1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზედა სიმონეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალფენიან ნამოსახლარზე ჩასატარებელი არქეოლოგიური კვლევა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთული დანართ N1 ში - ტექნიკური დავალება. 1.2.2 შესყიდვის ობიექტის დასახელება რაოდენობით იხილეთ სატენდერო დოკუმეტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ დანართ N2-ში ფასების ცხრილში (Excel). 1.2.3 ფასების ცხრილი - დანართი N2-ის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში პრედენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 1.2.4. შემსყიდველის მიერ საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მხატვარ-არქიტექტორზე და არქეოლოგზე გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადარიცხვის ქვითარი).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან სამი კალენდარული თვე (90 კალენდარული დღე).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. არქოლოგიური კვლევის ჩატარების ადგილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზედა სიმონეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალფენიანი ნამოსახლარის ტერიტორია;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2018 წლიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო. 2.2.1.2. მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას არქეოლოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება). 2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი და შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, სგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება), შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას არქელოგიური კვლევის ანგარიში ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შესრულების ფაქტს; 2.2.1.4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში და ხელშეკრულებ(ებ)ი და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ასეთ შემთხვევაში საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და პრეტენდენტი თავისუფლდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისგან;
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
2.4.1.1. პრეტენდენტმა ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველსაყოფად უნდა გამოყოს არქეოლოგიური სამუშოების ხელმძღვანელი არქეოლოგი. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას ამ არქეოლოგის წერილობითი დადასტურება, რომ იგი უხელმძღვანელებს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას;
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
4.1.3.1. არქეოლოგიური მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალურ/სამეცნიერო საქმიანობას, სადაც ძირითად ხარჯს შეადგენს პერსონალის ინტელექტუალური რესურსი. არქოლოგიურ მომსახურებას არ გააჩნია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მსგავსი სახარჯთაღრიცხვო ნორმატივები (მაგალითად მასალის, მანქანა-მექანიზმების საბაზრო ფასი) და ამავე დროს არ არსებობს არქეოლოგიური კვლევის მარეგულირებელი ნორმები და წესები. ამ გარმოებების გამო, ფასწარქმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის მოთხოვნა მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1. წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ის ოდენობით. 7.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შესაძლებლობას უნდა აძლევდეს შემსყიდველს პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში; საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შინაარსი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 7.1.3. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, ავანსის სახით გადახდილი თანხის პროცენტული ოდენობის მიხედვით; 7.1.4. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე;
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორცილდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ხათუნა მენაბდიშვილი, 577253365, khatuna.menabdishvili@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 10.1.2. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 10.1.3. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, გარდა EXCEL-ის ფაილისა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.5. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, (დღგ-ს გარეშე); 10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. 10.1.8. პრეტენდენტი არ არის ვალდებული ხარჯთაღრიცხვაში გამიჯნულად წარადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმური მოგების და ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმები. ასეთ შემთხვევაში, გეგმური მოგება და ზედნადები ხარჯები გაითვალისწინება ერთეულის ღირებულებაში. 10.1.9. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადს (შემდგომში - დღგ), მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ–ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დღგ–ს გადამხდელი, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ–ს ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით და ამ ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის; 10.2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა ( EXCEL - ის ფორმით); ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ. დ) მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი