ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › CON260000443
CON260000443 CON · კონსოლიდირებული no result On procurement.gov.ge ↗

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზი (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი)

4% outside our line

Can we win this?

4% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 9% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.2 bidders, 48% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
  • Buyer relationship we have bid 1× with this buyer and won 0.
  • Procedure CON: 0 wins from 1 bids.
  • Category fit 15800000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიCON260000443
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველიცენტრალური შემსყიდველი ორგანო
შესყიდვის ტიპიკონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
შესყიდვის კატეგორია15800000-სხვადასხვა საკვები პროდუქტი
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება163`475.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი06.08.2026 17:26
წინადადებების მიღება იწყება11.08.2026 00:01
წინადადებების მიღება მთავრდება12.08.2026 12:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი1.00 GEL
გარანტიის ოდენობა1`635 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა180 დღე
მოწოდების ვადაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (10)

CON260000443_დაზუსტების ოქმი CON260000443-1 - signed.pdf.pdf ქეთევან კუპრაძე 14.08.2026 16:54
CON260000443_ამონაწერი.pdf.pdf გიორგი ფეიქრიშვილი 17.08.2026 00:16
CON260000443_გამოცდილება-signed.pdf.pdf გიორგი ფეიქრიშვილი 17.08.2026 00:17
CON260000443_დანართი N1 - ფასთა ცხრილი-signed.pdf.pdf გიორგი ფეიქრიშვილი 17.08.2026 00:17
CON260000443_სან გრუფი.pdf.pdf გიორგი ფეიქრიშვილი 17.08.2026 00:17
CON260000443_Certificate.pdf.pdf გიორგი ფეიქრიშვილი 17.08.2026 12:25

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპსკვება 4 163,475 163,475
CON260000443_დანართი N1 - ფასთა ცხრილი (55).xlsx.xlsx

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 06.08.2026 17:26 Announced
  • 11.08.2026 00:01 Bidding opens
  • 12.08.2026 11:51 First bid placed (1 bidders in total)
  • 12.08.2026 11:51 Last bid activity
  • 12.08.2026 12:30 Bidding closes
  • 14.08.2026 16:54 Buyer published: CON260000443_ინტერესთა კონფლიქტი - CON260000443-1 -signed.pdf
  • 14.08.2026 16:54 Buyer published: CON260000443_დაზუსტების ოქმი CON260000443-1 - signed.pdf
  • 17.08.2026 00:16 Buyer published: CON260000443_ამონაწერი.pdf
  • 17.08.2026 00:17 Buyer published: CON260000443_გამოცდილება-signed.pdf
  • 17.08.2026 00:17 Buyer published: CON260000443_დანართი N1 - ფასთა ცხრილი-signed.pdf
  • 17.08.2026 00:17 Buyer published: CON260000443_სან გრუფი.pdf
  • 17.08.2026 00:18 Buyer published: CON260000443_წარმოება (ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები) - შპს სანს გრუპი.pdf
  • 17.08.2026 12:25 Buyer published: CON260000443_Certificate.pdf
  • 20.08.2026 20:56 Buyer published: CON260000443_ინტერესთა კონფლიქტი - CON260000443-2 - signed.pdf
  • 20.08.2026 20:56 Buyer published: CON260000443_დისკვალიფიკაციის ოქმი CON2600000443-2 - signed.pdf
  • 23.08.2026 22:57 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 28 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზი (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მაიონეზი • სამარხვო ან არასამარხვო, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. • ფერი, სუნი, გემო დამახასიათებელი სახეობისთვის. კონსისტენცია სქელი, ერთგვაროვანი. • ჯანმრთელობისათვის საშიში მინარევების გარეშე. • ცხიმიანობა არანაკლებ 52%. • დაფასოება 0.800 - 8-კგ მდე - (დანართი N2-ში მითითებული შენიშვნის შესაბამისად). • მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 3 თვე. • მაიონეზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მაცივარმანქანით კანონმდებლობის შესაბამისად. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის: სურსათის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. სურსათი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით) დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად. 1.4.2. შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში არაუმეტეს თვეში ერთხელ, განახორციელოს დამატებით (არაგეგმიური) მოთხოვნა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გეგმიურად განსაზღვრული, მიწოდების ვადაზე ნაკლები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. 1.4.2.1. თუ ხელშეკრულების თანახმად, გეგმიური მიწოდება არ ხორციელდება თვეში ერთხელ მაინც, დამატებითი არაგეგმიური მიწოდება შეიძლება მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების განმავლობაში ერთხელ. 1.4.3. დანართ N2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ის შესაბამისად.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი N1-ის შესაბამისად. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე". ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. ან ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და - სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და - საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად. დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები (აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ). 2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტს განუსაზღვროს ვადა ამონაწერის განსაახლებლად. პრეტენდენტი ვალდებულია დადგენილ ვადაში უზრუნველყოს ამონაწერის განახლება. 2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე. 2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.7.1.2.1. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2026 წლის 1 იანვრამდე, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოზე 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ უკანასკნელად განხორციელებული ინსპექტირების დამადასტურებელი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის-ინსპექტორის მიერ, ასევე შესაძლებელია აქტი დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით. აღნიშნული აქტიდან უნდა დგინდებოდეს, რომ საწარმოს არ აქვს შეუსაბამობა (არც კრიტიკული და არც არაკრიტიკული). 2.7.1.3. იმპორტირებული პროდუქტის შემოთავაზების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე გაცემული, ძალაში მყოფი, რომელიმე სერტიფიკატი: ISO22000, FSSC 22000, HACCP, IFS FOOD, BRCGS, SQF. სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერძე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერძე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ან ასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ: 2.9.1.1 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში წარმოადგინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, აგრეთვე, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი, ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში - ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი. 2.9.1.2 მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ) 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ; 2.9.1.3. კონსოლიდირებული ტენდერების კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში, მიმართოს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი. 2.9.1.4. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. 2.9.1.5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ. 2.9.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც განახორციელებს უშუალოდ საქონლის მიწოდებას. აგრეთვე, იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირების/სატრანსპორტო საშუალების ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს შემსყიდველის ინფორმირება. 2.9.3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ყველა იმ ინფორმაციის, ჩანაწერის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის ქონის ვალდებულებაც ეკისრება ბიზნესოპერატორს მიკვლევადობის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილების “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. 2.9.4. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი. კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტს მიანიჭოს დისკვალიფიკაცია, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ: ა) საწარმოში ვერ განახორციელა კონტროლი მწარმოებლისგან გამოწვეული მიზეზით ან ბ) საწარმოს დაუდგინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა (საწარმოს უფლება აქვს გამოასწოროს აღნიშნული არაკრიტიკული შეუსაბამობა(ები) და საწარმოს კონტროლის განოხრიცლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს განმეორებითი შემოწმების ჩატარება, განმეორებითი შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ საწარმოს აღარ აქვს არაკრიტიკული შეუსაბამობა) ან გ) საწარმოს დაუდგინდა კრიტიკული შეუსაბამობა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
1635
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
10
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.
6.2.4 გარანტიის პირობები
6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) ოდენობით. ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საკვები პროდუქტების შესყიდვა, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე. 6.2.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე. 6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით). 6.2.4.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.2.4.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან კუპრაძე, 577307705, KKupradze@cpb.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 პრიმა თავისა და საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესის და პირობების“ საფუძველზე; 10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს; 10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულნი არიან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვები პროდუქტის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკვები პროდუქტების შესყიდვის შემთხვევებისა; 10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; 10.1.5. მიმწოდებელი არ არის ვალდებული გააფორმოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით. 10.1.6.იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის ან დამატებით შესყიდვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე. 10.1.7. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, თუ წლის განმავლობაში შემსყიდველის მიერ შესასყიდი თითოეული პროდუქტის ოდენობა არ აღემატება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული აღნიშნული პროდუქტის 20%-ს. გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები; 10.1.8. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე; 10.1.8.1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად დანართი N1, რომელშიც სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.8.2. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) ლარის მეასედის სიზუსტით; 10.1.8.3. პრეტენდენტმა „დანართი N1 - ფასთა ცხრილი“ უნდა წარმოადგინოს excel-ის ან PDF ფორმატში. 10.1.9. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 10.1.10. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; 10.1.11. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; 10.1.11.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს თარგმნა არ სჭირდება, თუ იგი შედგენილია ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ქართულენას. 10.1.12. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 10.1.13. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების მოქმედების ვადაში. 10.1.13.1. წინამდებარე ტენდერის დანართ N2-ში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მიმართონ გამარჯვებულს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის ამოწურვამდე, არანაკლებ 25 სამუშაო დღით ადრე. 10.1.14 ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აცნობოს სატენდერო კომისიას აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს უარის თქმიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 10.1.15. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით. 10.1.16. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; 10.1.17. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის food2026-2027@cpb.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.cpb.gov.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 10.1.18. შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესახებ (მათ შორის იმ შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის შესახებ, რომელიც შემდგომ შემოუერთდა აღნიშნულ ტენდერს), სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
12.1 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულებიდან გამომდინარე
1 პროცენტი
12.2 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
12.3 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების 1%. ხოლო, ამ თანხის კონკრეტული ოდენობის და საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამარჯვებულ მიმწოდებელს ეცნობება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით.
13 გამარჯვებულის წინადადების მოქმედების ვადა
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია სატენდერო კომისიის ოქმით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14 კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა
კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა იწყება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან და დასრულების თარიღია 2027 წლის 31 მარტი

The same thing, bought before

CON260000381 26.06.2026 no result same category · 100% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზ…

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 15800000სხვადასხვა საკვები პროდუქტი 1 bidder 157,188 ₾
CON260000410 14.07.2026 not held same category · 100% title match · same buyer · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზ…

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 15800000სხვადასხვა საკვები პროდუქტი 0 bidders 157,188 ₾
CON250000669 10.12.2025 winner identified same category · 100% title match · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზ…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 15800000სხვადასხვა საკვები პროდუქტი → შპს დაფნა 1 bidder 125,656 ₾
CON250000263 03.07.2025 not held same category · 100% title match · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზ…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 15800000სხვადასხვა საკვები პროდუქტი 0 bidders 120,630 ₾
CON250000272 22.07.2025 winner identified same category · 100% title match · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზ…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 15800000სხვადასხვა საკვები პროდუქტი → შპს დაფნა 1 bidder 120,630 ₾
CON250000260 26.06.2025 not held same category · 100% title match · similar size

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - მაიონეზ…

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 15800000სხვადასხვა საკვები პროდუქტი 0 bidders 110,578 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

თეგეტა მოტორსი
ჰიუნდაი ავტო საქართველო
იუჯითი
ელ
შ.პ.ს. "ალტა"