ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › SPA260000755
SPA260000755 SPA · რევერსული აუქციონი announced On procurement.gov.ge ↗

საყრდენების, გამანაწილებელი სადების, გადამყვანი ქუსლების, ПС220-6+1.8 ტიპის საყრდენის

3% outside our line

Can we win this?

3% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 11% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.7 bidders, 31% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Incumbent შპს ლაინ ენერჯი has won 3 of the last 5 awards from this buyer here.
  • Procedure SPA: 0 wins from 1 bids.
  • Buyer relationship we have bid 2× with this buyer and won 1.
  • Category fit 44200000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიSPA260000755
შესყიდვის სტატუსიგამოცხადებულია
შემსყიდველისს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი(SPA)
შესყიდვის კატეგორია44200000-სტრუქტურული მასალები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება1`953`178.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი12.08.2026 14:32
წინადადებების მიღება იწყება19.09.2026 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება24.09.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი10`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა19`532 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 12.08.2026 14:32 Announced
  • 21.08.2026 16:32 Current status: announced
  • 19.09.2026 00:00 Bidding opens
  • 24.09.2026 12:00 Bidding closes

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 23 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საყრდენების, გამანაწილებელი სადების, გადამყვანი ქუსლების, ПС220-6+1.8 ტიპის საყრდენის 1.8 მეტრიანი სექციის ფირფიტებისა და ქუსლების შესყიდვის შესახებ.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტში მიმაგრებულ "საყრდენების, სადებების, ფირიფტებისა და ქუსლების ტექნიკური პირობები"-ს და "საყრდენების, სადებების, ფირიფტებისა და ქუსლების ესკიზური ნახაზები"-ს დოკუმენტზე რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას. 1.2.2 ქვემოთ მიმაგრებულ პირველ და მე-4 ფაილებში მოცემული ინფორმაცია ასახულია ფასების ცხრილებში, რომელიც პრეტენდენტის მიერ შესავსებია და წარმოსადგენია სატენდერო წინადადებით, კერძოდ ფასების ცხრილი #1-ის მე-3 და მე-6 სვეტი და ფასების ცხრილის #2-ის მე-3 სვეტი. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილები, PDF-ის სახით. იხ. მიმაგრებული ფაილები
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 „მიმწოდებელმა“ „შემსყიდველს“ საქონელი უნდა მიაწოდოს შემდეგი ვადების დაცვით: 1.4.1.1 ფასების ცხრილი #1-ის #1-დან #8-ის პოზიციის ჩათვლით საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 110 კალენდარული დღე. 1.4.1.2 ფასების ცხრილი #1-ის #9-დან #14-ის პოზიციის ჩათვლით საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 140 კალენდარული დღე. 1.4.1.3 ფასების ცხრილი #2-ით განსაზღვრული საქონლის მოწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 140 კალენდარული დღე. ფასების ცხრილი #1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადაში, 1.4.2 „მიმწოდებელმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უნდა განახორციელოს საყრდენების, გამანაწილებელი სადების, გადამყვანი ქუსლის და 1.8 მეტრიანი ქვედა სექციის ფირფიტების და ქუსლების დეტალური კონსტრუქციული ნახაზების დამუშავება-დახაზვა (.DWG და .PDF ფორმატებში) და სს ,,სსე”-ში წარმოდგენა შესათანხმებლად. 1.4.3 ,,შემსყიდველმა" არაუმეტეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მოწოდებული დეტალური კონსტრუქციული ნახაზების განხილვა-შემოწმება და შესაბამისი შეთანხმების ან შენიშვნების დაფიქსირება არსებობის შემთხვევაში. 1.4.4 ,,მიმწოდებელმა” არაუმეტეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ,,შემსყიდველი”-ს მიერ 1.4.3 პუნქტებით დაფიქსირებული შენიშვნების შესაბამისად უნდა განახორციელოს საყრდენების, გამანაწილებელი სადების და გადამყვანი ქუსლის დეტალური კონსტრუქციული ნახაზების კორექტირება და სს ,,სსე”-ში ხელახლა წარმოდგენა შესათანხმებლად. 1.4.5 ,,შემსყიდველმა” არაუმეტეს 6 (ექვსი) კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მოწოდებული კორექტირებული დეტალური კონსტრუქციული ნახაზების ხელახალი განხილვა-შემოწმება და შესაბამისი შეთანხმება ან შენიშვნების დაფიქსირების არსებობის შემთხვევაში “მიმწოდებელს” დაეკისრება პირგასამტეხლო სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული ხელშეკრულების პროექტის მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის შესაბამისად. 1.4.6 ზემოხსენებული შეთანხმებების მაქსიმალური ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. აღნიშნული შეთანხმებების მაქსიმალური ვადა გათვალისწინებულია საქონლის მოწოდების ვადაში და არ განიხილება მის დამოუკიდებლად. 1.4.6. საქონლის მიწოდების ვადაში, ობიექტებზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. შემსყიდველი მიმწოდებლის ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით. საქონლის მიწოდებისათვის ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 8.1 პუნქტში მიმაგრებული დოკუმენტის - "ხელშეკრულების პროექტი"-ს მე-4 მუხლის 4.5 პუნქტსა და "ხელშეკრულების პროექტი"-ს დანართი N3–ში (უსაფრთხოების წესები და პირობები). * საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირებისა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ხარჯების გათვალისწინებით, შემდეგ მისამართებზე: ა) ფასების ცხრილი #1-ის №1-დან №7 პოზიციის ჩათვლით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ადგილია: ქ/ს ,,გარდაბანი-500“ (ქ. გარდაბანი, 220 კვ ძაბვის ღგმ-ს ტერიტორია) X – 5048969 Y – 4591414. From 1 to 7th position - S/S ,,Gardabani-500” (City: Gardabani, 220 kV AIS area). ბ) ფასების ცხრილი #1-ის №8 პოზიციით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ადგილია : ქ/ს ,,გლდანი-220“ (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 სამრეწველო დასახლება). 8th position - S/S ,,Gldani-220” (City: Tbilisi, Gldani 7th industrial area), X – 488451 Y – 4628634. გ) ფასების ცხრილი #1-ის №9-დან №10 პოზიციის ჩათვლით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ადგილია : ქ/ს ,,ხაშური-220“ (ქ. ხაშური, გაგარინის ქ. №72). From 9 to 10th position - S/S ,,Khashuri-220” (City: Khashuri, gagarini str. №72), X – 385114 Y – 4652150. დ) ფასების ცხრილი #1-ის №11-დან №14 პოზიციის ჩათვლით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ადგილია : ქ/ს ,,ქუთაისი-220“ (თერჯოლის რაიონი, სოფ. სარბევი). From 11 to 14th position - S/S ,,Kutaisi-220” (Terjola municipality, Village: Sarbevi), X – 312464 Y – 4673264. ე) ფასების ცხრილი #2-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ #29 სს "სსე"-ს სასაწყობე მეურნეობის ცენტრალური საწყობი. ა. არარეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DAP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად; ბ. რეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DDP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
(!) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) ინფორმაცია საქონლის კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ: • ყველა საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელი. • სიმტკიცეზე და მექანიკურ მდგრადობაზე (მონტაჟისას მათი მექანიკური არ დაზიანების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 25 წელი. შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს ზემოთმოცემულ საგარანტიო ვადაზე ნაკლები.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
(!) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს): ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის (ფასების ცხრილი #1 და ფასების ცხრილი #2) ტიპის, წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის შესახებ. * აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
(!) 2020 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, მოსაწოდებელი საქონლის ქარხანა-დამამზადებელს უნდა გააჩნდეს საყრდენების (კუთხოვანებითა და ქანჩ-ჭანჭიკებით, საყელურებით აწყობადი საყრდენების) წარმოების ან/და მიწოდების გამოცდილება, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) რეზიდენტი საქონლის მწარმოებელი კომპანიის შემთხვევაში: მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით ან/და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურდება აღნიშნული გამოცდილება. ბ) არარეზიდენტი საქონლის მწარმოებელი კომპანიის შემთხვევაში: ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი, მწარმოებლის ბეჭდით ან/და ხელმოწერით დამოწმებული (მაგ. წერილი ან სხვა). ** დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
(!) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს): 2.7.1.1 წარმოებისათვის გამოსაყენებელ მასალებზე ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გამოსაყენებელი მასალების შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობას (დოკუმენტი არ გულისხმობს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატს). 2.7.1.2 შემოთავაზებული პროდუქციის ქარხანა-დამამზადებლის წარმოების უფლების ან/და საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული. ** დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
(!) პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (2.9.1, 2.9.2. და 2.9.3 პუნქტები, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში დამატებით 2.9.4. პუნქტი): 2.9.1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მიმაგრებული შევსებული „ფასების ცხრილები“, რომლებშიც იდენტური საქონელი განფასებული უნდა იყოს ერთიდაიგივე ღირებულებით. ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოსთხოვოს პრეტენდენტს ფასების ცხრილების კორექტირება. 2.9.2 თანხმობა ობიექტზე დაშვების პროცედურებზე. ამ მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტს - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.5 პუნქტს და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #3–ს (სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები). 2.9.3 ფასების ცხრილი #2-ით განსაზღვრული საყრდენის (ანძის) მაკომპლექტებელი პაკეტების ჩამონათვალი - მასში შემავალი ელემენტები პროფილისა და რაოდენობის ჩვენებით. 2.9.4. არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრება ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ხოლო ანგარიშსწორება განხორციელდება უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო) გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებაში. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი ან ევრო) შესახებ. * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * 2.9.5. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა - მიმწოდებელმა საქონლის მოწოდებასთან ერთად საქონლის მოწოდებისას წარმოადგინოს ფასების ცხრილი #2-ით განსაზღვრული მოწოდებული საყრდენის (ანძის) სამონტაჟო სქემის ნახაზი (ამობეჭდილი ვერსია A1).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება უნდა განხორციელდეს „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით ან აუდიტორული დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შემფასებლის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი). დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით. განსხვავებული პირობა: იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობს ქარხანა-მწარმოებელი, რომელიც შემსყიდველს სთავაზობს უშუალოდ მის მიერ წარმოებულ/დამზადებულ შესყიდვის ობიექტს, იგი თავისუფლდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებისაგან, ვინაიდან, ბაზრის მოცემული სეგმენტი ხასიათდება მაღალი დონის კონკურენციით, ხოლო ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტი შესაძლოა შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, რაც ზიანს მიაყენებს ქარხანა/მწარმოებლის ინტერესებს. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით; ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით. 6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით; 6.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; 6.4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება; 6.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად; 6.4.6. შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე; 6.4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 6.4.8. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)); 6.4.9. რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი). 6.4.10. არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები: - იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, დოკუმენტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: • მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული საავანსო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით; • ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწემბული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით. - მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას; - იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში; - არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში; - ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად. - უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით); - რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი). - არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება 2 ეტაპად (სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.4.1 ველში მითითებული საქონლის მოწოდების ვადების შესაბამისად), ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება 2 ეტაპად (სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.4.1 ველში მითითებული საქონლის მოწოდების ვადების შესაბამისად) ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; 2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; 3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ. 4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ. 5. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 6. ფასების ცხრილების წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 32-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად. 7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; 9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს. 10. სატენდერო დოკუმენტაციაში და მის დანართებში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

SPA260000564 15.06.2026 terminated same category · 100% title match · same buyer · similar size

საყრდენების, გამანაწილებელი სადების, გადამყვანი ქუსლების, ПС220-6+1.8 ტიპის საყრდენის

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსის… 44200000სტრუქტურული მასალები 3 bidders 2,096,099 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

მანტა სისტემსი
შპს ჯი-თი ჯგუფი
შპს ედისონ სთორი
შპს ეგო
შპს ემეს ჯორჯია