1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფერდობების დამჭერი კედლების/ყორეების აღდგენა-გამაგრებისა და ახლის მოწყობის მიზნით საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვა მოიცავს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-მოწყობის სამუშაოებს (იხ. თანდართული დოკუმენტაცია);
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 სამუშაოს ყველა ეტაპის ანგარიში, შეთანხმების დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნა, ან/და სხვა დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ბოტანიკურის ქ. N1, ა(ა)იპ ,,საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ ადმინისტრაცია; 1.5.2 მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემოთავაზებული სამშენებლო მეთოდების და მასალის შესაბამისობას ტექნიკური, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის მოთხოვნებთან და სამშენებლო ნორმებთან მიმართებით. მშენებლობაზე გამოყენებული სამშენებლო მასალების წარმომავლობის და ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატების, მწარმოებლის მიერ ქარხანაში ნიმუშების ანალიზის და მასალის ტექნიკური სპეციფიკაციების სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას შემსყიდველის მოთხოვნისთანავე. 1.5.3 მომწოდებელი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის (ბეტონის, ინერტული მასალების და ა.შ.) ლაბორატორიულ კვლევებს, რომლებიც ჩატარებული უნდა იყოს აკრედიტირებული ლაბორატორიული ორგანოს მიერ. ასევე წარმოადგენს ამა თუ იმ მასალის და ნაკეთობის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 1.5.4 მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა-2-ის, საშემსრულებლო ნახაზების, ფარული სამუშაოების აქტების მომზადებას ან/და დამოწმებას; 1.5.5 მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შემსყიდველის მიერ დაქირავებული ან/და ექსპერტიზის მიერ გამოვლენილი ხარვეზის შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადებში გამოსწორებას;
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი. 1.6.2 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, ყოველი გადახდისას, დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის გადახდაც მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი საგარანტიო ვადაში გამოვლენილ ხარვეზებს აღმოფხვრის სრულად, საკუთარი ხარჯებით; 1.6.3 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.2.1.1 პრეტენდენტს 2023-2025 წლებში, არანაკლებ 2 (ორი) ხელშეკრულების ფარგლებში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით), რომელთა ჯამური ღირებულება არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისაა. ანალოგიური ტიპის და ხასიათის სამუშაოებში ჩაითვლება სამუშაოები, რომელიც მოიცავს ფერდობის/მიწის დამჭერი, კედლების რეაბილიტაციის ან/და მშენებლობის სამუშაოებს. 2.2.1.2 პრეტენდენტმა შესაბამისი გამოცდილების დასადასტურებლად ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს - ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ. 2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშერკულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების დაწყებამდე შემსყიდველთან შეთანხმებით წარმოადგინოს 150 (ას ორმოცდაათი) კალენდარულ დღეზე გაწერილი, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული, სამუშაოთა წარმოების კალენდარული და ფინანსური გეგმა-გრაფიკი (შემდგომში - „გეგმა-გრაფიკი“).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. 4.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადებსა და წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საგარანტიო ვადას 5 (ხუთი) წელს.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ის ნიმუში (ვერსია) წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული შემსყიდველთან. 7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ დაექსპერტებულ ფორმა 2-ს (საექსპერტო მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მიმწოდებელი). 7.2.3 შემსყიდველთან წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა ფორმა 2-ს, თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლიც დაადასტურებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს და მის შესაბამისობას ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან: ფარული სამუშაოების აქტები, მასალების წარმოშობის სერტიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის დასკვნები, ფოტომასალები და სხვა. 7.2.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არღვევს ხელშეკრულების და ტექნიკური დავალების პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაასაბუთოს და ასახოს, წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და უზრუნველყოს აღნიშნულის გათვალისწინება ანაზღაურებისას. 7.2.5 შემსყიდველთან წარმოდგენილი ფორმა 2-ის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც მიმწოდებელს, ასევე საექსპერტო ორგანიზაციას (არსებობის შემთხვევაში). 7.2.6 მიმწოდებელი სამუშაოების დასრულების მომართვასთან ერთად წარმოადგენს საბოლოო ფორმა N2-ს, შესრულებული სამშენებლო სამუშაოს სრულ საექსპერტო შეფასებას (დასკვნას). საექსპერტო მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მიმწოდებელი. 7.2.7 აღნიშნულის შემდგომ, არაუგვიანეს 2 (ორი) კვირის ვადაში, შემსყიდველი/მის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი/პირები, ყველა მხარესთან ერთად, განახორციელებენ დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას (შემსყიდველი, მიმწოდებელი). 7.2.8 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოუდგინოს სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპის ამსახველი სრული დოკუმენტაციის პაკეტი: • ყველა ფარული სამუშაოს აქტები; • ლაბორატორიული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში; • მასალების და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატები; • მასალების და ტექნოლოგიური ციკლის გამოცდის აქტები, საჭიროების შემთხვევაში; • საბოლოო და შუალედური დაექსპერტებული ფორმა 2; • მშენებლობის ეტაპების ამსახველი ფოტომასალა; • საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები (მათ შორის სერტიფიცირებული ამზომველის მიერ მომზადებული აგეგმვითი საკადასტრო ნახაზი და CD დისკი Shp ფაილებით) ასეთის არსებობის შემთხვევაში)); • ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის გამოცდის აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); • სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან (რომელიც იქნება გვიან) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
რუსლან მამარდაშვილი, 598204502, r.mamardashvili@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით; 10.1.2. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). 10.1.3 სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.4. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 სატენდერო პირობებში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების აღწერისას, იმ შემთხვევაში თუ მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო პირობებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი