1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. 03212100 - კარტოფილი -11912 კგ .- კარტოფილი_უმაღლესი ხარისხის. მშრალი, ჯანსაღი, კონსტიტენცია მკვრივი, საღი, ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს გულის სიდამპლე, სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის. მიწის შემცვლელობის გარეშე, თითოეული კარტოფილის საშუალო წონა უნდა იყოს 150-დან 200 გრამამდე, დიამეტრის ზომა ყველაზე ვიწრო ადგილზე უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ. 2.03221410 - კომბოსტო- 2062კგ .კომბოსტო თავი "თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი, საღი როგორც გარედან ასევე შიგნითაც, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე . არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი არანაკლებ 15 სმ. დაფასოებული ბადე-ტომრებში. არარ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. 3. 03221100 - ბოლქვიანი და გორგლიანი ბოსტნეული -1111 კგ. - ჭარხალი_უმაღლესი ხარისხის , მრგვალი ან მოგრძო ფორმის. მკვრივი; საღი, სუფთა, ღვივის გარეშე, ფმშრალი კონსტიტენცია მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებადძარღვიანი, დაზიანებების გარეშე, მუქი წითელი , მიწის შემცველობის გარეშე არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება . სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. ბოლქვის დიამეტრი 6 სმ.-მდე 4. 03221112 - სტაფილო-4235 კგ.- სტაფილო "მაღალი ხარისხის, მშრალი, საღი, სუფთა, დაზიანების გარეშე, მკვრივი კონსტიტენცია, მოყინვის გარეშე, ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება .სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. ფერი ყვითელი. მიწის შემცველობის გარეშე.სიგრძე 12-დან 16 სმ, 5. 03221113 - ხახვი ხახვი- 1672 კგ. "ხახვი_საშუალო ზომის, თხელფოთლიანი, საღი, სუფთა, მშრალი, ღვივის და მოყინვის გარეშე, კონსტიტენცია მკვრივი, ფერი ყვითელი. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. ხახვის ბოლქვის ზომა არანაკლებ 6 სანტიმეტრი.არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. 6. 03211400 - ქერი-220 კგ. ქერი უმაღლესი ხარისხის, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, სუნი ან გემო; უცხო სხეულების და მავნებლების გარეშე, ქერი არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს; შეფუთული ქარხნული წესით, ეტიკეტით, შესაბამისი მინიშნებული დამზადებისა და ვარგისიანობის ვადით 7.03211300 - ბრინჯი -1101კგ.- ბრინჯი _უმაღლესი ხარისხის, ფერი თეთრი /მოყვითალო შეფერილობით. სუნი- სასიამოვნო (ობისა და ნესტის გარეშე) მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 97-98%-ს. უცხო მინარევების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, დაფასოებული ქარხნული წესით 1- დან 5-მდე კილოგრამიან შეფუთვაში, შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის ვადის მითითებით. 8.03221213 - წითელი ლობიო - 351კგ.- ლობიო ლობიო_თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მალე ხარშვადი, ობის სუნის გარეშე, ფორმა მოგრძო ან მრგვალი, მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს 100%–ს, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს დარჩეული– მინარევების გარეშე; დაფასოებული 1 კგ. -დან 5 კილოგრამმდე შეფუთვაში შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის ვადის მითითებით. 9. 03211000 - ბურღულეული -501 კგ . წიწიბურა- "წიწიბურა-უმაღლესი ხარისხის, ღია ჩალისფერი, ობისა და სინესტის გარეშე.საშუალო ზომის, დაზიანებების გარეშე,მარცვალი სუფთა,უცხო მინარევების გარეშე, (ობისა და ნესტის გარეშე). არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. მთელი მარცვლების წილობრივი მასა არანაკლებ 97-99%. , დაფასოებული ქარხნული წესით 1კგ-დან 5 კგ-მდე შეფუთვაში, შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის ვადის მითითებით. 10. 03221110 - ბოლქვიანი ბოსტნეული- 210 კგ . ნიორი- "ნიორი_საშუალო ზომის, საღი, სუფთა, მშრალი, კონსტიტენცია მკვრივი, ღვივის გარეშე, დაზიანების გარეშე. ფერი თეთრი– მოვარდისფრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება , სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. 11.03222321 - ვაშლი 7408 კგ. - მაღლესი ან პირველი ხარისხის, არანაკლებ საშუალო ზომისა, სახეობის შესაბამისად, მკვრივი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე ვაშლის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 7 სანტიმეტრი. 12.03222111 - ბანანი - 3604 კგ. ბანანი- საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი; არ უნდა იყოს დამპალი (არც გარედან და არც - გული) და მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა ემჩნეოდეს გადამწიფებისგან გამოწვეული შავი ლაქები; არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი; შეფერილობა - ყვითელი; თითოეულის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ; პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში. 13. 03221300 - ფოთლოვანი ბოსტნეული- 841კგ.- მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა) მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა - ცალცალკე დაფასოებული მოთხოვნის შესაბამისად) - საღი, მექანიკური და ბაქტეროლოგიური დაზიანების გარეშე, ახალი, მწვანე ფოთლებით არ უნდა იყოს სველი, გამხმარი, დამპალი და/ან გაყვითლებული. ფესვების გარეშე. ცივი დამუშავების დანაკარგი არაუმეტეს 15%, ფესვების და დაზიანების გარეშე. მიწის შემცველობის გარეშე 14.03221230 - წიწაკა- 2152კგ. - ბულგარული წიწაკა მკვრივი , მშრალი, წითელი, საღი, მექანიკური, ბაქტერიოლოგიური დაზიანებების და მავნებლების გარეშე, სიგრძე არ უნდა იყოს 10 სმ-ზე ნაკლები 15.03221420 - ყვავილოვანი კომბოსტო - 3103კგ. ყვავილოვანი კომბოსტო მაღალი ხარისხის, თეთრი შეფერილობის, საშუალო ზომის, საღი, მშრალი, დაზიანების გარეშე, მკვრივი კონსისტენციის, სუფთა,მოყინვისა და შავი წერტილების გარეშე . 16.03222210 - ლიმონი - 1201კგ ლიმონი - საღი, სუფთა, მწიფე, მკვრივი; არ უნდა იყოს დამჭკნარი, ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი; • არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები; 17. 03221430 - ბროკოლი - 150კგ. - მაღალი ხარისხის, მწვანე შეფერილობის, საშუალო ზომის, საღი, მშრალი, დაზიანების გარეშე, მკვრივი კონსისტენციის, სუფთა, მოყინვისა და შავი წერტილების გარეშე. 18. 03222330 - კურკოვანი ხილი -1201 კგ. - ვაშლატამა თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მწიფე, მკვრივი, მშრალი. არ უნდა იყოს გადამწიფებული, დამჭკნარი, ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა). გემო და ფერი უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. თითოეულის წონა უნდა შეადგენდეს 100-200 გრამს. დაფასოებული უნდა იყოს ხის, პლასტმასის ან მუყაოს ჰაერგამტარ ყუთებში. 19. 03221210 - პარკოსნები. მუხუდო -200 კგ მთლიანი საღი, სუფთა მარცვალი, ხმელი,დაზიანების გარეშე, მალე ხარშვადი, უცხო მინარევების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს 20.03221220 - ბარდა - 300კგ.- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფერი- მოყვითალო, (ობისა და ნესტის სუნის გარეშე). უნდა იყოს დარჩეული (სუფთა). დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 1კგ-დან 5- (±0,4%) კილოგრამიან შეფუთვაში, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი, შენახვის ვადები ,უცხო მინარევების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს 21. 03211000 - ბურღულეული - ფეტვის ბურღული 200 კგ. - უმაღლესი ხარისხის, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, სუნი ან გემო; უცხო სხეულების და მავნებლების გარეშე, ქერი არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს; შეფუთული ქარხნული წესით, ეტიკეტით, შესაბამისი მინიშნებული დამზადებისა და ვარგისიანობის ვადით. 22 . სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის: 22.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს. 22.2 - მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 22.3 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა დაკვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები პროდუქციის მიმოქცევისას). 22.4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317 დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ" განსაზღვრულ მოთხოვნებს. 22.5 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა" და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის" შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. 22.6 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს. 23. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა