1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის (Teledyne) სადგურებში განთავსებული აირ ანალიზატორებისთვის საჭირო ფილტრების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება 1) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის (Teledyne) სადგურებში განთავსებული აირ-ანალიზატორისთვის თავსებადი ფილტრი: • ხელსაწყოების მწარმოებელი: Teledyne • მოდელი/თავსებადი: T100, T300 და T300U ანალიზატორთან თავსებადი ფილტრი • ობიექტის დასახელება/მახასიათებლები: Particulate Filters TFE 47mm Filter 5-6u • რაოდენობა: 144 (ას ორმოცდაოთხი) ცალი 2) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის (Teledyne) სადგურებში განთავსებული აირ-ანალიზატორისთვის თავსებადი ფილტრი: • ხელსაწყოების მწარმოებელი: Teledyne • მოდელი/თავსებადი: T204 ანალიზატორთან თავსებადი ფილტრი • ობიექტის დასახელება/მახასიათებლები: Particulate Filters TFE 47mm Filter 1-2u • რაოდენობა: 60 (სამოცი) ცალი სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ფილტრების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად ან/და ერთჯერადად 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ფილტრების მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. ფასების ცხრილის (დანართი №1) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ასევე დაზუსტების ეტაპზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან/და კატალოგის ნომრის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან/და კატალოგის ნომრის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი ან/და კატალოგის ნომერი, ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი ან/და კატალოგის ნომერი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერიდან.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ საქონლის (მაგ: PRODUCT TECHNICAL DATA SHEET); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (ვებ-გვერდის ბმულში არ იგულისხმება ისეთი ბმული („ლინკი“), რომელზე გადასვლისას იხსნება კონკრეტული დოკუმენტი PDF ან სხვა ფორმატის ფაილის სახით; აგრეთვე, შესაბამისობის დადგენისთვის ვერ ჩაითვლება წარმოდგენილ ვებ-გვერდის ბმულზე განთავსებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც მოითხოვს გადასვლას კონკრეტულ დოკუმენტზე – PDF ან სხვა ფორმატის ფაილზე); ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის. შენიშვნა: მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული, არა მეორადი და შეესაბამებოდეს ამ საქონლისათვის დადგენილ სტანდარტებს. 2.9.2. მიწოდებული საქონელი შეფუთული უნდა იყოს ქარხნულად, შესაბამის შეფუთვაში იმ ფორმით, რომ არ იწვევდეს ხარიხის გაუარესებას ან დაზიანებას. 2.9.3. მოწოდებული ფილტრი თავსებადი უნდა იყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის (Teledyne) სადგურებში განთავსებული აირ-ანალიზატორებთან. იმ შემთხვევაში თუ ფილტრი ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ მიიღოს საქონელი.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს (პირის) შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიწოდებულ საქონელზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამი ქიტოშვილი, 595794080, Mariami.Kitoshvili@nea.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 10.1.3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით; 10.1.5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი; 10.1.6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი ან/და კატალოგის ნომერი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება. 10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა „გარემოს დაბინძურების მონიტორინგი“. 10.1.9. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) ფასების ცხრილი - დანართი №1; ბ) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ საქონლის (მაგ: PRODUCT TECHNICAL DATA SHEET); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (ვებ-გვერდის ბმულში არ იგულისხმება ისეთი ბმული („ლინკი“), რომელზე გადასვლისას იხსნება კონკრეტული დოკუმენტი PDF ან სხვა ფორმატის ფაილის სახით; აგრეთვე, შესაბამისობის დადგენისთვის ვერ ჩაითვლება წარმოდგენილ ვებ-გვერდის ბმულზე განთავსებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც მოითხოვს გადასვლას კონკრეტულ დოკუმენტზე – PDF ან სხვა ფორმატის ფაილზე); ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი