1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ „იუსტიციის სახლის" ფილიალების გამართული ფუნქციონირებისათვის ფერადი პრინტერების (A3 ფორმატის) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
A3 ფორმატის ფერადი პრინტერი - 5 ცალი: Simplex: არაუმეტეს 10 sec / არაუმეტეს 16 sec Duplex: არაუმეტეს 17 sec / არაუმეტეს 25 sec კოპირების ფუნქცია: მაქსიმალური კოპირების რაოდენობა ავტონომიური რეჟიმიდან: არანაკლებ 99; მაქსიმალური კოპირების ზომა: Legal; კოპირების რეზოლუცია: არანაკლებ 600 x 600 dpi; კოპირების სიჩქარე: ISO 29183, A4 Simplex Flatbed (შავი/ფერადი): არანაკლებ 11.5 ipm / არანაკლებ 5.5 ipm; სკანერის ტიპი: Flatbed colour image scanner; სენსორის ტიპი: CIS; ოპტიკური რეზოლუცია: არანაკლებ 1200 x 2400 dpi; მაქსიმალური სკანირების ზომა: არანაკლებ 216 x 356 (mm); სკანირების Bit-ის სიღრმე (ფერადი): არანაკლებ 48-bit შემავალი, არანაკლებ 24-bit გამომავალი; სკანირების Bit-ის სიღრმე (Grayscale): არანაკლებ 16-bit შემავალი, არანაკლებ 8-bit გამომავალი; სკანირების Bit-ის სიღრმე (შავი/ფერადი): არანაკლებ 16-bit შემავალი, არანაკლებ 1-bit გამომავალი; სკანირების სიჩქარე: 200dpi, შავი: არანაკლებ 13 sec / 5.0 ipm 200dpi, ფერადი: არანაკლებ 28 sec / 5.0 ipm ADF-ის მოცულობა: არანაკლებ 35 ფურცელი; Fax-ის ფუნქციები: Fax-ის ტიპი: Walk-up Black-and-white and Colour Fax Capability; მეხსიერება/გვერდის მეხსიერება: არანაკლებ 1.1MB, არანაკლებ 100 გვერდი; შეცდომის კორექციის რეჟიმი: ITU-T T.30; Fax-ის სიჩქარე: არანაკლებ 33.6 kbps, არაუმეტეს 3 წმ/გვერდი; Fax-ის რეზოლუცია: არანაკლებ 200 x 200 dpi; გადამცემი ქაღალდის ზომა (Flatbed): B5, A5, A4, Letter, Legal; გადამცემი ქაღალდის ზომა (ADF): A4, Letter, Legal; მიმღები ქაღალდის ზომა: B5, B4, A5, Letter, Legal, A3; სწრაფი აკრეფა / ჯგუფური აკრეფა: არანაკლებ 100 ნომერი, არანაკლებ 99 ჯგუფი; ფაქსის მახასიათებლები: PC Fax (Transmission / Receive), Automatic Redial, Address book, Broadcast Fax (Mono Only), Transmit Reservation, Polling Reception, Fax Preview; ქაღალდის დამუშავება: ქაღალდის უჯრების რაოდენობა: არანაკლებ 2 (არანაკლებ 1 წინ, არანაკლებ 1 უკან); სტანდარტული ქაღალდის მიწოდების მოცულობა: კასეტა: არანაკლებ 250 ფურცელი A4 ჩვეულებრივი ქაღალდისთვის, არანაკლებ 20 ფურცელი პრემიუმ პრიალა ფოტო ქაღალდისთვის; უკანა სლოტი: არანაკლებ 20 ფურცელი A3 + Bain ქაღალდისთვის; გამომავალი მოცულობა: არანაკლებ 30 ფურცელი A4 Plain Paper , არანაკლებ 20 ფურცელი პრემიუმ პრიალა ფოტო ქაღალდი; ქაღალდის მაქსიმალური ზომა: არანაკლებ 329 x 1200 მმ; ქაღალდის ზომები: A3, A3+, Super B, US B (11 x 17"), Legal, Indian Legal, Letter, A4, 16K (195 x 270mm), 8K (270 x 390mm), Executive, B4, B5, A5, B6, A6, Hagaki (100 x 148mm), Mexico-Oficio, 8.5 x 13", Offico9, Half-Letter, 5 x 7", 4 x 6", 8 x 10", 11 x 14", 16:9 wide, Envelopes: #10, DL, C6, C4; ქაღალდის მიწოდების მეთოდი: Friction feed; ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობა: Mac OS X 10.6.8 or later, Windows XP / Vista / 7 / 8 / 8.1 / 10, Windows Server 2003 / 2008 / 2012 / 2016 / 2019; სახარჯი მასალები: Pigment Black Ink: არანაკლებ 7,500 გვერდი; Cyan Ink: არანაკლებ 6000 გვერდი; Magenta Ink: არანაკლებ 6000 გვერდი; Yellow Ink: არანაკლებ 6000 გვერდი; ინტერფეისი: USB: არანაკლებ 1 X USB 2.0; ქსელი: Ethernet, არანაკლებ Wi-Fi IEEE 802.11b/g/n, Wi-Fi Direct: კი; ქსელის პროტოკოლი: TCP/IPv4, TCP/IPv6; ქსელის მართვის პროტოკოლები: SNMP, HTTP, DHCP, BOOTP, APIPA, PING, DDNS, mDNS, SLP, WSD, LLTD; მართვის პანელი: არანაკლებ LCD ეკრანი, 2.7" Colour LCD Touch Screen; ნომინალური ძაბვა: AC 220 - 240 V.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 - თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით. 1.7.1.2. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა ავლენდეს ხარვეზებს. შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა). 1.7.1.3. მიმწოდებლის მიერ 1.7.1.2. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ. 2.1.1.2. წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის აღწერილობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მითითებით. 2.9.2. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მინიმალური მახასიათებლების მატარებელი ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე. 2.9.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაცია (მწარმოებლის წერილი ან/და მისაწოდებელი საქონლის პასპორტი ან/და ბმული მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან, ამობეჭდილი და ნათარგმნი ქართულ ენაზე), სადაც მითითებული იქნება საქონლის ტექნიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. 2.9.4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ბრენდს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის-ცენტრი საქართველოში, კერძოდ - ქალაქ თბილისში.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას; 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); 4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად/ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე. 7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა ჯაშიაშვილი, 577245566, najashiashvili@psh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 10.1.5. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის რომელიმე პუნქტში იკითხება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება "მსგავსი“, "ანალოგიური“ ან "ექვივალენტური. 10.1.8. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი