1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
1.1.1 სადიაგნოსტიკო საშუალებები;
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესასყიდი საქონელი: 1. საკვები ბულიონი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 2. მაკკონკის (კესლერი) ბულიონი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 3. საკვები ნიადაგი ენდო - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 4. პალკამ აგარი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში (პალკამ აგარი და პალკამ აგარის ანტიმიკრობული დანამატი უნდა იყოს ერთი და იგივე მწარმოებლის) - კგ 1; 5. პალკამ აგარის ანტიმიკრობული დანამატი - 1 ფლაკონი არანაკლებ 500 მლ ნიადაგის დასამზადებლად, ქარხნული შეფუთვა კოლოფში არანაკლებ 10 ც - კოლოფი 4; 6. ლევენშტეინ იენსენის საბაზისო ნიადაგი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არანაკლებ 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - ცალი 1; 7. BGA ბრილიანტის მწვანეს აგარი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 2.5; 8. ბოცვრის მშრალი ციტრირებული პლაზმა - კოლოფი არანაკლებ 40 ტესტისთვის - კოლოფი 4; 9. ფინჯანზე დასათვლელი აგარი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 2; 10. საკვები აგარი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 11. სლანეტ ბარტლი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 1; 12. ლიზინდეკარბოქსილაზას ნიადაგი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 13. მაკონკის აგარი - ფხვნილის სახით, დაფასოებული, არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 14. რკინა სულფიდ აგარი - ფხვნილის სახით, დაფასოებული არაუმეტეს 500 გრამიან პლასტმასის ქილებში - კგ 0.5; 1.2.2 შესასყიდი საქონლის მახასიათებლები, რაოდენობა და ვარგისიანობის ვადა მოცემულია მახასიათებლების ცხრილში. 1.2.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი ვადიანი პროდუქციის მიწოდება ამ სახის პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ყველა ნორმის სრულად დაცვით; 1.2.4 პროდუქტი უნდა იყოს ზუსტად შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების, ქარხნულად დამზადებული და შეფუთული. პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა იყოს მახასიათებლების ცხრილის შესაბამისი. 1.2.5 მოწოდებულ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და გამოყენების ინსტრუქცია. 1.2.6 შემსყიდველი იტოვებს უფლებას, არ მიიღოს საქონელი, რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია ქარხნული შეფუთვის დარღვევის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 საქონლის სრულად მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) კალენდარულ დღეში. 1.4.2 იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდების ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მიწოდების ვადა გრძელდება შემდეგი პირველი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქუჩა N49. 1.5.2 საქონლის მიწოდება შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, სრული რაოდენობით, ისე ეტაპობრივად.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 ფასების ცხრილის მე-8 სვეტში პრეტენდენტმა ვაჭრობის ძირითად დროში მწარმოებელ კომპანიასთან ერთად უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მარკა/მოდელი ან/და მწარმოებლის კატალოგის ნომერი ან/და სერიული ნომერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, აღნიშნოს: „მარკა/მოდელი არ გააჩნია“. პრეტენდენტის მიერ ამ ქვეპუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას (დაზუსტების გარეშე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1-ი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 მიღება-ჩაბარება განხორციელდება საქონლის მიწოდებისთანავე და გაფორმდება ორივე მხარის ამისათვის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით; 2.9.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად შემსყიდველს წარედგინება სასაქონლო ზედნადები. 2.9.3 პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში (ასეთის არსებობისას) შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ შემოთავაზებული საქონლის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ექსპერტიზის/ აუდიტის დასკვნით, რითაც დადასტურდება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. 4.1.1.2 ექსპერტიზის/ აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში სისტემის საშუალებით წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ქსეროასლები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 10(ათი) საბანკო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი კოკაია, 577615600, giorgi.kokaia@sla.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს: 10.1.1.1 შევსებული ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით. 10.1.2 ტენდერში მონაწილეობით პრედენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო პირობებზე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი