ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260014537
NAT260014537 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

ონის მუნიციპალიტეტის მერია 188 tenders 1.9 avg bidders 36 failed 336 CMR deals
7% outside our line

Can we win this?

7% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 10% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 2.4 bidders, 29% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45400000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N08 running 125 days remaining Contract PDF ↗
148,998 ₾ contract amount 29,800 ₾ (20%) actually paid 10.08.2026 – 31.12.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
29,799.58 ₾ advance ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 18.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260014537
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიონის მუნიციპალიტეტის მერია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45400000-შენობის დასრულების სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება159`798.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობადამატებითი ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი14.07.2026 10:10
წინადადებების მიღება იწყება24.07.2026 00:02
წინადადებების მიღება მთავრდება27.07.2026 14:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი639.00 GEL
გარანტიის ოდენობა1`598 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (7)

NAT260014537_ოქმი 02 გლოლა-SIGNED.pdf.pdf მაგდა გუგეშაშვილი 31.07.2026 14:08
NAT260014537_oqmi 03 glola-SIGNED.pdf.pdf მაგდა გუგეშაშვილი 04.08.2026 15:12

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
სიმონ კაპანაძე 158,733 148,999 won
NAT260014537_გლოლა სატენდერო ხარჯთაღრიცხვა-signed.pdf.pdf · NAT260014537_გლოლა სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.xlsx.xlsx · NAT260014537_დანართი №6 (გეგმა-გრაფიკი) 1 (1)-signed.pdf.pdf · NAT260014537_დანართი №6 (გეგმა-გრაფიკი) 1 (1).xlsx.xlsx · NAT260014537_დანართი N3 - გამოცდილება-signed.pdf.pdf
შპს თი ემ კონსტრუქშენ 158,000 158,000
NAT260014537_გლოლა სატენდერო ხარჯთაღრიცხვა-signed.pdf.pdf · NAT260014537_გლოლა სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.xlsx.xlsx · NAT260014537_დანართი N3 - გამოცდილება-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 14.07.2026 10:10 Announced
  • 24.07.2026 00:02 Bidding opens
  • 24.07.2026 10:36 First bid placed (2 bidders in total)
  • 27.07.2026 13:26 Last bid activity
  • 27.07.2026 14:30 Bidding closes
  • 31.07.2026 14:08 Buyer published: NAT260014537_ოქმი 02 გლოლა-SIGNED.pdf
  • 03.08.2026 13:39 Buyer published: NAT260014537_გლოლა სატენდერო ხარჯთაღრიცხვა -დაზუსტებული..-signed.pdf
  • 03.08.2026 13:40 Buyer published: NAT260014537_გლოლა სატენდერო ხარჯთაღრიცხვა -დაზუსტებული.xlsx
  • 03.08.2026 13:40 Buyer published: NAT260014537_დანართი №6 (გეგმა-გრაფიკი) დაზუსტებული-signed.pdf
  • 03.08.2026 13:41 Buyer published: NAT260014537_დანართი №6 (გეგმა-გრაფიკი) დაზუსტებული.xlsx
  • 03.08.2026 13:41 Buyer published: NAT260014537_პერსონალის გამოცდილება ..-signed.pdf
  • 04.08.2026 15:12 Buyer published: NAT260014537_oqmi 03 glola-SIGNED.pdf
  • 10.08.2026 00:00 Contract signed: N08 — 148,998 ₾
  • 21.08.2026 15:44 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 21 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი). 2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან/და პროექტში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას, გამოყენებულია წარმოშობის ქვეყანა ან/და სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერმინებს გააჩნიათ „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობა, მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისთვის.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე. 2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით; 3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება; 3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან; 4. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა; 5. სამუშაოს შესრულების ადგილია: ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გლოლა.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სახურავზე 5 (ხუთი) წელი, სხვა დანარჩენზე 2 (ორი) წელს. 2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით. 3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) ერთი წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. თუ ხელშეკრულების ორი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით. 4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება საქართველოში ან/და იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, კერძოდ: 1.1 პრეტენდენტის ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ჯამური ღირებულებებით არანაკლებ 426 128 ლარისა. 1.2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. 1.2.1. იმ შეთხვევაში, თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში, 1.2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი. 2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: სამოქალაქო ან/და საცხოვრებელი შენობების მშენებლობა ან/და რეაბილიტაცია; 3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად მოითხოვება შემდეგი : 3.1. 1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილ უნდა იქნას ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა№2-ები საანგარიშო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე 3.2. 1.2. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, სავალდებულოა, წარმოდგენილ იქნას მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ფორმაN2-ები, მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, საანგარიშო პერიოდში დასრულებულ სამუშაოებზე, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება. 3.3. იმ შემთხვევაში, თუ 1.1 და 1.2. პუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ (პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს), სავალდებულოა, პრეტენდენტმა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის წევრებმა ცალ-ცალკე და შესაბამისად, გამოცდილებაში ჩათვლილ იქნება უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 3.4. იმ შემთხვევაში, თუ 1.1. და 1.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაო შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ან/და 3.1. და 3.2. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, ორივე შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტის - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ფორმა N2-ის, ან/და სხვა ანალოგიური ტიპის დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. 3.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა (აღნიშნული ვრცელდება პირველი პუნქტით გამოცდილებაზე სრულად). 4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მშენებლობის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ - ერთი მშენებელი ინჟინრის სპეციალობით, მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს (ხარჯთაღრიცხვაში მითითებული) და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი მიმწოდებელი ან მიმწოდებლები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე. 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს; 2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს განახორციელებს შპს „ჯეოექსპერტი“. 3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 5. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია; 1.1. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, წინასწარი ანგარიშსწორების ოდენობა შემცირდება 50%-ით. 3) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას; 4) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა; 5) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 6) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, განახორციელებს შპს „ჯეოექსპერტი“ (შემდგომში - ზედამხედველი) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, რაც დადასტურებული უნდა იყოს ზედამხედველის მიერ ფორმა №2-ზე ხელმოწერით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაგდა გუგეშაშვილი, 595211819, magdagugeshashvili2@gmail.com ტექნიკურ საკითხებში გივი ბენდიანიშვილი, ტელ.: 591 010371.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, მას უნდა ქონდეს სათაო კომპანიიდან გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, ქართული თარგმანი, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260014538 14.07.2026 contract signed same category · 88% title match · same buyer · similar size

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

ონის მუნიციპალიტეტის მერია 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს თი ემ კონსტრუქშენ 5 bidders 92,992 ₾
NAT260012369 16.06.2026 contract signed same category · 61% title match · similar size

შესყიდვის ობიექტია სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის სარემონტო ს…

ს. სატივის საჯარო სკოლა 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს გიორგი ჯინო 1972 3 bidders 113,807 ₾
NAT260013339 29.06.2026 contract prep same category · 54% title match · similar size

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყი…

ტყიბულის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → "აბსოლუტპლუსი" 2 bidders 239,939 ₾
NAT250014102 06.08.2025 terminated same category · 54% title match · similar size

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სა…

თერჯოლის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 1 bidder 240,551 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ონის სერვის ჯგუფი
შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების…
შპს გოლდ ენდ ბრო
ტარიელ ჩიხრაძე
შპს ცოტნე