1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
უჯრედის სტაციონალური დამიწების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი ცხრილის, ფირნიშის და ნიმუშის სახით. იხ. მიმაგრებული ფაილები. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოცემულია მიმაგრებულ ფაილში. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1.2.1.ამ ველში მოცემული სრულად შევსებული ტექნიკური სპეციფიკაციის ცხრილი. 1.2.2. შემოთავაზებული სტაციონალური დამიწების კონსტრუქცია თავსებადი უნდა იყოს ტექნიკურ დავალებაში მითითებული უჯრედის ტიპთან როგორც გაბარიტული ისე ელექტრული კუთხით - აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტაციონალური დამიწების კონსტრუქციის მწარმოებელი კომპანიის თანხმობის წერილი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირებისა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ხარჯების გათვალისწინებით. ქ.თბილისი - ქ/ს დიდუბე 220 - აგლაძის ქუჩა #34. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
(!) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ. საქონლის საგარანტიო ვადა : 1 (ერთი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საქონლის საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 1 (ერთი) წელზე ნაკლები მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა,მწარმოებელი კომპანია და ტიპი ან/და მოდელი. * აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
საქონლის მოწოდებისას უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული სამონტაჟო/საექსპლოატაციო ინსტრუქცია ქართულ ან ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ: 2.9.1. "პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული შევსებული ფასების ცხრილი. 2.9.2. მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული მოწყობილობის წარმოების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მწამოებლის მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი, მწარმოებლის ბეჭდით ან/და ხელმოწერით დამოწმებული. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 32-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს: ა) „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით. დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი ან ბ) შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით გათვალისწინებული საქონლის (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს საქონლის იდენთიფიცირება წარმოშობის ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის და ტიპის ან/და მოდელის მიხედვით) სრულად მოწოდების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, დოკუმენტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: • მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული საავანსო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით; • ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწემბული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით. - მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას; - იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში; - ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; - უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე; - რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი). - არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
აკაკი ლოლაზე, 599240040, akaki.loladze@gse.com.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; 2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; 3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ. 4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ. 5. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 6. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 32-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად. 7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; 9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს. 10. სატენდერო დოკუმენტაციაში და მის დანართებში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი