ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260016028
NAT260016028 NAT · აუქციონის გარეშე contract prep On procurement.gov.ge ↗

სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული 2023 წელს წარმოებული 5 ერთეული "PIAGGIO"-ს ფირმის "Mp3 300" მოდელის სამ თვლიანი სკუტერის (ტრიციკლი) შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

შემოსავლების სამსახური 285 tenders 2.1 avg bidders 35 failed 498 CMR deals
10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 19% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.4 bidders, 52% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Buyer relationship we have bid 5× with this buyer and won 2.
  • Category fit 50100000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260016028
შესყიდვის სტატუსიმიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება
შემსყიდველიშემოსავლების სამსახური
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
შესყიდვის კატეგორია50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი03.08.2026 18:56
წინადადებების მიღება იწყება09.08.2026 00:09
წინადადებების მიღება მთავრდება11.08.2026 13:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი1`587.00 GEL
გარანტიის ოდენობა100 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება158`713.00 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება10`000.00 GEL

Buyer documents & protocols (6)

NAT260016028_ოქმი N2.pdf.pdf თამარ ჩიხლაძე 14.08.2026 18:31
NAT260016028_03 იჯარის ხელშეკრულება-signed.pdf.pdf ოთარ ბიბილეიშვილი 18.08.2026 00:58
NAT260016028_08 განახლებული წერილები-signed.pdf.pdf ოთარ ბიბილეიშვილი 20.08.2026 16:33
NAT260016028_ოქმი N3-NAT260016028.pdf.pdf თამარ ჩიხლაძე 20.08.2026 18:00

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს პიტსტოპ მოტო 158,713 158,713 won
NAT260016028_01 დანართი N1-პრეისკურანტი.xlsx.xlsx · NAT260016028_02 დანართი N2-ტრიციკლების სია-signed.pdf.pdf · NAT260016028_03 იჯარის ხელშეკრულება-signed.pdf.pdf · NAT260016028_04 სერვის ცენტრი-signed.pdf.pdf · NAT260016028_05 მომსახურების საგარანტიო ვადები-signed.pdf.pdf · NAT260016028_06 ხელსაწყოების სია -signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 03.08.2026 18:56 Announced
  • 09.08.2026 00:09 Bidding opens
  • 09.08.2026 19:23 First bid placed (1 bidders in total)
  • 09.08.2026 19:23 Last bid activity
  • 11.08.2026 13:30 Bidding closes
  • 14.08.2026 18:31 Buyer published: NAT260016028_ოქმი N2.pdf
  • 18.08.2026 00:57 Buyer published: NAT260016028_03 იჯარის ხელშეკრულება ლიდერი სრული-signed.pdf
  • 18.08.2026 00:58 Buyer published: NAT260016028_07 მომსახურების გაწევის ვადები-signed.pdf
  • 18.08.2026 00:58 Buyer published: NAT260016028_03 იჯარის ხელშეკრულება-signed.pdf
  • 20.08.2026 16:33 Buyer published: NAT260016028_08 განახლებული წერილები-signed.pdf
  • 20.08.2026 18:00 Buyer published: NAT260016028_ოქმი N3-NAT260016028.pdf
  • 23.08.2026 23:00 Current status: contract prep

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 16 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული 2023 წელს წარმოებული 5 ერთეული "PIAGGIO"-ს ფირმის "Mp3 300" მოდელის სამ თვლიანი სკუტერის (ტრიციკლი) შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს სამ თვლიანი სკუტერის (ტრიციკლი)-ს დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი და შეკეთების ვადა (დეფექტურ აქტში უნდა იყოს განფასებული ისეთი ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებსაპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ტრიციკლების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი). 2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში, სათადარიგო ნაწილის ან მომსახურების ფასის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით. 3. „მიმწოდებელი“ ვალდებულია ტრიციკლების მომსახურების გაწევისას უსასყიდლოდ დაწვრილებით შეამოწმოს, მისი დეტალებისა და აღჭურვილობის გამართულობა. ჩაუტაროს რეგულარული და სრული შემოწმება, რაც საშუალებას მოგვცემს უმაღლეს დონეზე შენარჩუნდეს მისი უსაფრთხოება და გამართულობა. „მიმწოდებელი“ პასუხისმგებელია დაყენებული/შეცვლილი დეტალის, მასალის, მომსახურების ხარისხზე ; 4. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა. 5. მიმწოდებელი ვალდებულია ტრიციკლების შეკეთება/ტექნიკური მომსახურების განხორციელებისას გამოიყენოს ისეთი ხარისხის სათადარიგო ნაწილი, რომლის გამოყენებაც საფრთხეს არ შეუქმნის და წინააღმდეგობაში არ მოვა ტრიციკლის მწარმოებელი კომპანიის საგარანტიო პირობასთან; 6. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით; 7. ტრიციკლების გეგმიური საგატანტიო სერვისები და შეკეთება/ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს „დანართი N1 - პრეისკურანტი“-ს შესაბამისად ; 8. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესასყიდი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს „დანართი N2 - ტრიციკლების სია“-ით გათვალისწინებულ ტრიციკლებზე ; 9.ტრიციკლების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ტრიციკლების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ ; 10. ტრიციკლების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ შედგენილ დათვალიერების აქტში, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების სავალდებულო ვადები ; 11. შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტური აქტის გახსნიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი. 12. სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს არანაკლებ 1 ტრიციკლის განთავსება ბოქსში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე). 13. პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 10 000.00 ლარზე. სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1 - პრეისკურანტში მოცემული ცხრილების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 158 713.00 ლარს. პრეტენდენტის მიერ დანართი №1 - პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში. სატენდერო წინადადების ფასი: ა) ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ცხრილში (დანართი №1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე. ბ) თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ბოლო შეთავაზება, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს პრეისკურანტით ჩამონათვლის თითოეული პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც. გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა; -სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ცხრილების ჯამური ღირებულების მიხედვით. ხოლო, დანართი N1-ში მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებულ ცხრილებში (პრეისკურანტებში) მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს. თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0”. ცხრილში მითითებული მომსახურების ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: • სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს. • ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეს. • დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეს. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული სამ თვლიანი სკუტერების (ტრიციკლი) საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ქ. თბილისში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე. აგრეთვე: ძრავის და გადაცემათა სისტემის ზეთებზე, სამუხრუჭე სითხეზე, ასევე ზეთის და ჰაერის ფილტრებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 5 000 კმ ან 6 თვე. განხორციელებული მომსახურება და შეცვლილი სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ორიგინალი (ქარხნული) ან იმავე ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, შემსყიდველის ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება. აგრეთვე, სამუხრუჭე ხუნდები არ უნდა აფუჭებდეს საყრდენ დისკოს, არ უნდა ჰქონდეს ეგრეთ წოდებული წრიპინის და ხრიალის ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს აღნიშნული წუნის ნაკლის აღმოფხვრას, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. თუ გაწეული მომსახურების ან/და მიწოდებული სათადარიგო ნაწილის საგარანტიო ვადის ამოწურვამდე აღმოჩნდება ან/და გამოვლინდება ნაკლი ან/და დეფექტი (გარდა გარეგანი ფიზიკური დაზიანებისა), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 2 (ორი) კალენდარულ დღეში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა. იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა ვერ ხერხდება, მიმწოდებელმა ნაკლიანი სათადარიგო ნაწილი უნდა შეცვალოს უნაკლო ან/და ახალი ნაწილით. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულებაში არსებული შესაბამისი მომსახურების ვადებისა გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრ(ებ)ის ადგილმდებარეობის შესახებ შესაბამისი მისამართის მითითებით ქ. თბილისში. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულება რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2.3.1.2 პრეტენდენტის სერვის-ცენტრ(ებ)ს უნდა გააჩნდეს "PIAGGIO"-ს ფირმის "Mp3 300" მოდელის მოტოციკლეტების შეკეთება/ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო სპეციალური სადიაგნოსტიკო მოწყობილობები და სერვისისთვის საჭირო სპეციალური იარაღები. 2.3.1.3 პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნდა გააჩნდეს სერვისისათვის საჭირო სასაწყობო მარაგი, რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფცვეთადი დეტალები, კერძოდ - სამუხრუჭე ხუნდები, სამუხრუჭე დისკები, ზეთი, ზეთის და ჰაერის ფილტრები. 2.3.1.4 სერვის-ცენტრ(ებ)ში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.3.1.5 ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ.თბილისში შემოთავაზებული სერვისცენტრის ვიდეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში; პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი სერვის-ცენტრ(ებ)ი, სადაც მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მეშვეობით გაუწევს შემსყიდველს ზემოაღნიშნულ მომსახურებას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1.შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები. 3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც. 4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. 5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება. 6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ). 7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. 8. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება. 4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახუირების მიხედვით, უნაღდო ანგარისწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ–ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან), წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ ჩიხლაძე, 595036151, t.chikhladze@rs.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250018243 10.10.2025 contract signed same category · 41% title match · same buyer · similar size

სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების SKODA SUPER B…

NAT250019929 10.11.2025 contract signed same category · 44% title match · same buyer · similar size

სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტობუსების შეკეთება და ტექნიკური მომსახუ…

NAT250011504 26.06.2025 contract signed same category · 44% title match · same buyer · similar size

სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა …

NAT250019930 10.11.2025 contract signed same category · 39% title match · same buyer · similar size

სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული სპეც. სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებ…

NAT260010226 15.05.2026 contract signed same category · 39% title match · same buyer · similar size

სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული სპეც. სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებ…

NAT250019931 10.11.2025 contract signed same category · 46% title match · same buyer

სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული მიკროავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური …

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ჯორჯიანაირლინკი 11×
შპს მეგატესტი
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბ…
,,ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი"
შპს ხარისხის ლაბორატორია - LLC Qua…