპოლისი გამოცდილება 2026.-signed.pdf.pdf · NAT260013311_კონტრაქტები-signed.pdf.pdf · NAT260013311_პორტფოლიო მეგაპოლისი 2026-signed-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 29.06.2026 16:23 Announced
  • 25.07.2026 00:02 Bidding opens
  • 30.07.2026 07:56 First bid placed (1 bidders in total)
  • 30.07.2026 07:56 Last bid activity
  • 30.07.2026 14:00 Bidding closes
  • 04.08.2026 12:21 Buyer published: NAT260013311_ოქმი N2 და ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 06.08.2026 13:46 Buyer published: NAT260013311_Mravalbiniani B bloki Shetanxmeba Eqspluatacia Mshenebloba-signed-signed.pdf
  • 06.08.2026 13:46 Buyer published: NAT260013311_ganxorcielebuli mshenebloba 1 Mravalbiniani B bloki-signed-signed.pdf
  • 06.08.2026 13:46 Buyer published: NAT260013311_Borjomi savachro obieti. Shetanxmeba Eqspluatacia mshenebloba-signed-signed.pdf
  • 06.08.2026 13:46 Buyer published: NAT260013311_ganxorcielebuli mshenebloba 2 Borjomi Savachro obieqti-signed-signed.pdf
  • 11.08.2026 12:55 Buyer published: NAT260013311_ოქმი N3.pdf
  • 23.08.2026 22:28 Current status: contract prep

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 20 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ რუსთავი-ში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 02.05.02.506) I, II, III ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, პარასამკურნალო საშუალებების და სამედიცინო დანიშნულების საქონლის, სასაწყობე შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა/მოცულობა იხ. ტექნიკურ დავალებაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში, ხელშეკრულებითა და ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობებით, ასევე, შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და მითითებების მიხედვით; 2. მომსახურების გაწევა მოხდება მიმწოდებლის ადგილსამყოფელის მიხედვით ან/და საჭირო შემთხვევებში, დასაპროექტებელი ობიექტის ადგილას; 3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტები მიწოდებული უნდა იქნას შემსყიდველის მისამართზე - ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ N144.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 5%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 3 (სამი) წლის შემდგომ (საგარანტიო პერიოდი); 2. თუ საგარანტიო პერიოდში სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს კონკრეტულ ობიექტზე გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის ღირებულების პროპორციულად. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; 3. საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობის პროექტირებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება, რომლის საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების ფართობი ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 000 კვ/მ. ამასთან, პრეტენდენტს 2016 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, ერთი კონტრაქტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საპროექტო მომსახურება, რომლის საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 000 კვ/მ და რომელის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს დასრულებული. 2. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში შესრულებული მომსახურების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრების მითითებით და არ წამოადგინოს დოკუმენტაცია. 4. პრეტენდენტის მიერ იმ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად, რომელშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც მომსახურების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული მომსახურების ღირებულება, დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით. 5. პრეტენდენტის მიერ იმ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 6.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 6.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 7. პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 8.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 8.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება არ დაიშვება. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. 2. საზღვარგარეთ არსებული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით და ნოტარიულად დამოწმებული. 3. ტენდერში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან ბაზრის აღნიშნული სეგმენტი ხასიათდება მაღალი დონის კონკურენციით, ამასთან, მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების დასრულების ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში (წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 10.1. მუხლი) მოცემული პირობების შესაბამისად. 2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე. 2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა. 3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი. 4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, (გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადას). 5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს. 6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე; 2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი, ხელშეკრულებითა და ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადებისა და პირობების შესაბამისად, წარუდგენს შემსყიდველს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; 3. მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულებისა და სხვა გადასახადების გათვალისწინებით); 4. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებითა და ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადებისა და პირობების შესაბამისად, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლალი დევიძე, 599899059, ldevidze@moh.gov.ge ; ტექნიკურ საკითხებთან და ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: დავით კვანტალიანი, მობ. 598675212 ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით; 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს). 8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები; - სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. მუხლით განსაზღვრული დანართი N1; - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლით განსაზღვრული დანართი N2 - ინფორმაცია გამოცდილების შესახებ.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ბესტჰაუსი 2024
შპს კომპანია GEOSM
შპს უნივერსალი
ფრანი
უნიმედი