1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2023 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR-23-10216 ) „ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა აკადემიური ორტომეულის გამოცემა და პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ციფრული მატიანის მომზადება“ ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნისა და ნათარგმნი ტექსტის რედაქტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
„ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე’’-ს ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე თარგმნისა და ნათარგმნი ტექსტის რედაქტირების მომსახურება. სათარგმნი მასალის მოცულობა შეადგენს: დაახლოებით 117 000 ასო-ნიშანი (ინტერვალის ჩათვლით) - 65 ნაბეჭდი გვერდი (სათარგმნი ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილები მეორდება). ერთ გვერდად ითვლება სათარგმნი ტექსტის 1800 ასო-ნიშანი (ინტერვალის ჩათვლით). სავალდებულო მოთხოვნები: 1.2.1. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული. ნათარგმნი მასალის შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან. ნათარგმნი მასალა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. 1.2.2. შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ წარდგენილი მასალა შეათანხმოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მიმწოდებელს შენიშვნებით. 1.2.3. მიმწოდებელს უნდა შეეძლოს რედაქტირებული ტექსტის მიხედვით კორექტურის შეტანა, იმ შემთხვევაში თუკი ტექსტის ჩასწორება შეუძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად, ისე დროის თვალსაზრისით და ტექსტი ნათარგმნი მასალა, წარმოდგენილი იქნება ხარვეზებითა და შეცდომებით, შემსყიდველი ვადაზე ადრე წყვეტს ხელშეკრულებას, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45(ორმოცდახუთი) დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ნათარგმნი მასალის მიწოდება უნდა განახორციელდეს ელექტრონული ფორმატით, შემდეგ ელ. მისამართზე: maiatsertsvadze@yahoo.com; gabodzejuli@gmail.com.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. მთარგმნელობითი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მ ოთხოვნებს, უნდა შეესაბამებოდეს ფართოდ მიღებულ საერთაშორისო ლინგვისტურ სტანდარტებს, ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული და მისი შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალ ტექსტთან; 1.7.1.2. სათარგმნი მასალის თარგმნა უნდა განხორციელდეს ერთი და იმავე პირის მიერ, ერთიანი სტილის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან სხვადასხვა პირის მიერ შესრულებული თარგმანი ვერ უზრუნველყოფს ტექსტის სტილისტურ ერთგვაროვნებას 1.7.1.3. ინსპექტირების პროცესში წუნის/ხარვეზის ან/და უხარისხო მომსახურების აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წუნის/ხარვეზის ან/და უხარისხო მომსახურების გამოსწორება, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ჰუმანიტარული დარგის (მათ შორის: ფილოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი, ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობითი) ტექსტების თარგმნის გამოცდილება. 2.2.1.2. ანალოგიური სამუშაოების ინგლისურ ენაზე თარგმნის გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს მის მიერ ნათარგმნი არანაკლებ 3 (სამი) მონოგრაფია/მასალა. აღნიშნული ნაშრომები გამოცემული უნდა იყოს ნაბეჭდი სახით და მათში მკაფიოდ უნდა იდენტიფიცირებოდეს მთარგმნელი 2.2.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს თარჯიმნის განახლებული CV/რეზიუმე და/ან პორტფოლიო, სადაც დეტალურად იქნება ასახული მისი სამუშაო გამოცდილება, შესრულებული პროექტები და კვალიფიკაცია, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას მოთხოვნებთან. 2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს იურიდიულ პირს/მთარგმნელობით ბიუროს, იგი ვალდებულია სატენდერო წინადადებაში წინასწარ დაასახელოს ერთი კონკრეტული ფიზიკური პირი (მთარგმნელი), რომელიც უშუალოდ შეასრულებს თარგმნის მომსახურებას. სათარგმნი მასალის თარგმნა უნდა განხორციელდეს სრულად აღნიშნული ერთი და იმავე პირის მიერ, ერთიანი სტილისა და ტერმინოლოგიური თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა პირის მიერ შესრულებული თარგმანი დაუშვებელია, ვინაიდან იგი ვერ უზრუნველყოფს ტექსტის სტილისტურ ერთგვაროვნებას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
2.1. ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.2.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას შემსყიდველი განახორციელებს: მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ანგარიშსწორების დოკუმენტის გამოწერის, თსუ ინსპექტირების ჯგუფის/პირის მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 7.2 პუნქტის შესაბამისად შედგენილი მიღება ჩაბარების აქტის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა, 577943294, lela.kopaleishvili@tsu.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; 5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი