1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სარეცხი საშუალებების (ფხვნილები) შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ტექნიკური პარამეტრების/მახასიათებლების აღწერა და რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის 1.3. პუნქტის შესაბამის ველში ატვირთული ფასების ცხრილის (დანართი N1) სახით; 1.2.2. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად შეფუთული შესაბამის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია: დასახელება, შემადგენლობა, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2/პუშკინის ქ.164 (საწყობი).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შესყიდვის ობიექტის ვარგისიანობის ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი; პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამისს გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ვარგისიანობის ვადის შესახებ. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდება, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ნაკლი ან შეცვალოს იგი შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში იმავე პარამეტრების მქონე ახალი შესყიდვის ობიექტით, “შემსყიდველის” მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მიუთითოს სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის 1.3. პუნქტში მიმაგრებულ ფაილში - ფასების ცხრილში (დანართი N1). აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან არანაკლებ ერთ-ერთი დოკუმენტი: • CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი დოკუმენტი ან CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი შესაბამისობის დოკუმენტი; • ან/და ISO ხარისხის (სტანდარტის) დამადასტურებელი სერთიფიკატი. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის უცხოურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული - ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები (თითოეული პოზიციიდან ერთი ნიმუში). წარმოდგენილი ნიმუშები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებასა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; 3.1.1.2. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება; 3.1.1.3. ტენდერში „გამარჯვებულ“ პრეტენდენტს ნიმუშები უკან დაუბრუნდება საქონლის სრულად მიწოდების ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში; 3.1.1.4. წარმოდგენილი ნიმუშები შემოწმების შედეგად შესაძლოა გაიხარჯოს ან/და დაზიანდეს და ის ვერ დაუბრუნდეს პრეტენდენტს პირვანდელი სახით.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2/პუშკინის ქ.164, შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" (საწყობი).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული დასკვნით, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით ან მეტით ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ერთჯერადად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (საგადასახადო დოკუმენტაციაში დამატებით მითითებული უნდა იქნას ხელშეკრულების ნომერი); 7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად; 7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნა: ორგანიზაციის სპეციფიკური დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინება ანგარიშსწორების ვადებთან დაკავშირებით.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლელა ხაბეიშვილი, 577302949, lela.khabeishvili11@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.2. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის გათვალისწინებით; 10.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიუთითოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით; 10.1.4. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება; 10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი/მიმწოდებელი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 10.1.6. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; 10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; 10.1.9. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც; 10.1.10. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის პუნქტში მიმაგრებული დანართი წარმოადგინოს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი