1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული, სედანის ტიპის ავტომობილების რეცხვის მომსახურების შესყიდვა (ქ.გორი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალება (შსს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების, რეცხვითი მომსახურება, ფასების ცხრილში მოცემული სავარაუდო ოდენობებისა და ავტომობილების სახეობების შესაბამისად (მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების (ჰეტჩბეკი) რეცხვის მომსახურება 18 (თვრამეტი) ერთეული)): 1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი და საბარგული) რეცხვა. ამასთან მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელით სპეციალური მოწყობილობების (მაღალი წნევით რეცხვის აპარატის და მტვერსასრუტის გამოყენებით), ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების (მათ შორის სპეციალური სარეცხი ქაფის) გამოყენებით; 1.2.2 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. 1.2.3 პრეტენდენტს, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) მინიმუმ ორ ბოქსიანი ავტოსამრეცხაო სადგური, რომელიც უნდა მდებარეობდეს ქ. გორში, სუხიშვილის ქ. № 40-დან არაუმეტეს 5 კმ-ის რადიუსში (საავტომობილო გზით). 1.2.4 სამრეცხაო ობიექტი უნდა იყოს კეთილმოწყობილი და დაცული უნდა იყოს სამრეცხაო პირობები. 1.2.5 სამრეცხაო ობიექტებზე რეცხვითი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ, კვირის ნებისმიერი დღის განმავლობაში, (კვირა დღის გარდა). 1.2.6 შემსყიდველი უფლებამოსილია გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მისამართებზე განთავსებული ავტოსამრეცხაოების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ პირობებთან მიმართებაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად; 2026 წლის 01 ნოემბრიდან - 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ავტომობილების რეცხვითი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სამრეცხაო ობიექტზე, რომლიც აუცილებელია, რომ განთავსებული იყოს: ქ. გორში, სუხიშვილის ქ. № 40-დან არაუმეტეს 5 კმ-ის რადიუსში (საავტომობილო გზით).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. 1.7.1.2. მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება ელექტრონული ფოსტის ან საფოსტო წერილობითი კორესპოდენციის საშუალებით.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: (ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა, რომელის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31დეკემბრის ჩათვლით. (ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სამრეცხაოს საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სამრეცხაო მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 დეკემბერი. ამასთან, სამრეცხაოს იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე. 2.8.2. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, ინფორმაცია ავტოსამრეცხაოს მისამართის შესახებ, (შესაბამისი მისამართის მითითებით). 2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სამრეცხაო წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: (ა) შემოთავაზებული სამრეცხაოს საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). 2.9.3 იმ შემთხვევაში, თუ სამრეცხაო პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: (ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 დეკემბერი. (ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.). 2.9.4. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგენს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. 2.9.5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს ფასების ცხრილის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
ვინაიდან წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ძირითადად ერთი პირის ფიზიკურ შრომას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი წინამდებარე ტენდერში არ მოითხოვება.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარშისწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის (რომელშიც მითითებული იქნება მომსახურების გაწევის თარიღი და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი) ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. 7.3.2. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება ფიზიკური პირი, შემსყიდველი ასანაზღაურებელი თანხიდან უზრუნველყოფს საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხის გადახდას (იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირი არის აღნიშნული საპენსიო ფონდის ბენეფიციარი).
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაია დალაქიშვილი, 592799090, maia.dalaqishvili@sa.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის გათვალისწინებით, გარდა დღგ-სა. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“. 10.1.9 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი