1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მარკეტინგული ატრიბუტიკის (თანმდევი მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 სავალდებულო მოთხოვნა ყველა პოზიციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის: • გამოსაყენებელი ფერები უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის "ბრენდბუქით" განსაზღვრულ ფერებს; • ბეჭდვისას გამოსაყენებელი ფონტის მიმწოდებლისთვის გადაცემას უზრუნველყოფს შემსყიდველი; • გამოსაყენებელი იმიჯების დიზაინის მიმწოდებლისათვის გადაცემას უზრუნველყოფს შემსყიდველი; • ყველა იმ პოზიციაზე, რომელიც მოიცავს ბეჭდვით ელემენტებს, შესაბამისი მომსახურება გაწეული უნდა იყოს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე; (ნაბეჭდი ასოები უნდა იკითხებოდეს გარკვევით, გამოსახულების კონტურები უნდა იყოს მკაფიო, ფერები - ნათელი და არაბუნდოვანი). 1.2.2 შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში - „ტექნიკური დავალება".
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 1.4.2. შემსყიდველმა მოთხოვნა უნდა განახორციელოს არაუგვიანეს 2026 წლის 10 დეკემბრისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტების მიწოდება (თანმდევი მონტაჟით) განხოციელდება #1 დანართის შესაბამისად, შემდეგ მისამართებზე; • თბილისის იუსტიციის სახლი • თელავის იუსტიციის სახლი • ხონის იუსტიციის სახლი • ახალქალაქის იუსტიციის სახლი • ოზურგეთის იუსტიციის სახლი • გორის იუსტიციის სახლი • ფოთის იუსტიციის სახლი • ბოლნისის იუსტიციის სახლი • თიანეთის იუსტიციის სახლი • მარნეულის იუსტიციის სახლი • სენაკის იუსტიციის სახლი • რუსთავის იუსტიციის სახლი • ვარკეთილის იუსტიციის სახლი • ლანჩხუთის იუსტიციის სახლი • იორმუღანლოს იუსტიციის სახლი • ახალსოფლის იუსტიციის სახლი • წნორის იუსტიციის სახლი • მეჯვრისხევის იუსტიციის სახლი • ბერძენაულის იუსტიციის სახლი • ხრეითის იუსტიციის სახლი • უსახელოს იუსტიციის სახლი • საჩხერე იუსტიციის სახლი • კორბოული იუსტიციის სახლი • საწირე იუსტიციის სახლი • ზედა საზანოს იუსტიციის სახლი • დიდი ჯიხაიშის იუსტიციის სახლი • შორაპნის იუსტიციის სახლი • აბაშის იუსტიციის სახლი • აწყურის იუსტიციის სახლი • კუმურდოს იუსტიციის სახლი • მუხრანის იუსტიციის სახლი • ფასანაურის იუსტიციის სახლი • ნიგოითის იუსტიციის სახლი • კოხნარის იუსტიციის სახლი • ამბროლაურის იუსტიციის სახლი • ლენტეხის იუსტიციის სახლი • ცაგერის იუსტიციის სახლი • ლაჯანას იუსტიციის სახლი • ქობულეთის იუსტიციის სახლი • ჭრებალოს იუსტიციის სახლი • სამტრედიის იუსტიციის სახლი • ყვარლის იუსტიციის სახლი • ფოკის იუსტიციის სახლი • ზესტაფონის იუსტიციის სახლი • ჭიათურის იუსტიციის სახლი • გურჯაანის იუსტიციის სახლი • კაჭრეთის იუსტიციის სახლი • ზუგდიდის იუსტიციის სახლი
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. მოწოდებულ შესყიდვის ობიექტებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. 1.7.1.2. შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტების ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. 1.7.1.3. მიმწოდებლის მიერ 1.7.1.2 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სახის ნიმუშები: • დანართით განსაზღვრული წებოვანი ფირის (არაკალის) ნიმუში (არანაკლებ 5სმX5სმ ზომის); • დანართით განსაზღვრული PVC-ს ნიმუში (არანაკლებ 5სმx5სმ ზომის); • დანართით განსაზღვრული ალუკაბონდის, მილ-კვადრატისა და სტიკერის ნიმუში (არანაკლებ 5სმX5სმ ზომის); • დანართით განსაზღვრული პილონის აღჭურვისთვის საჭირო ალუკაბონდის (არანაკლებ 5სმX5სმ ზომის), რომელიმე ასოს, თეთრი ორგმინის (არანაკლებ 5სმX5სმ ზომის) ნიმუში.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ.თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 - თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას; 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); 4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების (მონტაჟის) ღირებულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; 7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების (მონტაჟით) შემდეგ, ფაქტობრივად მoწოდებული შესყიდვის ობიექტებისა და გაწეული მომსახურების (მონტაჟის) შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა ჯაშიაშვილი, 577245566, najashiashvili@psh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 10.1.5. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის რომელიმე პუნქტში იკითხება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება "მსგავსი“, "ანალოგიური“ ან "ექვივალენტური. 10.1.8. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი