ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260015698
NAT260015698 NAT · აუქციონის გარეშე contract prep On procurement.gov.ge ↗

ა(ა)იპ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულებისათვის საქონლის ხორცის და ქათმის ხორცის (ფილე) შესყიდვა

7% outside our line

Can we win this?

7% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 21% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.1 bidders, 50% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 15100000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260015698
შესყიდვის სტატუსიმიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება
შემსყიდველიხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანება
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია15100000-ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება105`969.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა-
შესყიდვის გამოცხადების თარიღი29.07.2026 21:10
წინადადებების მიღება იწყება05.08.2026 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება07.08.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი1`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა1`060 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (9)

NAT260015698_ოქმი N2 ხორცი.pdf.pdf ნანა შუბითიძე 11.08.2026 17:06
NAT260015698_აღიარება-signed.pdf.pdf ნიკა გურგენიძე 13.08.2026 10:54
NAT260015698_ოქმი 3 ხორცი 14.08.2026წ.pdf.pdf ნანა შუბითიძე 14.08.2026 00:00
NAT260015698_ოქმი N 4 ხორცი.pdf.pdf ნანა შუბითიძე 18.08.2026 15:10
NAT260015698_ოქმი N 5 ხორცი.pdf.pdf ნანა შუბითიძე 21.08.2026 15:06

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
ნიკა გურგენიძე 101,451 101,451 won
NAT260015698_ფასების ცხრილი N1 ხორცი-signed (1).pdf.pdf · NAT260015698_ავტ. მანქანა-signed.pdf.pdf · NAT260015698_ფასების ცხრილი N1 ხორცი.xlsx.xlsx · NAT260015698_დანართი N2 მისამართები-signed.pdf.pdf
შპს ფუდ სერვისი 2025 104,683 104,683
NAT260015698_ფასების ცხრილი N1 ხორცი-signed.pdf.pdf · NAT260015698_ფასების ცხრილი N1 ხორცი.xlsx.xlsx · NAT260015698_შპს ახალი ხორცი ..გადამოწმება.pdf.pdf · NAT260015698_მანქანა-მაცივრის ტექ. პასპორტი.pdf.pdf · NAT260015698_ეკონომიკური საქმიანობის რეესტრი შპს ფუდ სერვისი2025.pdf.pdf · NAT260015698_ეკ. საქ. რეესტრი შპს ახალი ხორცი.pdf.pdf · NAT260015698_ბიზნესოპერატორის აღიარების სერთიფიკატი.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 29.07.2026 21:10 Announced
  • 05.08.2026 00:05 Bidding opens
  • 06.08.2026 13:29 First bid placed (2 bidders in total)
  • 06.08.2026 19:00 Last bid activity
  • 07.08.2026 12:00 Bidding closes
  • 11.08.2026 17:06 Buyer published: NAT260015698_ინტერესთა კონფლიქტი ხორცი.pdf
  • 11.08.2026 17:06 Buyer published: NAT260015698_ოქმი N2 ხორცი.pdf
  • 13.08.2026 10:54 Buyer published: NAT260015698_აღიარება-signed.pdf
  • 13.08.2026 10:57 Buyer published: NAT260015698_ი.მ. დარეჯან დემეტრაძე გეგმური.pdf
  • 14.08.2026 00:00 Buyer published: NAT260015698_ოქმი 3 ხორცი 14.08.2026წ.pdf
  • 18.08.2026 15:09 Buyer published: NAT260015698_ინტერესთა კონფლიქტი (ხორცი)1.pdf
  • 18.08.2026 15:10 Buyer published: NAT260015698_ოქმი N 4 ხორცი.pdf
  • 18.08.2026 18:45 Buyer published: NAT260015698_ფასების ცხრილი N1 დაზუსტებული-signed.pdf
  • 21.08.2026 15:06 Buyer published: NAT260015698_ოქმი N 5 ხორცი.pdf
  • 23.08.2026 22:40 Current status: contract prep

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 17 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულებისათვის საქონლის ხორცის და ქათმის ხორცის (ფილე) შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. საქონლის ხორცი - ძროხის ხორცი გაუყინავი,ახალი(გაციებული),პირველი კატეგორიის,დარბილებული,ძვალგამოცლილი მყესების,თხელი ნაჭრების და დიდი რაოდენობის ქონის გარეშე,ცილა არანაკლებ 19%,ცხიმი არანაკლებ 16%,ორგანოლეპტიკურად (ფერი ვარდისფერი,სუნი -სასიამოვნო,კონსისტენცია და სხვა)დამაკმაყოფილებელი;ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი +2- +6 °C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში,გაყინული და შემდეგ გამღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია.საქონლის ხორცის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული ცნობა (ფორმა 2),რომელზეც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი. წარმოდგენილი უნდა იყოს ეტიკეტი სასაკლაოსა და დამჭრელი საწარმოს რეკვიზიტებით და აღიარების ნომრებით, მოწოდებისას დაცული უნდა იქნეს სანიტარული ნორმები, ტრანსპორტირება მხოლოდ სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მანქანა-მაცივარი, ტემპერატურა 0-6 გრადუსამდე). პერიოდულად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს მიკრობიოლოგიური ანალიზი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან, საქონლის ხორცი დაფასოებული უნდა იყოს გამჭვირვალე პაკეტებში თავგადაკერილი, რომელიც დაშვებილია სურსათთან შეხებისათვის და სათანადოდ ეტიკეტირებული, ხორცის მიწოდება უნდა მოხდეს ორ კვირაში ერთხელ, რაოდენობა - 2520 კგ. 2. ქათმის მკერდი-ქათმის მკერდი(ფილე) ძვალგამოცლილი, გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით, ჰორმონალური დანამატების გარეშე; ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი; დაფასოებული არანაკლებ 1 კგ დან – და არაუმეტეს 2 კგ–მდე ჰერმეტულ შეფუთვაში;ქარხნული წესით.უნდა ახლდეს წარმოშობისა და ხარისხის სერთიპიკატი.მიწოდებისას დაცული უნდა იქნეს სანიტარული ნორმები,ტრანსპორტირება მხოლოდ მაცივარ-მანქანებით(ტემპერატურა 0-6-მდე),სადაც დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.იმპორტულის შემთხვევაში, შესაბამისად ეტიკეტირებული ქართულ ენაზე წარმოშობის ქვეყნის და დისტრიბუტორის რეკვიზიტებით; მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 60 კალენდარული დღე, მიწოდება ორ კვირაში ერთხელ, რაოდენობა - 1173 კგ. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: 1 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული" მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 2- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებით დამტკიცებული "ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში. 5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. 6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას). 7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებთ დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას. 8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს. 9. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის #55 დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, მოთხოვნებს. შენიშვნა: 1. მოწოდებული საქონლის ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე, ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: "საქონლის ხორცი ძვლებისაგან გამოცლილი 1. ბიზნესოპერატორის დასახელება: ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო კოდი: ბიზნესოპერატორის ფაქტიური მისამართი: ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერი: ფორმა-2-ს ნომერი და გაცემის თარიღი: სასაკლაოს დასახელება: დარბილების თარიღი: დარბილების დრო (საათი): ტან-ხორცის რაოდენობა: წონა: შენახვის პირობები (ტემპერატურა): 2. თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნეს ოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა ცხოველის დაჭრა ( 2016 წლის 9 მარტის დადგენილება N118 მუხლი 5, ნაწილი I, ქვეპუნქტი "გ". 2. „საქონლის“ ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები, ტრანსპორტირება განხორციელდეს მაცივარ-მანქანით (ე.წ. რეფრიჟერატორი) ან ნიშანდებული ტარის (თერმოკონტეინერი) საშუალებით 3. შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი (მათ შორის არაუმეტეს ერთხელ აკრედიტირებული ლაბორატორიის შემოწმება, რომლის ხარჯებსაც აანაზღაურებს მიმწოდებელი) ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო ციფრს,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებულია საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პერიოდზე და აღსაზრდელთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1,4,1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,შაბათ-კვირის, არდადეგების და დასვენების დღეების გარდა სამუშაო საათებში 9 საათიდან 17 საათამდე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ორ კვირაში ერთხელ დანართი N2-ში მითითებულ მისამართებზე
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.მოთხოვნა საქონლის რაოდენობაზე მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად, ორი დღით ადრე, მის მიერ წარმოდგენილი ელ-ფოსტის ან/და სხვა კომუნიკაციის საშუალებით. 1.5.2. საქონლის მიწოდება სტრუქტურულ ერთეულებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვირაში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. 1.5.3. საქონლის მიწოდება განხორციელდება, დანართი N2-ის მიხედვით. 1.5.4. მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებებისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2,1,1,1,პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი გაფასებული ფასების ცრილის (ხარჯთაღრიცხვის ) შესაბამისად. 2,1,1,2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს გაფასებულ ფასების ცხრილს და არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყანას, მწარმოებლის დასახელებას და საიდენტიფიკაციო კოდს (თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ საიდენტიფიკაციო კოდის მითითება არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე), რომელიც ხელომოწერილი უნდა იქნეს ელექტრონულად პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტმა ასევე სისტემაში უნდა ატვირთოს დანართი N2.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული (საკუთრების ნებისმიერი ფორმა) მანქანა-რეფრეჟერატორის(მანქანა-მაცივრის) შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს პრუდუქტისთვის საჭირო ტემპერატურის წარმოქმნას - შენარჩუნებას და უსაფრთხო, ჰიგიენურ - სანიტარული ნორმების დაცვით ტრანსპორტირებას. ინფორმაციის სახით წარმოდგენილ უნდა იქნას მანქანა-რეფრეჟერატორის(მანქანა-მაცივრის)ტექნიკური პასპორტი (საკუთრების შემთხვევაში) ან ხელშეკრულება (იჯარის შემთხვევაში).
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2,7,1,1 საქონლის ხორცის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების კოდი, რაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგანტოს მიერ ჩატარებული მწარმოებელი კომპანიის გეგმიური შემოწმების აქტი.იმ შემთხვევაში თუ გეგმიური შემოწმების აქტი 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობისაა პრეტენდენტი ვალდებულია მოითხოვოს არაგეგმიური შემოწმება. რის გამოც მიმწოდებელი ვალდებული იქნება ორ თვეში ერთხელ მოახდინოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მწარმოებელი კომპანიოის „არაგეგმიური“ შემოწმება, რისი აქტიც უნდა გადაეგზავნოს შემსყიდველს. 2.7.1.2. პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი, რეგისტრირებული უნდა იყოს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული, აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული, გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. 2.7.1.3 თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.2. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი (მათ შორის არაუმეტეს ერთხელ აკრედიტირებული ლაბორატორიის შემოწმება, რომლის ხარჯებსაც აანაზღაურებს მიმწოდებელი) ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ. 2.9.2 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ, ან შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით მინდობილი პირის მიერ. 2.9.3 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი. 2.9.4 იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი, ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%–ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის ანუ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულრბის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთარეიცხვის ჯამურ ღირებულებასთან),ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (რომელიც ხელმოწერილია აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ. (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სერტიფიკატი) . ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება 2026 წელს უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში(ლარი) ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე. 7.2.2 ხარჯი რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოხატული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ტრანსპორტირების გათვალისწინებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება პერიოდულად წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე 10 სამუშაო დრის ვადაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა შუბითიძე, 599295669, nanashubitidze97@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 პრეტენდენტებმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:ა) ფასების ცხრილი ბ) მისამართები (დანართი #2). პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,გაფასებული ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან/და შეუვსებლად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების განხორციელების გარეშე. 10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 10.1.3 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. 10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.6 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

SPA250000796 29.07.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

ა(ა)იპ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების …

ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულე… 15100000ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები → შპს კატერინა 4 bidders 112,100 ₾
SPA250001226 02.12.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

ა(ა)იპ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების …

ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულე… 15100000ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები → შპს ენ პროდუქტი 1 bidder 152,800 ₾
NAT250021810 01.12.2025 contract signed same category · 66% title match · similar size

ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალ …

კასპის მუნიციპ სკოლამდელი აღზ. დაწ. გ… 15100000ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები → აკაკი მერებაშვილი 1 bidder 102,500 ₾
NAT260014762 16.07.2026 contract signed same category · 65% title match · similar size

ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების…

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღ… 15100000ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები → ჯუმბერი ნაკაშია 1 bidder 102,566 ₾
NAT260001973 06.02.2026 contract signed same category · 65% title match · similar size

ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების…

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღ… 15100000ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები → ჯუმბერი ნაკაშია 1 bidder 97,900 ₾
NAT250014012 05.08.2025 no result same category · 65% title match · similar size

ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების…

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღ… 15100000ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები 2 bidders 74,640 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

მამუკა ჭადაშვილი 13×
შპს ნება პლიუსი
შპს ნება
კონსტანტინე ლაცაბიძე
შპს ოშხნელი და ვაჟები