1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებისთვის ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ტანსაცმლისა (CPV18210000 - ქურთუკები/პალტოები; CPV18234000 - შარვლები; CPV 18232000 - ქვედატანები; CPV 18333000 - პოლოს მაისურები) და აქსესუარების (CPV18424000 - ხელთათმანები; CPV18441000 - ქუდები) (შემდგომში - „ტანსაცმელი და აქსესუარები“ ან/და „საქონელი“) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები, მოთხოვნები ექსპერტიზის დასკვნის შესახებ და სხვა დეტალური ინფორმაცია, ასევე, შესასყიდი საქონლის რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში. 2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია და მის მიერ მოთხოვნილი შესასყიდი საქონლის რაოდენობა (ზომების მიხედვით), ასევე მიწოდების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში. 3. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით. 4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში მოცემულია საქონლის ესკიზები, თუმცა გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დააზუსტოს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის თარგი, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების ფერი, ასევე ბრენდირება(მათ შორის ლოგო, ფერი, ზომები და ა.შ.). ასევე ყველა შესყიდვის ობიექტის შესაბამისი დეტალები და მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე დაიწყოს საქონლის წარმოება/შეკერვა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N4 დანართში მითითებული RAL-ისა და PANTONE-ის ფერის კოდები დამხმარე ინფორმაციაა და საორიენტაციო ხასიათისაა, პრეტენდენტის მიერ შესაბამისი ფერების იდენტიფიცირების მიზნით. 6. შესყიდვის ობიექტზე დასატანი ატრიბუტიკა მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N5 დანართში. 7. თითოეულ სპეციალურ ტანსაცმელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი იარლიყი, სადაც გარკვევით იქნება მითითებული შესაბამისი ზომის აღმნიშვნელი, გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მწარმოებელი. 8. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს შეფუთული, თითოეული ინდივიდუალურად ან არაუმეტეს 50 ერთეული ერთ შეფუთვაში. საქონლის მეორეული შეფუთვა უნდა იყოს არაუმეტეს 500 ერთეული შეფუთვაში და შეფუთვა უნდა იყოს მყარი, რომ ტვირთის გადატანისას უზრუნველყოს შეფუთვის მდგრადობა. მეორეულ შეფუთვაზე გარედან დატანილი უნდა იყოს მასში მოთავსებული საქონლის დასახელება, ზომის აღნიშვნა და რაოდენობა. 9. შესყიდვის ობიექტი უნდა ინარჩუნებდეს თავდაპირველ ზომასა და ფორმას შესაბამისი ტემპერატურული მშრალი ან/და სველი რეცხვის შემდეგ. 10. შესყიდვის ობიექტზე გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს, ამასთანავე, გვირისტის შესრულება უნდა იყოს სწორი და პროპორციული. 11. შემსყიდველი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობებისა და სატენდერო დოკუმენტაციის (მათ შორის, საქონლის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან მიმართებით) მოთხოვნების შესრულების კონტროლი. კონტროლის განხორციელებისას შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის ჩაბარებისას,შერჩევითობის პრინციპით,ნიმუშად აიღოს ნებისმიერი საქონელი შემდგომი ექსპერტიზის ჩასატარებლად და მისი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად. 11.1. ექსპერტიზა შესაძლოა ჩატარდეს პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებულ იმავე ლაბორატორიაში ან/და სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”ან/და SGS ან/და INTERTEK ან/და EKOTEKS ან/და სხვა აკრედიტირებულ ორგანოში (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი ორგანოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). 11.2. ზემოაღნიშნული ექსპერტიზისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული საქონლის ხარჯებს არაუმეტეს ორჯერსრულად აანაზღაურებს გამარჯვებული მიმწოდებელი, ხოლო, ყოველი შემდგომი, განმეორებითად ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი მხარე.ამასთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ექსპერტიზის შედეგად დადგინდა მიწოდებული საქონლის სატენდერო პირობებთან, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასა და შესაბამის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობა, ექსპერტიზისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული საქონლისხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი. 12. შემსყიდველი უფლებამოსილია, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის (მათ შორის ქსოვილის და აქსესუარების შესყიდვა ან/და კერვის პროცედურა), შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვითგანხორციელებაზე, მონიტორინგი უზრუნველყოს ინსპექტირების ჯგუფის საშუალებით. ინსპექტირების ჯგუფი, უფლებამოსილია გამარჯვებული მიმწოდებლისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია მისაწოდებელი საქონლის ან/და მისი შემადგენელი ნაწილ(ებ)ის დამზადებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე, უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება საქონლის მწარმოებელ კომპანიაში/საწარმოში, სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად. 13. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში. 14. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი, დაზუსტების გარეშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 15. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემული რომელიმე პოზიციაზე მითითებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ ერთეულის ღირებულებას).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 100 (ასი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ანზორ ერქომაიშვილის ქ. #4.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვრებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე. 2. გარანტია, ასევე უნდა ითვალისწინებდეს, რომ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, არ ექნება მექანიკური ან/და სხვა სახის დაზიანებები. 3. გარანტია უნდა ითვალისწინებდეს, რომ საქონელი იქნება მიწოდებული სათანადო მდგომარეობაში, შეფუთვა არ იქნება დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელზე/იარლიყზე იქნება კითხვადი. 4. გარანტია უნდა ითვალისწინებდეს, რომ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი საგარანტიო ვადის განმავლობაში არ გამოავლენს დეფექტებს/ხარვეზს/წუნს, ასევე საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები, სწორი (მწარმოებლის მიერ განსაზღვრული) გამოყენების პირობების შემთხვევაში არ დაიჟანგება, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ დაიმსხვრევა და დაზიანდება, შინარჩუნებს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. ხოლო, აღნიშნული დეფექტის/ხარვეზის/წუნის (მათ შორის, საქონლის თავდაპირველი ფორმისა და ფერის დაკარგვის, მათ შორის მშრალი ან/და სველი რეცხვის შემთხვევაში) გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში შეცვალოს საქონელი ახლით. ამასთანავე, აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, რომ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხი იყოს თავდაპირველად მიწოდებული საქონლის ხარისხის იდენტური და სატენდერო პირობებითა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი. 5. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება საქონლის საბოლოო მიწოდების ვადიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით. ადგილობრივი საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ხელშეკრულების ღირებულებით გათვალისწინებულ ვალუტა - ლარში. 6. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია ჩამორთმევას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს საგარანტიო პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 7. ზემოაღნიშნულ საგარანტიო მოთხოვნებსა და ვადასთან დაკავშირებულ პირობებზე თანხმობის მიზნით, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/დასტური.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი (არსებობის შემთხვევაში, ხოლო, თუ არ გააჩნია მოდელი უნდა მიუთითოს: „არ გააჩნია“), სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (არსებობის შემთხვევაში - კონკრეტული ინფორმაცია, ხოლო, თუ არ გააჩნია მოდელი უნდა მიუთითოს: „არ გააჩნია“) შესახებ შესაბამის ინფორმაციას, ის დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ამასთანავე, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში). 3. ამასთანავე, თუ შესასყიდი შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლი კომპანიის ან/და მოდელის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესასყიდი საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლი კომპანიის ან/და მოდელის იდენტიფიკაცია, მაშინ სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტანსაცმლის ან/და კეპების/ქუდების/აქსესუარების და მასთან ერთად ტანსაცმლის მიწოდების არანაკლებ 200,000.00 (ორასი ათასი) ლარის გამოცდილება ჯამურად, 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების დღემდე,რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას. 2. პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული მოთხოვნილი გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა. 3. სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკმარისია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების: SPA, NAT, CON ან/და CMR ნომრების წარმოდგენა. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში (SPA, NAT, CON ან/და CMR ნომრების წარმოდგენისას) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის შესაბამისი გამოცდილება.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
1. შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტში არსებული გეგმა-გრაფიკის (დანართი N3) გათვალისწინებით. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია და გამარჯვებული მიმწოდებელი უფლებამოსილია დააზუსტოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტში არსებული გეგმა-გრაფიკი (სატენდერო დოკუმენტაციის პირობების გათვალისწინებით), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისას. ამასთან, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შესაბამის ხელშეკრულებაში მითითებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გეგმა-გრაფიკის(მათ შორის ხელშეკრულების) შესრულების კონტროლი განახორციელოს ნებისმიერ დროს, შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის საშუალებით (ინსპექტირების ჯგუფის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია). ამასთანავე, ინსპექტირების ჯგუფი უფლებამოსილია საქონლის სრულად ჩაბარებამდე გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მისაწოდებელი საქონლის ან/და მისი შემადგენელი ნაწილ(ებ)ის დამზადებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2.6.1 მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
1. პრეტენდენტის ბრუნვა 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,000,000.00 (ერთი მილიონი) ლარს. 2. ზემოაღნიშნული ბრუნვის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: 2.1. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ელექტრონული პორტალიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, დღგ-ს ბრუნვის შესახებ (რომელზე მითითებული იქნება პრეტენდენტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია: დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და შესაბამისი შტრიხკოდი) ან 2.2. აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) ან 2.3. დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის (Deloitte Touche Tohmatsu (Deloitte), KPMG International (KPMG), PricewaterhouseCoopers (PwC) და Ernst & Young (EY)) ან მათი შვილობილი კომპანიების/წარმომადგენლობების მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის თითოეულ პოზიციაზე მითითებული შესასყიდი მზა საქონლის ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები და ექსპერტიზის დასკვნა(ები) დედანი/ორიგინალის სახით (ექსპერტიზის დასკვნ(ები)ა უნდა იყოს წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ზე ან ქსოვილ(ებ)ზე (რომლისგანაც დამზადებული იქნება ნიმუშები)). 2. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული შესასყიდი საქონლის თითოეულ მახასიათებელზე, რომელიც დეტალურად მითითებულია სვეტში სახელწოდებით: „მოთხოვნები ჩასატარებელი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ“ (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართი). 3. თუ პრეტენდენტი წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში მოსაწოდებელ საქონელს ქმნის ერთი და იგივე (მათ შორის იდენტური/სხვადასხვა ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი ექსპერტიზის დასკვნა (ამასთან, მზა საქონლის ნიმუშები უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის თითოეულ პოზიციაზე). 4. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი (ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ზე ან ქსოვილ(ებ)ზე (რომლისგანაც დამზადებული იქნება ნიმუშ(ებ)ი)), ექსპერტიზა გავლილ ქსოვილ(ებ)თან (ან ექსპერტიზაგავლილ ნიმუშ(ებ)თან) და ასევე, მზა საქონლის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში (ერთ პაკეტად). 4.1. ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზაგავლილ ნიმუშ(ებ)ის), ექსპერტიზის დასკვნის და ასევე, მზა საქონლის ნიმუშების ერთ პაკეტად დალუქვის არარსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს მზა საქონლის ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ი (ანექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ი) და დასკვნა(ები), ექსპერტიზის ორგანოს მიერ ინდივიდუალურად დალუქულ მდგომარეობაში. 4.2. მზა საქონლის ნიმუშების, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ის) დადასკვნ(ებ)ის, ექსპერტიზის ორგანოს მიერ ინდივიდუალურად დალუქულ მდგომარეობაში წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ის) და ასევე მზა საქონლის ნიმუშებისშ ესაბამის ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი/დალუქვის ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული მზა საქონლის ნიმუშების და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზა გავლილი ნიმუშ(ებ)ის) შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს. 5. ექსპერტიზის დასკვნა(ები) გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და SGS ან/და INTERTEK ან/და EKOTEKS ან/და სხვა აკრედიტირებული ორგანოს (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ. 6. ექსპერტიზის დასკვნა(ებ)ში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე კოსნოლიდირებული ტენდერის განცახდების ნომერი და შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შესასყიდი საქონლის ნიმუშებთან ერთად წარმოსადგენი ექსპერტიზის დასკვნა(ები) გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების შემდეგ. 7. პრეტენდენტს მზა საქონლის ნიმუშები,ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ი)და ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ი უკან უბრუნდება გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების/ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის დაბრუნებაზე. 8. პრეტენდენტი ვალდებულია ნიმუშების, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილებისა (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ის) და ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის წარმოდგენისთვის საჭირო ხარჯები სრულად აანაზღაუროს საკუთარი ხარჯით. 9. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო მოთხოვნებს და შესაბამისობაში უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასთან. 10. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტისნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ი) და ექსპერტიზის დასკვნა(ები) დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
საქართველო, ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. #8 (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო/სსიპ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო)
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
5674
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
5
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2028 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. 2. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.2.4 გარანტიის პირობები
1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%–ის ოდენობით. 2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მატერიალური სახით. 3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტა - ლარში. 4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად. 5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში ასევე მითითებული უნდა იყოს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მინიჭებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტა - ლარში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონლზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ელენე ქავთარაძე, 597082082, EKavtaradze@cpb.gov.ge დამატებითი საკონტაქტო პირი: მარინე გვრიტიშვილი, 577 615 515, MGvritishvili@cpb.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. 2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაცია არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი. „შემსყიდველი“ ვალდებულია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით. 3. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას გაუჩნდება საჭიროება კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისა და სატენდერო წინაადდების მოქმედების ვადის განმავლობაში წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტ(ებ)ის დამატებით შესყიდვის თაობაზე, ის უფლებამოსილია გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის საფუძველზე და სატენდერო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გააფორმოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ მიმწოდებელზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები. 4. შემსყიდველმა ორგანიზაციამ, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით უნდა მიმართოს სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სატენდერო კომისიას (შემდგომში - „სატენდერო კომისია“). სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ძირითად დროში, სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე. 6. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 8. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს ლარის (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 9. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს საქონლის ჯამური ღირებულების ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 10. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 11. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე - უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება. 12. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. 13. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს. 14. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 15. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 16. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. 17. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია არ დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე. 18. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის - uniforms2026-2027@cpb.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის - ctd.cpb.gov.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 19. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(6) და 20(7) მუხლების, აგრეთვე „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის N 239 დადგენილებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ჩატარების მიზნით სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ სსიპ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის 2026 წლის 09 ივნისის N 6 განკარგულების საფუძველზე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
12.1 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულებიდან გამომდინარე
1 პროცენტი
12.2 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
12.3 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების 1%. ხოლო, ამ თანხის კონკრეტული ოდენობის და საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამარჯვებულ მიმწოდებელს ეცნობება შესაბამისი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით.
13 გამარჯვებულის წინადადების მოქმედების ვადა
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14 კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა
კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადაა 2027 წლის 31 მაისის ჩათვლით.