ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260015700
NAT260015700 NAT · აუქციონის გარეშე evaluation On procurement.gov.ge ↗

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინისტრაციების თანამშრომელთა (მეტყევის) ყოველდღიური ფეხსაცმლის (ბათინკები) შესყიდვა

აჭარის სატყეო სააგენტო 57 tenders 1.3 avg bidders 16 failed 144 CMR deals
7% outside our line

Can we win this?

7% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 12% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.8 bidders, 48% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 18800000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260015700
შესყიდვის სტატუსიშერჩევა/შეფასება
შემსყიდველიაჭარის სატყეო სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია18800000-ფეხსაცმელი
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება51`100.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა196 (ას ოთხმოცდათექვსმეტი) წყვილი თანამშრომელთა (მეტყევის) ყოველდღიური ფეხსაცმლის (ბათინკები) სახელმწიფო შესყიდვა
შესყიდვის გამოცხადების თარიღი30.07.2026 09:12
წინადადებების მიღება იწყება08.08.2026 00:08
წინადადებების მიღება მთავრდება10.08.2026 14:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი255.00 GEL
გარანტიის ოდენობა511 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეში.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (10)

NAT260015700_bk farmer15.07.2026 14.40.pdf.pdf სალომე აბუთიძე 15.07.2026 00:00
NAT260015700_ინტერესთა კონფლიქტი.pdf.pdf დავითაძე მარიამ 13.08.2026 20:12
NAT260015700_ოქმი N2.pdf.pdf დავითაძე მარიამ 13.08.2026 20:12
NAT260015700_დანართი N1 - ფასების ცხრილი.xlsx.xlsx სალომე აბუთიძე 14.08.2026 17:05
NAT260015700_ინტერესთა კონფლიქტი.pdf.pdf თემურ ბოლქვაძე 21.08.2026 17:37
NAT260015700_ოქმი N3.pdf.pdf თემურ ბოლქვაძე 21.08.2026 17:37

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს თერძი 47,628 47,628
NAT260015700_დანართი N1 - ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf · NAT260015700_გამოცდილება თერძი-signed.pdf.pdf · NAT260015700_დანართი N2 ტექნიკური მახასიათებლები ფეხსაცმელი (1)-signed.pdf.pdf · NAT260015700_conformity-02020721.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 15.07.2026 00:00 Buyer published: NAT260015700_bk farmer15.07.2026 14.40.pdf
  • 30.07.2026 09:12 Announced
  • 08.08.2026 00:08 Bidding opens
  • 10.08.2026 12:26 First bid placed (1 bidders in total)
  • 10.08.2026 12:26 Last bid activity
  • 10.08.2026 14:00 Bidding closes
  • 13.08.2026 20:12 Buyer published: NAT260015700_ოქმი N2.pdf
  • 13.08.2026 20:12 Buyer published: NAT260015700_ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 14.08.2026 17:05 Buyer published: NAT260015700_დანართი N2 ტექნიკური მახასიათებლები ფეხსაცმელი (1)-signed.pdf
  • 14.08.2026 17:05 Buyer published: NAT260015700_დანართი N1 - ფასების ცხრილი.xlsx
  • 14.08.2026 17:05 Buyer published: NAT260015700_გამოცდილება ფეხსაცმელები--signed.pdf
  • 14.08.2026 17:06 Buyer published: NAT260015700_მიწოდების ვადა და გარანტიის ვადა-signed-signed.pdf
  • 21.08.2026 17:32 Buyer published: NAT260015700_ინტერესთა კონფლიქტი.pdf (21/08/2026 05:08)
  • 21.08.2026 17:37 Buyer published: NAT260015700_ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 21.08.2026 17:37 Buyer published: NAT260015700_ოქმი N3.pdf
  • 23.08.2026 22:40 Current status: evaluation

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 21 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინისტრაციების თანამშრომელთა (მეტყევის) ყოველდღიური ფეხსაცმლის (ბათინკები) შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს: 196 (ას ოთხმოცდათექვსმეტი) წყვილი თანამშრომელთა (მეტყევის) ყოველდღიური ფეხსაცმელი (ბათინკები). 1.2.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა: 1.2.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1). 1.2.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების ცხრილში (იხ. დანართი №2). 1.2.2.3. შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ ცხრილში (იხ. დანართი №1). 1.2.2.4. შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილის და ობიექტის აღწერის (ტექნიკური დავალება) იმ ნაწილში, სადაც მოცემული იქნება შესასყიდი საქონლის ან/და მასალების ან/და მოწყობილობის (არსებობის შემთხვევაში) სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან/და მწარმოებლი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1)მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეში. 2)მიმწოდებელმა სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს (მეტყევის) ყოველდღიური ფეხსაცმლის (ბათინკები) ზომები უნდა აუღოს სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალურ და რაიონულ ადმინისტრაციებში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1) შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალურ და რაიონულ ადმინისტრაციებში. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთდროულად, დასრულებულ მდგომარეობაში. 2) წარმოდგენილი საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი. ფეხსაცმლის თითოეული წყვილი შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად (მაგ. პოლიეთილენის პარკში ან მუყაოს ყუთში), ფეხსაცმელზე უნდა იკითხებოდეს ზომის მანიშნებელი. 3) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1)პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდეგ არ გამოავლენს დეფექტებს. 2)შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს. საგარანტიო მომსახურების დროს, სწორი მოხმარების პირობებში, ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი ან უზრუნველყოს საქონლის ახლით ჩანაცვლება, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ნაკლში/დეფექტში იგულისხმება წარმოების დეფექტი (შეკერვის ან მასალის ხარვეზი), ძირის კონსტრუქციული ხარვეზები, წყლის შეღწევადობა და ა.შ. 3)საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. 4)ტენდერში გამარჯვებულის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების/ზიანის ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1)პრეტენდენტს მოეთხოვება ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ დანართი N1-ის შესაბამისად. 2)სატენდერო წინადადებაში პრეტენდენტმა აუცილებელია მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის წყარო/ქვეყანა და მწარმოებელი. აღნიშნულის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი, სავალდებულოა აღნიშნულის მითითება (სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი შესაბამის ველში უნდა მიეთითოს მაგ: „არ გააჩნია“), ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას/დაზუსტებას, გარდა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის პრიმა 3 პუნქტისა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2023 წლის 01 იანვარიდან სატენდერო წინადადების წარმოდგენის დაწყების თარიღამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს ანალოგიური, კერძოდ ფეხსაცმლის მიწოდების არანაკლებ 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა დანართ N3 - თან ერთად უნდა წარმოადგინოს ანალოგიური საქონლის მიწოდებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ცნობა). 2.2.1.1თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს წარმოდგენილი აქვს ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება, როგორც ქვეკონტრაქტორს, ან საქონლის მიწოდება განხორციელდა არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით, ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა. 2.2.1.2.იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების საქონლის მიწოდება შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 2.2.1.3სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები. 2.2.2.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 2.2.2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი); 2.2.2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 2.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფაქტობრივად საქონლის მიწოდების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში საქონლის მიწოდების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 2.2.4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 2.2.4.1.იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს მოცემული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში. 2.2.4.2.ვინაიდან ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ამხანაგობის მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შედარებით დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 2.2.4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 2.2.5.თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, ანალოგიური საქონლის მიწოდების გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ცნობა) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დავალება-დანართი N2-ში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ გვერდის ბმული, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 2.7.1.2. ფეხსაცმელს უნდა გააჩნდეს EN 20347:2022+A1:2024 (მინიმუმ O2, FO და SR) სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი ან/და ევროკავშირის შესაბამისობის დეკლარაცია, პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებელზე ან/და მოსაწოდებელ საქონელზე გაცემული სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ძალაში მყოფი სერტიფიკატ(ებ)ი ან/და ევროკავშირის შესაბამისობის დეკლარაცია
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი N1). 2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი N1) მითითებული საქონლის შესაბამისად. 3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4) შესყიდვის ობიექტის მოწოდების პროცესში ყველა გამოყენებული მასალები და სხვა შესაბამისი საგნები უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. 5) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ნებისმიერ ეტაპზე, მოთხოვნის შემთხვევაში, დასამტკიცებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი და შეთანხმებული შესყიდვის ობიექტისათვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და სხვა შესაბამისი საგნების ნიმუშები. იმ შემთხვევაში, თუ, წარმოდგენილი მასალები და სხვა შესაბამისი საგნები არ იქნება მოწონებული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალები და სხვა შესაბამისი საგნები. 6)შესყიდვის ობიექტის მოწოდებისას, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შესყიდვის ობიექტში გამოყენებული მასალების და სხვა შესაბამისი საგნების ძირითად ნაწილზე მოითხოვოს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატები (უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). 7)შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდგომ, შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი N1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია. 8) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში. 9)მიწოდების ეტაპზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (უნდა დასაბუთდეს), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადებითი საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენა, დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი. საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენის მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადებთან, საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მოთხოვნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში. 10)შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა. 11)სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 12)სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს); 13) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
1)მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან მიმართებაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების და პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენა, რომელსაც განიხილავს შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფი. 2)ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხევაში, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება დაბალი ფასის მქონე ყოველ შემდგომ პრეტენდენტზე.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ნიმუშის წარმოდგენის ადგილია სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური ადმინისტრაცია (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N51).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ - ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობით გათალისწინებული ფორმით გაცემული უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილების/აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას)). აღნიშნული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს პრეტენდენტის მიერ ტენდერზე წარმოდგენილი ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვევაში).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში ლარში. 2) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად საქონლის მიწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის, კერძოდ, საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენის (მოთხოვნის შემთხვევაში),მიღება-ჩაბარების აქტის და სასაქონლო ზედნადების/ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 3) ეტაპობრივი (პერიოდული), შუალედური ანგარიშსწორება არ გამოიყენება. 4) იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდებული საქონლის ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია მიწოდებული საქონლის აუთვისებელი მოცულობების გადახდაზე. 5)მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1)საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2)შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო საქონლის მიწოდების დაფიქსირების შემთხვევაში მოთხოვნილი ოდენობის თანხა არ ანაზღაურდება, გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრამდე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თემურ ბოლქვაძე, 599819191, temurbolkvadze@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია შემსყიდველის სატენდერო კომისიის აპარატში, საკონტაქტო პირი: თემურ ბოლქვაძე; ტელ: +99571 10 18 36
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე. 2)ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 3)შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება). - ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას. - პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. 6)სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250017424 23.09.2025 contract signed same category · 32% title match · similar size

შესყიდვის ობიექტია სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტო"-ს თანამშრომლებისათვის სპეციალური სა…

გარემოს ეროვნული სააგენტო 18800000ფეხსაცმელი → კავკასია პლიუსი 2 bidders 45,730 ₾
NAT250008785 08.05.2025 contract signed same division · 66% title match · same buyer · similar size

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინი…

აჭარის სატყეო სააგენტო 18400000სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები → შპს კოფთა 4 bidders 87,000 ₾
NAT250021507 27.11.2025 contract signed same category · similar size

სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლებისათვის უსაფრთხოების ნ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 18800000ფეხსაცმელი → შპს Made To Make 3 bidders 62,400 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ბასმოტორს
შპს რეგი 2014
შპს დინამიტი-ლ.დ.
კასა ტრეიდი
შპს ჯეო-ავტო