1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 43.14.43.483) შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის, შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იზოლატორის შენობის და გამშვები პუნქტის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, წმინდა ნინოს ქ. N17-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 43.14.43.260) არსებული შენობა N01(1)-ის და N02(1)-ის სადემონტაჟო სამუშაოების, ახალი ვოლიერის, ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 43.14.43.483): ა) შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სავარაუდო ღირებულებით - 2 729 703.26 (ორი მილიონ შვიდას ოცდაცხრა ათას შვიდას სამი ლარი და 26 თეთრი) ლარი; ბ) შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იზოლატორის შენობის მშენებლობა, სავარაუდო ღირებულებით - 2 707 534.55 (ორი მილიონ შვიდას შვიდი ათას ხუთას ოცდათოთხმეტი ლარი და 55 თეთრი) ლარი; გ) გამშვები პუნქტის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, სავარაუდო ღირებულებით - 202 734.36 (ორას ორი ათას შვიდას ოცდათოთხმეტი ლარი და 36 თეთრი) ლარი; დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, წმინდა ნინოს ქ. N17-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 43.14.43.260) არსებული შენობა N01(1)-ის და N02(1)-ის სადემონტაჟო, ახალი ვოლიერის, ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით - 773 354.27 (შვიდას სამოცდაცამეტი ათას სამას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 27 თეთრი). 1.2.2 ა) შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დეფექტურ აქტებში. ბ) ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იქნას დეფექტური აქტების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვების წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ცალკეული ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ამავე ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. 1.2.3 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დეფექტურ აქტში. 1.2.4 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას დეფექტური აქტის მიხედვით, ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებსდარღვევის აღმოფხვრისაგან. 1.2.6 სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი. 1.2.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამშენებლო მოედანზე არანაკლებ 2 (ორი) ერთეული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მონტაჟი (არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის ფუნქციით). აღნიშნულ კამერებზე წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ მითითებულ არანაკლებ 4 (ოთხ) თანამშრომელს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 (ოთხას ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სამუშაოების შესრულების ადგილი: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭითაწყარი მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ: 43.14.43.483); ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭითაწყარი, წმინდა ნინოს ქ. N17-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ: 43.14.43.260).
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებულ სამუშაოებზე, გამოყენებულ მასალებზე, დანადგარებზე და აგრეგატებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის, გენერატორებზე 4 (ოთხი) წლის, სახურავის ვარგისიანობაზე 5 (ხუთი) წლის, ხოლო რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე 25 (ოცდახუთი) წლის განმავლობაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს როგორც შენობ(ებ)ის სამშენებლო ასევე შენობ(ებ)ის სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობით, აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2); 2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უშუალოდ ერთ-ერთ ობიექტზე შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის სამშენებლო ან შენობის სარემონტო სამუშაოები, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2); 2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ვერსიები. 2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს მის მიერ აღებული ნებართვის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, პრეტენდენტმა აღნიშნულის დასატასტურებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებითაც შემსყიდველს საშუალება ექნება მოახდინოს განხორციელებეული სამუშაოების ტიპისა და ღირებულების იდენტიფიცირება.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. 2.5.1.2 სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ორჯერ ზედიზედ დარღვევისთვის შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
მოცემულ ეტაპზე ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუმცა შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, პრეტენდენტს უფლება არ აქვს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 120 (ასოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1 წინასწარი ანგარიშწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 120 (ასოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად. 7.1.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა N3) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუზველზე პროპორციით 40%/60%, საიდანაც 40% დაკავდება ჩარიცხული ავანსის გამოსაქვითად, ხოლო დარჩენილი 60%-ის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის სასარგებლოდ, არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობისა. 7.1.1.3 შემსყვიდველი უფლებამოსილია 7.1.1.1 პუნქტით ავანსად მიღებული თანხის დაუმოწმებელი (გამოუქვითავი) ნაწილი (7.1.1.2 პუნქტში მითითებული პროპორციული გამოქვითვის გათვალისწინებით) სრულად დაფაროს საბოლოოდ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ფორმა N3-დან. 7.1.1.4 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყვიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნახევარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტია. 7.1.1.5 მომწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვა. 7.1.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად „მიმწოდებლის“ მხრიდან დადასტურებული სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N3) და შესაბამისი ანგარიშფაქტურის შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველი უფლებამოსილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. 2. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა N2) შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ანგარიშფაქტურის შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლაშა ლევერაშვილი, 598979794, lashalevera13@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით გურამ იაშვილს ტელ: 599 71-71-51.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან სამშენებლო ფასების პორტალზე (https://cpp.procurement.gov.ge) გამოქვეყნებული უმცირესი ფასების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს). 10.1.9 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დეფექტური აქტის მიხედვით - (ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 10.2.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი