ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260017341
NAT260017341 NAT · აუქციონის გარეშე announced On procurement.gov.ge ↗

ქალაქ სენაკში წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ხატის მოწყობის სამუშაოები

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 16% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260017341
შესყიდვის სტატუსიგამოცხადებულია
შემსყიდველისენაკის მუნიციპალიტეტის მერია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება408`641.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი18.08.2026 15:10
წინადადებების მიღება იწყება03.09.2026 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება08.09.2026 17:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი4`086.00 GEL
გარანტიის ოდენობა4`086 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღე
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 18.08.2026 15:10 Announced
  • 23.08.2026 22:52 Current status: announced
  • 03.09.2026 00:00 Bidding opens
  • 08.09.2026 17:30 Bidding closes

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 30 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ სენაკში წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ხატის მოწყობის სამუშაოები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი). 2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან/და პროექტში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას, გამოყენებულია წარმოშობის ქვეყანა ან/და სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერმინებს გააჩნიათ „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობა, მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისთვის.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 210 კალენდარული დღე; 2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. სამუშაოს შესრულების ადგილია: სენაკის მუნიციპალიტეტი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს. 2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით. 3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) ერთი წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ასევე თუ ხელშეკრულების ერთი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით. 4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება საქართველოში ან/და იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, კერძოდ: 1.1 პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ჯამური ღირებულებებით არანაკლებ 815 000 ლარისა. 1.2. პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. 1.2.1. იმ შეთხვევაში, თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში, 1.2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი. 2. 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე წარმოსადგენ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: რკინა-ბეტონისა და სკვერების მოწყობის სამუშაოები. 3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად მოითხოვება შემდეგი : 3.1. 1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილ უნდა იქნას ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა№2-ები საანგარიშო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე 3.2. 1.2. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, სავალდებულოა, წარმოდგენილ იქნას მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ფორმაN2-ები, მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, საანგარიშო პერიოდში დასრულებულ სამუშაოებზე, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება. 3.3. იმ შემთხვევაში, თუ 1.1 და 1.2. პუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ (პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს), სავალდებულოა, პრეტენდენტმა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის წევრებმა ცალ-ცალკე და შესაბამისად, გამოცდილებაში ჩათვლილ იქნება უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 3.4. იმ შემთხვევაში, თუ 1.1. და 1.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაო შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ან/და 3.1. და 3.2. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, ორივე შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტის - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ფორმა N2-ის, ან/და სხვა ანალოგიური ტიპის დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. 3.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა (აღნიშნული ვრცელდება პირველი პუნქტით გამოცდილებაზე სრულად). 4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი №6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს მასზე გადასაცემი სამუშაოების ანალოგიური ტიპისა და ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით, ქვეკონტრაქტის ასლი, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი); 5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 6. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები: 1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე; 2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს; 3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“; 4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 5. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით); 6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 7. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; (3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; (2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში). ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ ამხანაგობის წევრს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ ამხანაგობის წევრს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ ამხანაგობის წევრს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში). შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადას
6.4 გარანტიის პირობები
(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად. (2) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია; 2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას; 3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა; 4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად; 6) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მხრიდან დაფიქსირდება სამუშოების ვადის დარღვევა ან სამუშაოები განხორციელდება გეგმა - გრაფიკის დარღვევით, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ეტაპობრივი ანგარიშსწორებისას სრულად მოახდინოს წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა, რა მოცულობაც არის საჭირო ავანსის სრულყოფილად გასაქვითად. 7) იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე წინასწარი ანგარიშსწორების ოდენობა შემცირდება 50%-ით (საავანსო ანგარიშსწორება განხორციელდება სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 10 %-ის ოდენობით).
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფრორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე; 3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 4. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის, შ.პ.ს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი “-ს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს შ.პ.ს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი “-ის მიერ ფორმა N2-ზე ხელმოწერით).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ხათუნა ჭანტურია, 599857515, senakishesyidvebi@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260006801 02.04.2026 contract signed same category · 30% title match · similar size

ქ.წალკაში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები

NAT260017498 19.08.2026 announced same category · similar size

„ქალაქ ახალციხეში სერაპიონ ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის უზრუნვე…

NAT260017011 13.08.2026 announced same category · similar size

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე ასფალტის საფარის შეკეთება/მოწყობა/რეაბილიტა…

NAT260017042 13.08.2026 bids open same category · similar size

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვ. ბარნოვის ქ. N4/1 მიმდებარედ არსებული გზის საყრდე…

NAT260016900 12.08.2026 announced same category

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის II შესახვევიდან ამაღლების ეკლესიამდ…

NAT260017448 19.08.2026 announced same category · similar size

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების, ქუჩის, ქუჩის მონაკვეთე…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს მენათი
შპს აფო
საპროექტო საამშენებლო ფირმა განახლება
ვალერი გაბეჩავა
შპს TWINS თვინს