1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1 - მაცივარი - 1 კარიანი: 85-135 ლიტრიანი, ენერგომოხმარების კლასი - არანაკლებ A+ ან/და არანაკლებ E. საყინულის მოცულობით არა ნაკლებ 4 ლიტრი ნახევრად მშრალი ყინვის რეჟიმით - 41 ცალი 2 - მაცივარი ორკამერიანი - ორ კამერიანი მაცივარი, 2 ტემპერატურის რეჟიმით, მოცულობა არანაკლები 250 ლიტრის, მშრალი ყინვის, საყინულით, სამაცივრე სექციაში არანაკლებ 3 თაროთი, არანაკლებ 1 უჯრით, საყინულეში არანაკლებ ორი განყოფილებით გამოყოფილი მოხსნადი თაროთი. - 3 ცალი 3 - საყინულე - "მოწყობილობის ტიპი: საყინულე, სიმაღლე არანაკლებ 80 სმ, სიგანე არანაკლებ 60 სმ, სიღრმე არანაკლებ 50 სმ მოცულობა: არანაკლებ 120 ლიტრი. ტემპერატურული დიაპაზონი: მუშაობის შესაძლებლობა არანაკლები -5C დან − 24 C მდე ( ან ურო ცივი) დიაპაზონში. მართვა და მონიტორინგი: ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია. შიდა მოწყობა: აღჭურვილი მინიმუმ ერთი თაროთი ან სათავსოთი. დიზაინი: წინა კარით ან ზედა ჩატვირთვის ფუნქციით " - 2 ცალი 4 - ვიტრინა მაცივარი - "ვიტრინა მაცივარი , მშრალი ყინვის, ტემპერატურის დიაპაზონი: 0℃-დან 10℃-მდე (± 2℃) ორმაგად გამაგრებული მინის კარი, ტემპერატურის მანიშნებელი ინდიკატორი, მექანიკური მართვა (ელექტრონულით სურვილისამებრ) ზომები (სიმაღლე,სიგანე,სიღრმე): არანაკლებ 200 x 65 X 65 სმ . განათების ტიპი: განათება (იხ. ფოტო ნიმუშად)" - 5 ცალი 5 - ყავის აპარატი - "ყავის აპარატი, მოცულობა / პორციები: არანაკლებ 1.2 ლიტრი (დაახლოებით 10-15 ფინჯანი). სიმძლავრე: 1000-1500 W, ფერი: შავი; სითბოს შენარჩუნება: ავტომატური გათიშვის ფუნქციით 30-40 წუთში და შემდეგ უსაფრთხოების მიზნით- გათიშვით" - 2 ცალი ; 6 - ელექტრო ჩაიდანი - "ელექტრო ჩაიდანი - მინიმუმი 1.700 ლიტრი სიძლავრე: 1850-2200W მასალა: მეტალი ან პლასტმასი ან მინა ან კომბინირებული ამ სამი ჩამონათვალიდან." - 15 ცალი ; 7 - მიკროტალღური ღუმელი - მოცულობა არანაკლებ 20ლ გაცხელება, გალღობის ფუნქციით, სიმძლავრე არანაკლებ 700w - 12 ცალი ; 8 - ხელის ბლენდერი ჭიქით - არანაკლებ 1000w ჭიქის მოცულობა არანაკლებ 700მლ - 7 ცალი ; 9 - წყლის ელექტრო გამაცხელებელი - "მოცულობა: 45-55 ლიტრიანი კორპუსის ფორმა და მონტაჟი: ცილინდრული (მრგვალი), კედლის, ვერტიკალური მონტაჟის. ნომინალური სიმძლავრე: 1.5 kW – 2.0 kW სამუშაო ძაბვა: 220-240 V, 50 Hz. მაქსიმალური სამუშაო წნევა: არანაკლებ 8 bar; სითბური დანაკარგი 24 საათის განმავლობაში (65°C-ზე): არაუმეტეს 1 kWh.; ელექტროდაცვის კლასი: არანაკლებ IPX3 თერმოიზოლაცია: ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი სიმკვრივის პოლიურეთანის (CFC-free Polyurethane) ფენა. ავზის შიდა საფარი დაფარული: ფოლადი, დაფარული მაღალტემპერატურული ანტიკოროზიული მინანქრით (ტიტანის ან ემალით). მართვა და ინდიკაცია: გარე მექანიკური თერმოსტატი (ტემპერატურის ხელით რეგულირების შესაძლებლობით, კორპუსის გარედან). კორპუსზე დატანილია წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი (თერმომეტრი ან/და LED ინდიკატორი). უსაფრთხოების სისტემა: მოწყობილობა ჩაშენებული ორმაგი უსაფრთხოების თერმოსტატით (Dual safety thermostat), რომელიც უზრუნველყოფს ავარიულ მექანიკურ გათიშვას გადახურებისას. კომპლექტში: წნევის დამგდები დამცავი უკუსარქველი." - 4 ცალი ; 10 - წყლის ელექტრო გამაცხელებელი - "მოცულობა: 95-105 ლიტრიანი კორპუსის ფორმა და მონტაჟი: ცილინდრული (მრგვალი), კედლის, ვერტიკალური მონტაჟის. ნომინალური სიმძლავრე: 1.5 kW – 2.0 kW სამუშაო ძაბვა: 220-240 V, 50 Hz. მაქსიმალური სამუშაო წნევა: არანაკლებ 8 bar; სითბური დანაკარგი 24 საათის განმავლობაში (65°C-ზე): არაუმეტეს 1.6 kWh.; ელექტროდაცვის კლასი: არანაკლებ IPX3 თერმოიზოლაცია: ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი სიმკვრივის პოლიურეთანის (CFC-free Polyurethane) ფენა. ავზის შიდა საფარი დაფარული: ფოლადი, დაფარული მაღალტემპერატურული ანტიკოროზიული მინანქრით (ტიტანის ან ემალით). მართვა და ინდიკაცია: გარე მექანიკური თერმოსტატი (ტემპერატურის ხელით რეგულირების შესაძლებლობით, კორპუსის გარედან). კორპუსზე დატანილია წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი (თერმომეტრი ან/და LED ინდიკატორი). უსაფრთხოების სისტემა: მოწყობილობა ჩაშენებული ორმაგი უსაფრთხოების თერმოსტატით (Dual safety thermostat), რომელიც უზრუნველყოფს ავარიულ მექანიკურ გათიშვას გადახურებისას. კომპლექტში: წნევის დამგდები დამცავი უკუსარქველი." - 6 ცალი ;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომწოდებელმა მოწოდება და მითითებულ სასაწყობო ფართებში დასაწყობება უნდა განახორციელოს ფასთა ცხრილში მითითებული მისამართების და რაოდენობებისა შესაბამისად საკუთარი სახსრებით და ადამიანური რესურით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში (ფასების ცხრილი)
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტი ვალდებულია მიუთითოს ველებში: მწარმოებელი ქვეყანა და მწარმოებელი/ბრენდი და მოდელი ან კატალოგის ნომერი (მოდელის ან კატალოგის ნომრის არ არსებობის შემთხვევაში, ველში ჩაიწეროს მაგ: ,,არ არსებობს", „არ გააჩნია“).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1️⃣ პრეტენდენტმა, სატენდერო დოკუმენტაციის 1,2 და 1,3 პუნქტების ყველა პოზიციებზე უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის: კატალოგები, ინსტრუქციები, მოდელების ტექნიკური პასპორტები (Technical Data Sheet / Product Fiche) ან/და ოფიციალური საინფორმაციო ბროშურები, მწარმოებლის წერილი, წარმოებლის ვებ-ბმულები ან მსგავსი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს სატენდერო მოთხოვნებთან წინადადების შესაბამისობას. სატენდერო წინადადებასა და კატალოგს/პასპორტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის წერილობითი დასტური პარამეტრის კორექტირების-შესაბამისობის შესახებ. * შენიშვნა: ვებ-ბმულის წარმოდგენის შემთხვევაში ვებ-ბმულზე ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე. * შენიშვნა: აღნიშნულ ვებ-ბმულებში ან/და დოკუმენტ(ებ)ში უნდა იდენტიფიცირდებოდეს ინფორმაცია შემოთვაზებული პროდუქტის მწარმოებლის/ბრენდის და მოდელის/კატალოგის ნომრის (იგულისხმება ფასების ცხრილის შესაბამის ველებში წარმოდგენილი ინფორმაცია) შესახებ. 2️⃣ ელექტრო კვების პარამეტრები და როზეტის ჩანგალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ელექტრომომარაგების მოთხოვნებს. 3️⃣ მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მონტაჟი უნდა უზრუნველყოს საჭირო მარაგნაწილებით. 4️⃣ ✅ ფასთა ცხრილი წარმოდგენილი (სისტემაში ატვირთული) უნდა ოყოს Excel-ის ფორმატის სახით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) დადასტურების დღიდან - სატენდერო დოკუმენტაციის 7.3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 მუხლში მითითებული პირობების და დოკუმენტების წარმოდგენის შესაბამისად, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თინათინ ჭანტურიძე, 592212187, tsmu@procurement.gov.ge 2 54 24 56
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
✔ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ✔ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. ✔ პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. ✔ პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე. ✔ თუ სატენდერო დოკუმენტაციაში და ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი, ან სურათი, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია გულისხმობს „მსგავსის“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობას, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. ✔ პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი