1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ 2026 წლის საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატის გადამწოდის სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტია ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატთან (Philips, Affiniti 50G (2020, REF:989605410251); თავსებადი გადამწოდი დეატალურად შესყიდვის ობიექტის დასახელება, მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა იხილეთ დანართი N1-ის სახით. 1.2.2. მითითებული საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურებისა და დამხმარე მოწყობილობების (არსებობის შემთხვევაში) ღირებულებასაც. 1.2.3. მიწოდება მოიცავს: მონტაჟს, ინსტალაციასა და სწავლებას პრეტენდენტმა საქონლის მოწოდების დროს უნდა უზრუნველყოს აპარატის ჩართვა და გამართვა ასევე გამოსახულების მიღება-დადასტურება დადგენილი სტანდარტით (სანიმუშო მოწყობილობა/ფანტომი/ტესტერის გამოყენებით). 1.2.4. სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში არსებული სტანდარტების დაცვით. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონების ან/და მოწოდებული საქონლის დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი. 1.2.5. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის/ავტორიზებული მიმწოდებლის კომერციული პირობებით ახალი გადამწოდის შეძენა დაკავშირებულია არსებული, დაზიანებული ან ექსპლუატაციიდან გამოსული გადამწოდის დაბრუნების (trade-in/return) პირობასთან და აღნიშნული გადამწოდის დაბრუნება გავლენას ახდენს ახალი გადამწოდის ღირებულებაზე, კერძოდ, იწვევს შესყიდვის ფასის შემცირებას, შემსყიდველი თანახმაა, არსებული დაზიანებული გადამწოდი გადასცეს მიმწოდებელს, მის მიერ წარმოდგენილი მწარმოებლის/ავტორიზებული მიმწოდებლის შესაბამისი დამადასტურებელი წერილის საფუძველზე. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში თუ იკითხება: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა შეწსყიდვის ობიექტის მიწოდება და მონტაჟი უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე : ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N29. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1. მიმწოდებელი იძლევა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გრანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, არა მეორადი ქარხნულად აღდგენილი/გადამუშავებული. საქონელი შეფუთული იქნება მწარმოებლის ბრენდირებულ ყუთში, ყუთზე ქარხნულად დაბეჭდილი მწარმოებლის მითითებით და შეფუთვის მთლიანობა არ იქნება დარღვეული. 1.7.2. შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ არანაკლებ 12 თვის ვადით. 1.7.3. საგარანტიო პერიოდში სწორი ექსპლუატაციის პირობებში და მექანიკური დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით ან/და სატელეფონო ზარით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“. „მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) შეტყობინებიდან არაუგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში ახდენს შესაბამის რეაგირებას,(მიმწოდებელმა ამ ვადაში უნდა დაადგინოს პრობლემების გამომწვევი მიზეზი უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა, დაზიანების შემთხვევაში საქონლის შეკეთება) ნივთის შეცვლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) საქონლის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში აღმოაჩნდებათ ქარხნული დეფექტი; ბ) თუ ვერ მოხერხდა ნივთის შეკეთება მიმწოდებლის მიერ, მათ შორის შეკეთებიდან 1 თვეში გამოვლინდა იგივე დეფექტი ან საგარანტიო ვადის განმავლობაში ქარხნული დეფექტი გამოვლინდა 3 ჯერ; გ) ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი მახასიათებლების მოწყობილობით 1.7.4. საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში ქარხნული წუნი/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს საქონელი ახლით წუნი/ხარვეზის დაფიქსირებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში. 1.7.5. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: შესყიდვის ობიექნის ტექნიკური მახასიათებელი, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი, საგარანტიო ვადა და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. 1. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია/ფირმა/ბრენდი; 2. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი- შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მოდელი ან /და ლინკი ან/და კატალოგის ნომერი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber, რომლითაც მოხდება პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების იდენტიფიცირება სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2.1.1.2. შემსყიდველს წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით უნდა შეეძლოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ამიტომ იმ შემთხვევაში თუ "მაიდენტიფიცირებლი ნიშანი"-ს გრაფაში მითითებული ინფორმაციით ვერ ხერხდება შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის მიერ დადასტურებული ბროშურა/კატალოგი ან/და მწარმოებლის წერილი, დასკანერებული ტექნიკური პასპორტი, ან/და data sheet ან/და ვებ-გვერდის მისამართი და ა.შ) რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა. შენიშვნა: მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელის და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის განხორციელდება ერთ ეტაპად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ გამოწერილი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადების და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ინსპექტირების დადებითი დასკვნისა და ტექნიკური მომსახურების აქტის საფუძველზე მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება იწარმოებს „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე ბერიძე, 555626767, procurementrespublikuri@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი