1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ჰაერის კონდიცირების საშუალებების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ჰაერის კონდიცირების საშუალება BTU/H 18000; რაოდენობა - 20 ცალი; ტიპი: კედლის. სპლიტ-სისტემა; მუშაობის რეჟიმი: გაგრილება და გათბობა; გაგრილების ნომინალური სიმძლავრე: არანაკლებ 18 000 BTU/სთ; გათბობის ნომინალური სიმძლავრე: არანაკლებ 18 000 BTU/სთ; ელექტრომომარაგება: 220–240 V, 50 Hz; მართვა: დისტანციური მართვის პულტი; 2. ჰაერის კონდიცირების საშუალება BTU/H 24 000; რაოდენობა - 20 ცალი; ტიპი: კედლის, სპლიტ-სისტემა; მუშაობის რეჟიმი: გაგრილება და გათბობა; გაგრილების ნომინალური სიმძლავრე: არანაკლებ 24 000 BTU/სთ; გათბობის ნომინალური სიმძლავრე: არანაკლებ 24 000 BTU/სთ; ელექტრომომარაგება: 220–240 V, 50 Hz მართვა: დისტანციური მართვის პულტი; შენიშვნა: - გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტის შეთავაზება მისაღებია. - კონდიციონერი უნდა იყოს ახალი, ქარხნული, ექსპლუატაციაში არ მყოფი, შიდა და გარე ბლოკების სრული კომპლექტაციით, თითოეულ მოწყობილობას უნდა მოყვებოდეს დისტანციური მართვის პულტი, საგარანტიო დოკუმენტაცია, ტექნიკური პასპორტი ან მომხმარებლის სახელმძღვანელო. - შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უნდა მოიცავდეს მონტაჟის, დემონტაჟის, სამონტაჟო მასალებისა და ექსპლუატაციაში გაშვების მომსახურების ღირებულებას.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 (ჩვიდმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბზიანიძის ქ. №4;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი კომპანიის, წარმოშობის ქვეყნის და მოდელის შესახებ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება არ მოითხოვება;
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული ჰაერის კონდიციონერის მწარმოებელი კომპანიის მიერ ოფიციალურად დადასტურებული დეტალური ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტი (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული ჰაერის კონდიციონერის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვებ-ბმულის წარმოდგენის შემთხვევაში, ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება არ მოითხოვება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები. 3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც. 4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე, ნათარგმნი და ნოტარიული წესით დამოწმებული, გარდა წინამდებარე ტენდერის 2.1.1 და 2.7.1 ქვეპუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისისა; 5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება. 6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ). 7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. 8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები,„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია, ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება. 4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, როგორც მთლიანად ასევე ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად. - ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე; - სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის მოწოდების შემდეგ, შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სოფიკო მდინარაძე, 599973301, s.mdinaradze@rs.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი