NAT260010729
21.05.2026
evaluation
same category · 93% title match · same buyer
საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (შემდგომში „რეაბილიტაცია“) საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაზე (14 ობიექტი) მომსახურების გაწევა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
186 tenders
2.8 avg bidders
41 failed
275 CMR deals
5%
outside our line
Can we win this?
5% — outside our line: this does not look like something we sell.
- Our line of business only 22% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
- Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
- Expected competition this category averages 1.8 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
- Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
- Category fit 71300000: we have never bid in this category.
- Buyer relationship we have never bid with this buyer.
Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.
Main details — as published
| განცხადების ნომერი | NAT260016955 |
|---|---|
| შესყიდვის სტატუსი | გამოცხადებულია |
| შემსყიდველი | საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი |
| შესყიდვის ტიპი | ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) |
| შესყიდვის კატეგორია | 71300000-საინჟინრო მომსახურებები |
| კლასიფიკატორის კოდები | — |
| შესყიდვის სავარაუდო ღირებულება | 6`689`052.00 GEL |
| შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა | იხ. სატენდერო დოკუმენტაცია |
| შესყიდვის გამოცხადების თარიღი | 13.08.2026 12:47 |
| წინადადებების მიღება იწყება | 09.09.2026 00:00 |
| წინადადებების მიღება მთავრდება | 14.09.2026 12:00 |
| შეთავაზების ფასის კლების ბიჯი | 66`891.00 GEL |
| გარანტიის ოდენობა | 66`891 GEL |
| გარანტიის მოქმედების ვადა | 160 დღე |
| მოწოდების ვადა | იხ. სატენდერო დოკუმენტაცია |
| წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს | დღგ-ს გათვალისწინებით |
| დამატებითი ინფორმაცია | — |
Buyer documents & protocols (0)
No buyer documents recorded.
Bidders — everyone, including who lost
| Company | First offer | Final offer | Result |
|---|---|---|---|
| No bids recorded — nobody entered this tender. | |||
History
- 13.08.2026 12:47 Announced
- 23.08.2026 22:54 Current status: announced
- 09.09.2026 00:00 Bidding opens
- 14.09.2026 12:00 Bidding closes
Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.
Tender documentation — all 27 sections
1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (შემდგომში „რეაბილიტაცია“) საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაზე (14 ობიექტი) მომსახურების გაწევა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში და ხელშეკრულების პროექტში:
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 (თექვსმეტი) თვის ვადით, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობებით, ასევე, შესაბამისს სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და მითითებების მიხედვით; 2. მომსახურების გაწევა მოხდება მიმწოდებლის ადგილსამყოფელის მიხედვით ან/და საჭირო შემთხვევებში, დასაპროექტებელი ობიექტის ადგილას; 3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტები მიწოდებული უნდა იქნას შემსყიდველის მისამართზე - ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ N12.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შედგენილ თითოეულ ობიექტზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 5%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 18 (თვრამეტი) თვის შემდგომ (საგარანტიო პერიოდი), გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება თითოეულ ობიექტზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 10%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 18 (თვრამეტი) თვის შემდგომ (საგარანტიო პერიოდი), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას. 3. საგარანტიო პერიოდის (18 თვე) განმავლობაში ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება თითოეულ ობიექტთან მიმართებით შემუშავებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 4. თუ საგარანტიო პერიოდში დაწყებული სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის ღირებულების პროპორციულად. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 5. საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ გამოცდილების არეალსა და საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად გაწეული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებები ღირებულებით - არანაკლებ 13 378 104.00 ლარის ოდენობისა, მათ შორის, პრეტენდენტს, საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთ კალენდარულ წელს შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 3 344 526.00 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურება. 1.1. ანალოგიური გამოცდილების არეალი – საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2021 წ.-დან წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს; 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: საავტომობილო გზების (გარდა ცალკეული ხელოვნური ნაგებობების) მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების დეტალური პროექტირება; 4. საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების თაობაზე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით. ამასთან: ა) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება გაწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 4.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების გაწევის ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები. 5. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.მუხლის 4.1 ან/და 4.2. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსის ან/და ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი, უფლებამოსილია, პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის წარმოდგენა; ან/და შემუშავებული საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენა, რომლებიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ და საიდანაც, მოთხოვნისამებრ, ნათლად უნდა იკვეთებოდეს სატენდერო პირობებით მოთხოვნილი, გაწეული მომსახურების შინაარსი/დეტალური აღწერილობა ან/და ღირებულება. 6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 6.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 6.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი). 7. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 8.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. 8.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი, მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ (მინიმუმ, მათი დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი, მისამართი) მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N7-ის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველისა და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებული დასახელების, რაოდენობისა და გამოცდილების პერსონალი. 2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლები. 4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას. 5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პერსონალი დასაქმებული იყოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლი.
5.1.5 ამხანაგობისთვის
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ინფორმაცია საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება - სამართლებრივი ფორმა - საიდენტიფიკაციო ნომერი - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი - მარეგისტრირებელი ორგანო - იურიდიული მისამართი - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლი; რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6. პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების სრულად გაწევის (დასრულების) ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
1. შესყიდვის ობიექტის სპეციფიკისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია მოცემულ ტენდერში მოითხოვება მიუხედავად ხელშეკრულების ღირებულებისა, რაც აამაღლებს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას შემსყიდველის წინაშე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, გამორიცხავს ან/და მინიმუმადე ამცირებს ისეთი სუბიექტური გარემოებების არსებობას, რომელიც შეიძლება გახდეს ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორი. 2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური დოკუმენტის ფორმით (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული) ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რაზედაც, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით. 3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე. 2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა. 3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი არ დააკმაყოფილებს მიმწოდებლის თხოვნას ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 10% ან მეტი. 4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე. გარანტია შედგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N8-ში მოცემული პირობების შესაბამისად. 5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს. 6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე; 2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადებისა და პირობების შესაბამისად, ეტაპობრივად წარუდგენს შემსყიდველს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; 3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისას წარუდგინოს შემსყიდველს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულებისა და სხვა გადასახადების გათვალისწინებით); 4. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლევან ყანდაშვილი, 595517976, levan.kandashvili@georoad.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი შედგენილია და მხარეთა მიერ ხელმოწერილია ელექტრონულად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ეგზემპლარ(ებ)ი, ან მისი დამოწმებული ამონაბეჭდი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული საპროექტო მომსახურების ღირებულება, მისი ათწილადით გამოსახვის შემთხვევაში, გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს მძიმის შემდეგ ორი ციფრის (მეასედის) სიზუსტით; 8. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განუფასებლად. 9. პრეტენდენტი ვალდებულია, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ინფორმაცია დაამუშავოს ამავე კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით. 10. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის სატენდერო წინადადებაში მითითებული, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პირი თანახმაა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, ასევე, მიმწოდებლის და შემსყიდველის მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
The same thing, bought before
NAT250018335
13.10.2025
contract signed
same category · 93% title match · same buyer
საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (შემდგომში „რეაბილიტაცია“) საჭირო სა…
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ…
71300000საინჟინრო მომსახურებები
→ შპს ლ დიზაინ გრუპი
9 bidders
1,245,000 ₾
NAT250018334
13.10.2025
contract signed
same category · 66% title match · same buyer
საავტომობილო გზებზე და ხელოვნურ ნაგებობებზე სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენც…
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ…
71300000საინჟინრო მომსახურებები
→ შპს ლ დიზაინ გრუპი
8 bidders
871,500 ₾
NAT250018337
13.10.2025
contract signed
same category · 67% title match · same buyer
სახიდე გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის (შემდგომში „ხიდების რეაბილიტაცია…
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ…
71300000საინჟინრო მომსახურებები
→ ტრანსპროექტი
3 bidders
747,000 ₾
NAT260011644
03.06.2026
contract signed
same category · 55% title match · same buyer
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული საერთაშორისო და შიდასახე…
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ…
71300000საინჟინრო მომსახურებები
→ შპს ინტერპროექტი
1 bidder
1,338,750 ₾
NAT260002595
12.02.2026
contract signed
same category · 50% title match · same buyer
სანაპირო ზონებში მოსალოდნელი ავარიული ვითარებების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ნაპირს…
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ…
71300000საინჟინრო მომსახურებები
→ შპს კავკას როუდი
4 bidders
1,655,000 ₾
Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.
Same buyer, same category — have they bought this before?
NAT260017602
20.08.2026
announced
გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გარდაბანი-კ…
0 bidders
2,523,000 ₾
NAT260017607
20.08.2026
announced
ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე ნაპირსამაგრი ღონისძიებების გატარებისა და საფ…
0 bidders
328,500 ₾
NAT260012895
24.06.2026
winner identified
სანაპირო ზონებში მოსალოდნელი ავარიული ვითარებების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ნაპირს…
→ შპს ერკო
1 bidder
990,000 ₾
NAT260012894
24.06.2026
evaluation
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული –ამბროლაურის საავტომობილ…
2 bidders
2,691,000 ₾
NAT260011752
04.06.2026
contract signed
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული საერთაშორისო და შიდასახე…
→ ტრანსპროექტი
2 bidders
981,225 ₾
This buyer usually awards to
across all categories
| შპს ერ ტე დე | 5× |
| შპს ნიუ ტრანს როუდი | 5× |
| ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" | 4× |
| შპს კავკასენერგო | 3× |
| შპს ელიტ ბილდერს გრუპი | 3× |