1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვის ობიექტია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საჭირო სისტემებისათვის საჭირო ელექტრო-ქიმიური დაცვის მოწყობილობების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის დასახელება და დეტალური ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციის შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ დანართი N1 - ში. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყო ახალი, ქარხნული, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე - ქ.თბილისი, ლილო, ჭირნახულის N9. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით გადმოტვირთოს და დაასაწყობოს საქონელი შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შემოთავაზებულ საქონელზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლი მწარმოებელი კომპანია, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი (არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნება მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაციები, პრეტენდენტი დაექვემდებარება ტენდერიდან დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად. თუ შესასრულებელი სამუშაოების ფარგლებში შემოთავაზებული საქონელს არ გააჩნია მოდელი, პრეტენდენტი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია არარსებობის შესახებ.
2.6.1 მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობის ფინანსური ბრუნვა (,,დებეტი“-ს ნაწილში). პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ბანკის მიერ დადასტურებული დოკუმენტ(ებ)ი (ცნობა) ფინანსური ბრუნვის ისტორიის შესახებ.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1.პრეტენდენტმა შერჩევა-შეფასების ეტაპზე შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და ბროშურა ან/და პასპორტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობას. 2.შემოთავაზებულ საქონელზე პრეტენდენტმა საქონლის მოწოდების მომენტისთვის უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის/ქარხნის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლებიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის დანართი N1-ით განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადახდო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სანდრო ჩიკვილაძე, 577257525, S.Chikviladze@ggtc.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 2. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 3. სატენდერო წინადადების ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი); 4. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია უნდა იყოს დადასტურებული ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილის Excel-ის ფორმატის დოკუმენტისა) 5. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში,მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი