ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260016065
NAT260016065 NAT · აუქციონის გარეშე bids open On procurement.gov.ge ↗

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის მოწყობა/რეაბილიტაცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 168 tenders 1.8 avg bidders 36 failed 68 CMR deals
5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 19% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260016065
შესყიდვის სტატუსიწინადადებების მიღება დაწყებულია
შემსყიდველიქობულეთის მუნიციპალიტეტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება1`051`916.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი04.08.2026 10:42
წინადადებების მიღება იწყება20.08.2026 00:08
წინადადებების მიღება მთავრდება25.08.2026 12:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი15`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა10`519 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 04.08.2026 10:42 Announced
  • 20.08.2026 00:08 Bidding opens
  • 23.08.2026 23:00 Current status: bids open
  • 25.08.2026 12:30 Bidding closes

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 21 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის მოწყობა/რეაბილიტაცია
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული პირობები გათვალისწინებული იქნება შემდგომში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში. სამუშაოები მოიცავს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის მოწყობა/რეაბილიტაციას აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დანართი N1-ისა და საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების პროექტი ატვირთულია 1.2 პუნქტში, რომლებიც ითვლება სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილად). აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლის) მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და ქარხნული წარმოების. სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვაში. დანართში გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მასალა-მოწყობილობებითა და ხარჯებით. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით. 1. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 1.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ვალდებულებათა განაწილების დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 1.2 ამხანაგობის მონაწილეთა ვალდებულებათა განაწილების დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ კითხვარის 1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს სათანადო წედით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი 2.3 პრეტენდენტის მიერ დანართი N1- ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ხარჯთაღრიცხვა და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 250 (ორას ორმოცდაათი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
 I ეტაპი - არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის შესრულების წარმოდგენა ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში.  II ეტაპი - არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ის შესრულების წარმოდგენა პირველი ეტაპის ვადის ამოწურვიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.  III ეტაპი - არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის შესრულების წარმოდგენა მეორე ეტაპის ვადის ამოწურვიდან 70 კალენდარული დღის ვადაში.  IV ეტაპი - დარჩენილი სამუშაოების შესრულების წარმოდგენა მესამე ეტაპის ვადის ამოწურვიდან 40 კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოების შესრულების დროდ ითვლება ტექ.ზედამხდეველის მიერ დადასტურებული ინფორმაციიის (ფორმა 2) შემსყიდველთან წარმოდგენის დღე. შენიშვნა: მომდევნო ეტაპით განსაზღვრული სახელშეკრულებო ღირებულების შესრულების წარმოდგენაში არ იგულისხმება წინა ეტაპით შესრულებული სამუშაოები. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ლოკაცია
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს. საგარანტიო ვადის დენა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. მიმწოდებელი პასუხს აგებს საგარანტიო ვადის ფარგლებში ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდება ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციისათვის ხელის შემშლელი ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულებას ღებულობს საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ნაკლი შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 1 500 000(ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების წყალსადენის სისტემის ან/და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები. მათ შორის პრეტენდენტს 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ქონდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების წყალსადენის სისტემის ან/და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს. 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: წყალსადენის სისტემის ან/და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები. 4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაციად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი: 4.1. 4.1. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის მიერ დადასტურებული, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი მათ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიც რომლითაც დადასტურდება ფაქტობრივად შესრულებული, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულება. არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს, სამუშაოების შესრულების აქტები (ფორმა N2). იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 4.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები ან/და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და სალაროს ქვითრები). ამასთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები ( შეტყობინება, ან/და თანხმობა ან/და % შეზღუდვა და სხვა( ხელშეკრულებაში ასეთის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.ასევე ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე. ან/და 4.2 წარმოდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვის განცხადების ნომრები (მაგ, NAT; SPA; CMR და ა.შ.). 5. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ კითხვარის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 6. ამ კითხვარის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
თუკი, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის დააფიქსირა 20% და მეტი სხვაობა (რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების საბაზრო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ღირებულების წარმოდგენას), ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ან სხვა აკრედიტებული პირთან. აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა ამისა, პრეტენდენტმა, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით. (ტექნიკური რეგლამენტი-,,სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას (სამუშაოების შესრულების ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე. - ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას. - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში; - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი; - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით; ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვეო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება, მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. 7.1.1.2. ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას). 7.1.1.3 გადახდილი ავანსის სრულად დაქვითვა განხორციელდება, როცა შესრულებული სამუშაოების მოცულობა შეადგენს 60%-ს. შესაძლებელია აღნიშნული წესი შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. 7.1.1.4 გადახდილი ავანსის დაქვითვა განხორციელდება ეტაპობრივად, წარმოდგენილი ყოველი შესრულების მიღება-ჩაბარებით გადასახდელი თანხის არანაკლებ 50%-ის ოდენობით. 7.1.1.5 მიმწოდებელი ვალდებულია, ავანსი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. 7.1.1.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიით განსაზღვრული საგარანტიო თანხა გამოითხოვოს გარანტისგან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს შემდეგი წესის შესაბამისად: ა) ნაწილობრივ ან/და სრულად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღებიდან, შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში; ბ) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. ხელშეკრულების საგნის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი აქტების (ფორმა N2) გათვალისწინებით უნდა დადასტურდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით. დასკვნის მოპოვებამდე შემსყიდველი უფლებამოსილია შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს მიღება-ჩაბარება და საბოლოო ანგარიშსწორება. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის გათვალისწინებით, რომლებშიც მხარეთა შეთანხმებით მითითებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია საბოლოო მიღება-ჩაბარებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 2.5 % ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. აღნიშნული საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობამდე შემსყიდველი არ განახორციელებს საბოლოო ანგარიშსწორებას. წარმოუდგენლობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ დამატებით დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი არ განახორციელებს ანგარიშსწორებას.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ა) ნაწილობრივ ან/და სრულად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში; ბ) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე გუნთაიშვილი, 591020281, guntaishvilisalome@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს); 7. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი; 8. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260012886 23.06.2026 not held same category · 100% title match · same buyer · similar size

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის მოწყობა/რეა…

NAT260012885 23.06.2026 not held same category · 100% title match · same buyer · similar size

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის მოწყობა/რეა…

NAT260016073 04.08.2026 bids open same category · 100% title match · same buyer · similar size

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის მოწყობა/რეა…

NAT250001035 21.01.2025 terminated same category · 46% title match · similar size

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია

NAT250003666 20.02.2025 contract signed same category · 46% title match · similar size

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია

NAT250001559 27.01.2025 terminated same category · 42% title match · similar size

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ კუშჩუს წყალმომარაგების ჭაბურღილის და წყალმომარაგ…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ზაისი და კომპანია
დიანა ვასაძე
შპს მშენებელი 2017
შპს მარდი
ჯი-თი გრუპ