ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260014514
NAT260014514 NAT · აუქციონის გარეშე not held On procurement.gov.ge ↗

ხონის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ხარჯთაღრიცხვის ასევე პროექტის სრული ექსპერტიზა)

ხონის მუნიციპალიტეტი 139 tenders 1.5 avg bidders 50 failed 276 CMR deals
10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 15% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.8 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾10k–50k: we have won 8 of 15 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 71300000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260014514
შესყიდვის სტატუსიარ შედგა
შემსყიდველიხონის მუნიციპალიტეტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია71300000-საინჟინრო მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება17`300.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ.სატენერო დოკუმენტაცია მეორე გვერდზე
შესყიდვის გამოცხადების თარიღი13.07.2026 17:54
წინადადებების მიღება იწყება19.07.2026 00:09
წინადადებების მიღება მთავრდება21.07.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი250.00 GEL
გარანტიის ოდენობა173 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 40 კალენდარული დღე
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 13.07.2026 17:54 Announced
  • 19.07.2026 00:09 Bidding opens
  • 21.07.2026 12:00 Bidding closes
  • 23.08.2026 22:46 Current status: not held

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 15 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ხონის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ხარჯთაღრიცხვის ასევე პროექტის სრული ექსპერტიზა).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნით (ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ). 1. სოფელ ნახახულევში მე-11 ქუჩის რეაბილიტაცია - 550 გრძ/მ 2. სოფელ ჩაის მეურნეობაში მე-8 ქუჩის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია - 700 გრძ/მ" 3. სოფელ ივანდიდში მე-20 ქუჩის გზის მოასფალტება - 950 გრძ/მ 4. სოფელ ივანდიდში მე-2 ქუჩის გაგრძელების 1200 გრძ/მ მონაკვეთის მოასფალტება" 5. ქ. ხონში, დევნილთა დასახლებაში ცენტრალური ქუჩის ასფალტირება და სანიაღვრე არხების მოწყობა 500 გრძ/მ 6. სოფელ ზედა ძეძილეთიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა 1900 გრძ/მ. 7. სოფელ ბანგვეთში მისასვლელი გზის 700 გრძ/მ-ის გაგრძელება 8. სოფელ პატარა კუხში მე-11 ქუჩის მოასფალტება 1000 გრძ/მ 9. სოფელ მათხოჯში მე-16 ქუჩის პირველი ჩიხის 130 გრძ/მ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. 10. ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კონტუათის მე-3 ქუჩის პირველი ჩიხის (380 გრძ/მ) მოასფალტება. შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში შენსყიდველის მოთხოვნიდან გამომდინარე საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმეტაციის გადაფასება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დაკორექტირება და გაექსპერტებული კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 40 კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები); ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი); გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია - 1 CD/DWD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ.ხონი, თავისუფლების მოედანი N6; (ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა).
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის დასრულების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით ჯამური ღირებულების (საპროექტო) ღირებულების გზების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად; 3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა (თუ ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით. შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობის (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაო პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტი). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 4. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე, რომელიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო დოკუმენტი ან/და თანხის ანაზღაურების დამადასრურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მომწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მომწოდებელს არ მიეცემა თანხმობა ქვეკონტრაქტორის აყვანაზე. 3. ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. მიუხედავად ქვეკონტრაქტორის გამოყენებისა, ჯამურად მთლიან პროექტზე და მათ შორის - ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი). 6. მომწოდებელს არა აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები , უფლებები და მოვალეობები . 7 . ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია მათი პერსონალის შესახებ. 8. შემსყდველის მიერ ქვეკონტრაქტორების საკითხის განხილვისა და მიღების შემდეგ ქვეკონტრაქტორის ყოველი ცვლილება წინასწარ უნდა ეცნობოს და შეუთანხმდეს შემსყიდველს პრეტენდენტის (ან უკვე მომწოდებლის) მიერ.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად განხორციელებული მომსახურეობის მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საპროექტო დოკუმენტაციის, სასაქონლო ზედნადების/ანგარიშ-ფაქტურის (ელექტრონული ფორმით) და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შემსყიდველი მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას განახორციელებს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ (წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი ჯანელიძე, 598309250, tinatinpailodze@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა განახორციელოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ში ან სხვა აკრედიტირებულ პირთან (წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ, რომლის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭიროებისამებრ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება როგორც სამუშაოების დაწყებამდე, ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას ნებისმიერ ეტაპზე, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. 5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება 6. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 7. საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს, რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს. 8. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 9. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში. 10.2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით /კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა შესაძლებელია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებზე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260012716 22.06.2026 not held same category · 97% title match · same buyer · similar size

ხონის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზ…

ხონის მუნიციპალიტეტი 71300000საინჟინრო მომსახურებები 0 bidders 17,300 ₾
NAT260013618 02.07.2026 no result same category · 97% title match · same buyer · similar size

ხონის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზ…

ხონის მუნიციპალიტეტი 71300000საინჟინრო მომსახურებები 1 bidder 17,300 ₾
NAT260013316 29.06.2026 contract signed same category · 80% title match · same buyer · similar size

ხონის მუნიციპალიტეტში სოფლის გზების დამცავი კედლების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო…

ხონის მუნიციპალიტეტი 71300000საინჟინრო მომსახურებები → ხვიჩა აშორდია 1 bidder 17,650 ₾
NAT260014886 17.07.2026 not held same category · 77% title match · same buyer · similar size

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სტადიონების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დო…

ხონის მუნიციპალიტეტი 71300000საინჟინრო მომსახურებები 0 bidders 21,525 ₾
NAT260012054 10.06.2026 not held same category · 74% title match · same buyer · similar size

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სტადიონების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დო…

ხონის მუნიციპალიტეტი 71300000საინჟინრო მომსახურებები 0 bidders 20,550 ₾
NAT260017322 18.08.2026 announced same category · 77% title match · same buyer · similar size

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სტადიონების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დო…

ხონის მუნიციპალიტეტი 71300000საინჟინრო მომსახურებები 0 bidders 24,600 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ელიტ ბილდერს გრუპი
შპს კომპანია ნიკედო
შპს KONSTANTA
კახაბერ ჯურხაძე
შპს ჯეოტექნიქსი