1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარე საჯარო სკოლის შენობის სახურავის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა თანმდევი ექსპერტიზით.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარე საჯარო სკოლის შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 1. ობიექტის მდებარეობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისი 2. ძირითადი მოთხოვნები პროექტის მიზანია, დაბა მანგლისში მდებარე საჯარო სკოლის შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 1. არსებული დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა; 3. შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით, რესურსული მეთოდით. 4. პროექტი უნდა მოიცავდეს უნდა მოიცავდეს: თავფურცელს; სარჩევს; მოცულობათა უწყისს; ობიექტის დასახელებასა და მისამართს; პროექტის შემადგენლობას; განმარტებით ბარათს; სიტუაციურ გეგმას; არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას; ტოპოგრაფიულ გეგმას (მაშტაბი 1:500 ან 1:1000); შენობის აზომვით ნახაზებს; პროექტის არქიტექტურულ ნაწილს; პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს საექსპერტო დასკვნით; სამუშაოების კალენდარულ გეგმას; მასალების ამონაკრებს; სამუშაოების მოცულობათა უწყისს; პროექტის ხარჯთაღრიცხვას შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; რენდერებს და ფოტომონტაჟს; ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დადებითი დასკვნები მომზადებული უნდა იყოს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს ან ნებისმიერი სხვა აკრედიტირებული პირის, მიერ რომლის მომზადების ღირებულებას ფარავს მიმწოდებელი); პროექტირების პროცესში, საპროექტო გადაწყვეტილებები მიიღება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე; სხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოქმნის შემთხვევაში, ყველა კონკრეტული საკითხი ასევე შეთანხმდეს შემსყიდველთან; შენიშვნა: პროექტი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-13-ე, მე-15-ე, მე-16-ე, მე-18 და მე-19-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად; 5.საავტორო ზედამხედველობა საპროექტო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მშენებლობის პერიოდში საპროექტო დოკუმენტაციაში აუცილებლობით გამოწვეული ცვლილებების განხორციელება, შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა (განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტზე მისვლა და საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. 6. საავტორო ზედამხედველობის ვადები ტექნიკურ დავალებაში გაწერილი ობიექტის მშენებლობის განხორციელების დასრულების მთელი პერიოდი. 7. პროექტის წარმოდგენის წესი შემსრულებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (პროექტის ქაღალდის ვერსია 3 ეგზემპლარი და ელ.ვერსია);
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია - 4-4 ეგზემპლიარი ბეჭდური; ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 4-4 ეგზემპლიარი ბეჭდური; გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია - 1 CD/DWD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (PDF; Excel; PLN; DWG). 1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თეთრიწყარო თამარ-მეფის №34.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების სახურავის რეაბილიტაციის ან/და შენობის სრული რეაბილიტაციის ან/და შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 2. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჰქონდეს განხორციელებული არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის (საპროექტო) ღირებულების, სახურავის რეაბილიტაციის ან/და შენობის სრული რეაბილიტაციის ან/და შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 3. გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR). 4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №3–ის შესაბამისად.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა: • გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; • ინჟინერ/კონსტრუქტორი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; • სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; 2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართით №5 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; დ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბერი. 3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს. 4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით. 5. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №5-ის შესაბამისად
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 3. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი. 4. ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე, დღგ-ს გადამხდელ პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმებისას დაემატება დღგ-ს ოდენობა, თუ ხელშეკრულების გაფორმებისას სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტი აღმოჩნდება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. 5. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. 6. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ.ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის (მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ) შემდეგ, ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გვანცა გონგაძე, 598000963, gvantsa.gongadze@tetritskaro.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 2. საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს) რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს. 3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 4. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი