1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ფქვილი ხორბლის (უმაღლესი ხარიხსი). მანანი, შვრიის ფანტელი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. 15612120 - ფქვილი ცხობისთვის. ფქვილი ხორბ. უმაღლ. -1522 კგ. - უმაღლესი ხარისხის. პროდუქტისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო; უცხო სხეულების და მავნებლების გარეშე, ფქვილი არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს; შეფუთული ქარხნული წესით, ეტიკეტით, შესაბამისი მინიშნებული დამზადებისა და ვარგისიანობის ვადით. 2. 15625000 - მანანის ბურღული. მანანი - 521 კგ. - "უმაღლესი ხარისხის, მინარევების, ნესტისა და ობის სუნის გარეშე, დაფასოებული ყუთებში, ეტიკეტით, რომელზეც მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. 3. 15613380 - შვრიის ფანტელი. შვრიის ფანტელი - 400 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მონაცრისფრო, კრემისფერიდან–მოყვითალომდე. სუნი–მსუბუქი შვრიის. ობის, შმორის და უცხო მინარევების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1, 5 ან 25 კგ–იანი შეფუთვით. –მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 50%. –სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ ორგანიზაციას ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს მათ შორის: 1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. 2 - დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 3 - სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. 4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას). 5 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 6 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს. 7- ფქვილის შემთხვევაში, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ხორბლის ფქვილის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონელი მიწოდებული უნდა იყოს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. შეტყობინების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება მარნეულის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საბავშვო ბაღებში შემდეგ მისამართებზე. 1. #1 საბავშვო ბაგა ბაღი მის: ქ. მარნეული ერეკლე მეორის ქ. #21; 2. #3 საბავშვო ბაგა ბაღი მის: ქ. მარნეული მაისის ქ. #26; 3. #4 საბავშვო ბაგა ბაღი მის: ქ. მარნეული რუსთაველის ქ. #77; 4. სოფ. წერეთლის საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ. წერეთელი 5. სოფ. საიმერლოს საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეულის, სოფ. საიმერლო; 6. სოფ. ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ. ყიზილაჯლო ; 7. სოფ. თამარისის საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ. თამარისი; 8. შაუმიანის სომხური საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ. შაუმიანი; 9. შაუმიანის ახალი საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ. შაუმიანი; 10. შულავრის ბაგა-ბაღი მის: მარნეული, სოფ. შულავერი 11. ხიხანის საბავშვო ბაღი მარნეული, სოფ. ხიხანი. 12. სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღი. მარნეული, სოფ. კაპანახჩი 13. სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღი, მარნეული, სოფ. ალგეთი 14. სოფელ სადახლოს საბავშვო ბაღი, მარნეული, სოფ. სადახლო, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში, დღის სამუშაო საათებში (10:00 - 18:00 საათებში). ფილიალების მიხედვით მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებებისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია, პროდუქტის ყველა მიწოდების ფაქტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტი გადმოაგზავნოს ორგანიზაციის მეილზე, რომელიც მითითებული იქნება ხელშეკრულებაში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიმწოდებელი ფასების ცხრილზე ხელმოწერით ეთანხმება საგარანტიო პირობებს.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ინფორმაცია მწარმოებლისა და მწარმოებელი ქვეყნის შესახებ უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილის შესაბამისად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარში"/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. 2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებზე და ინფორმაციებზე სავალდებულოა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმდებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. სატენდერო დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას მისაწოდებელი საქონლის ნიმუშები
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ. მარნეული, აღმაშენებლის ქ. N27
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას . ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მ-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორების ფორმა იქნება: უნაღდო ანგარიშსწორება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, საქონლის მიწოდების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სასაქონლო ზედდებული ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (საჭიროებისამებრ) წარმოდგენის შემდეგ
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
10 სამუშაო დღე
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზაურ კარამოვი, 593366661, zaur.karamov@gmail.com სოფიო დევდარიანი ტელ: 598 580 520
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 2. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული საქონლისა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 3. სატენდერო წინადადების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში 4. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად დამოწმებული შემდეგი დოკუმენტ(ებ)ი: ა) ფასების ცხრილი, დანართი N1-ის მიხედვით; (დანართი N1-ში მოცემული ველების შევსება სავალდებულოა)
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი