1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპრიცის ფილტრები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შპრიცის სტერილური მემბრანული ფილტრები - 25მმ, 0,45 µm Polyethersulfone -ის (PES), ინდივიდუალურად შეფუთული - 200 ცალი; შპრიცის სტერილური მემბრანული ფილტრები - 25 მმ, 0,22 µm Polyethersulfone -ის (PES), ინდივიდუალურად შეფუთული - 200 ცალი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, ლ. გოთუას N3
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია: * შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის -- მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ან/და ბრენდი ან/და სასაქონლო ნიშანი, და მოდელი. * თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, პრეტენდენტმა შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოს ,,მოდელი არ გააჩნია'', წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დისკვალიფიცირებული იქნება სატენდერო პროცედურებიდან. * თუ შემსყიდველი მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად ვერ დაადგენს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობას. შესმყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდბელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავზებული შესყიდვის ობიექტ(ებ)ის მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათბლების შესახებ (მწარმოებლის ვებ.გვერდი, მწარმოებლის წერილი, ტექნიკური პასპორტი და ა.შ).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. - ანგარიშსწორება ,,შემსყიდველსა’’ და ,,მიმწოდებელს’’ შორის განხორციელდება საქონლის მოწოდებიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დოკუმენტის სრულყოფილი სახით წარმოდგენის (გაფორმების) შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
10 სამუშაო დღე
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
აკაკი ქოპილაშვილი, 595222525, a.kopilashvili@pha.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს: ,,ფასების ცხრილი'' დანართი #1-ის შესაბამისად. 10.1.4. წინადადების წარდგენის დროს „ფასების ცხრილი - დანართი N1“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი